მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო…

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 05.19.2023. 19 მაისს, ყაზანში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიიდან –მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი კირილე; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი); სამმართველოს მხრიდან – კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოლმან მუსაევი, შეიხის თანაშემწე გუნდუზ ბაბაევი, – იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

„ძვირფასო ძმაო, ძალიან მიხარია, რომ დღეს მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა“, – განაცხადა, კერძოდ, უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ. – ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ძმურ ატმოსფეროში იმართება, ძალიან გულწრფელად და უზენაესის წყალობით, თქვენთან ერთად ბევრ რამეს ვაგვარებთ კეთილი დიალოგის გზით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ აზერბაიჯანში მართლმადიდებლებთან მიმართებით თქვენი კეთილი დამოკიდებულებისთვის; რჩევებისთვის, რომლებსაც აძლევთ“.

„მე და თქვენ ყოველთვის თანამოაზრენი ვიყავით“, – აღნიშნა რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა. – ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ სულიერ ლიდერს, არა სიტყვით, არამედ საქმით მოწმობდეს იმ ამოცანების საერთო გაგებას, რომლებიც დღეს მორწმუნეების წინაშე დგას. ასევე, საერთაშორისო პლატფორმებზე, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენ ყოველთვის ერთიანი ამოცანები და საერთო პოზიცია გვაქვს. ეს ყველაფერი ჩვენი სულიერი სიახლოვის და, თუ ნებას დამრთავთ, ასე ვთქვა, ჩვენი მეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ამიტომ, ჩვენ დიდად გაფასებთ თქვენ, ჩემო ძვირფასო ძმაო, და გისურვებთ უზენაესის შეწევნას თქვენს შრომებში“.

„დიდი მადლობა თქვენ, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ თქვენი მოკლე ვიზიტის დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც დაგვითმეთ დრო და მიგვიღეთ, – აღნიშნა თავის მხრივ შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ. – მართლაც, ჩვენი დამოკიდებულება თქვენს უწმინდესობასთან შორს გასცდა რელიგიათაშორისი ურთიერთობის ჩარჩოებს. მე ნამდვილად ვხედავ თქვენში უფროს ძმას, ნამდვილ მეგობარს".

„რამდენი წელი იღვრებოდა სისხლი კავკასიაში, გრძელდებოდა შეიარაღებული კონფლიქტები! მაგრამ თქვენი ძალისხმევა ჩვენს საყვარელ კავკასიასთან მიმართებით, რასაც ოცდაათი წლის განმავლობაში აკეთებთ, შეუძლებელია გადაჭარბებით შეაფასო. მე პირადად, მთელი აზერბაიჯანელი ხალხი და ყველა მშვიდობისმოყვარე ხალხები უზომოდ მადლობელნი ვართ თქვენი ამ ზრუნვისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სომეხთა, სომეხი ხალხის გულებში ასევე უსაზღვრო მადლიერებაა თქვენ მიმართ, თქვენო უწმინდესობავ, იმიტომ, რომ თქვენ ყოველთვის ცდილობდით სისხლისღვრის თავიდან აცილებას, ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას“, – აღნიშნა მუფთიმ.

„გულითადად გმადლობ, ძვირფასო ძმაო, – უპასუხა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. – მართლაც, ჩვენს კეთილ ურთიერთობას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ რუსეთის ეკლესიის დიალოგია აზერბაიჯანელ მუსლიმებთან. თქვენ ხართ თანამედროვე ისლამის გამორჩეული წარმომადგენელი, უაღრესად პატივცემული პიროვნება ისლამურ უმაში და განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოსტსაბჭოთა სივრცის რელიგიურ ცხოვრებაში“.

„თქვენ ნამდვილად გაქვთ ნიჭი შეარიგოთ ისინი, ვისი შერიგებაც ძალიან ძნელია. თქვენ გაქვთ გამბედაობა, სიმტკიცე და, იმავდროულად, მზადყოფნა იმისა, რომ ზოგჯერ შეარბილოთ თქვენი პოზიცია, რათა თანამოსაუბრეს შეუქმნათ გულწრფელი და ნაყოფიერი პირობები თქვენთან დიალოგისთვის. ცოტას აქვს ეს თვისება, მაგრამ გაკვირდებით თქვენ და არასდროს მინახავს, ​​რომ კონფლიქტის ელემენტი შეგეტანოთ თქვენი მონაწილეობით განხილული საკითხების განხილვისას“, – დაამოწმა უწმინდემა პატრიარქმა კირილემ და სთხოვა ა. ფაშა-ზადეს, გადასცეს მისალმება პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და მისი მეუღლეს, აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას.

 

 

გაზიარება:
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღე მიულოცეს

24.05.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

16.04.2023

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

15.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით

24.02.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

03.05.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

16.04.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب