
მოსკოვის საპატრიარქო
წმინდა სინოდმა იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 11.10.2023. 11 ოქტომბერს, მოსკოვის დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გამართულ სხდომაზე, წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მოხსენება რუსეთის იურისდიქციაში მყოფი საზღვარგარეთის ეპარქიებისა და სამრევლოების მდგომარეობის შესახებ, და მიიღო რიგი გადაწყვეტილებები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით.
სხდომის მონაწილეებმა, კერძოდ, დაადგინეს არქიმანდრიტ ალექსანდრეს (ელისოვი) გათავისუფლება იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მადლობის გამოცხადებით გაწეული შრომისათვის და შემდგომი მსახურებისთვის გაგზავნილ იქნა იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მორჩილებაში.
იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი).
წმინდა სინოდმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, მღვდელმონაზონ დომეტიანეს (მარქარიანი) გათავისუფლების შესსახებ დაკავებული თანამდებობიდან მსახურებას იგი და მაიკოპისა და ადიღეს მთავარეპისკოპოს ტიხონის მორჩილებაში გააგრძელებს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.11.2023
13.11.2023
13.10.2023