მოსკოვის საპატრიარქო
უფლის ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ფილიპე მოციქულის ტაძარში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.09.2023. 2023 წლის 27 სექტემბერს, უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საღმრთო ლიტურგია აღავლინა წმინდა ფილიპე მოციქულის ტაძარში ქ. შარჯაში (არაბთა გაერთიანებული საემიროები).
მღვდელთმთავარს თანამსახურებდნენ ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ალექსანდრე (ზარკეშევი), სსკგ-ის მდივანი ქრისტიანთაშორის ურთიერთობებში მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი), სსკგ--ის თავმჯდომარის თანაშემწე მღვდელი ალექსანდრე ერშოვი და ტაძრის სასულიერო პირები.
განტევების შემდეგ იერარქმა მლოცველებს ქადაგებით მიმართა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევა გადასცა.
იმავე დღეს მიტროპოლიტი ანტონი ინდოეთში გაემგზავრა.