მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს აღსაყდრების 10-წლისთავის აღსანიშნავ ზეიმში
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 02.26.2023. 24 თებერვალს ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბულგარეთის უწმიდესი პატრიარქის ნეოფიტეს საწინამძღვრო მსახურების დაწყებიდან მეათე წლისთავი აღნიშნა. ამ დღეს, ბულგარეთის დედაქალაქში, დიდმოწამე დედის ნედელიას (კვირიაკიას) საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა, რომელსაც სოფიის სამიტროპოლიტოს ვიკარი, ბელოგრადჩიშის ეპისკოპოსი პოლიკარპე წარუძღვა სასულიერო დასის თანამსახურებით.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან საზეიმო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ბულგარეთის პატრიარქთან არქიმანდრიტმა ვასიანემ (ზმეევმა) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მდივანმა სოფიაში დეკანოზმა ევგენი პაველჩუკმა. რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდა სტავროფორული ეკონომოსი ნელუც ოპრია. ბულგარეთის უწმიდესი პატრიარქის ნეოფიტეს საწინამძღვრო მსახურების 10-წლისთავის საპატივცემულო ზეიმზე სოფიის სამიტროპოლიტოს მრავალი სასულიერო პირი შეიკრიბა.
როგორც სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა იუწყება იუწყება, საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ეპისკოპოსმა პოლიკარპემ სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. სადიაკონო წესმა მრავალჟამიერი უგალობა უწმიდეს პატრიარქ ნეოფიტეს.
საკათედრო ტაძრის ცენტრში მორწმუნეთა თაყვანსაცემად გამობრძანებულ იქნა წმინდა მოწამე ნეოფიტეს წმინდა ნეშტის ნაწილაკი.
პატრიარქი
08.11.2024
06.11.2024