მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა X…

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარული სხდომა


 

სსკგ-ის კომუნიკაციების სამსახური, 01.25.2023. 25 იანვარს მოსკოვში, კრემლის სახელმწიფო სასახლეში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების საზეიმო პლენარული სხდომა – „თანამედროვეობის გლობალური გამოწვევები და ადამიანის სულიერი არჩევანი“.

 ღონისძიებას წარუძღვა საკითხავების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტი ევგენი.

დილით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურებაზე ილოცეს ღონისძიების მონაწილეებმა.

 კრემლის სახელმწიფო სასახლეში საკითხავების გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცენტრალურ ფედერალურ ოლქში ი.ო. შჩეგოლევი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ა.ვ. იაცკინი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე პ. ტოლსტოი; რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრი ვ.ა. კოლოკოლცევი; რუსეთის ფედერაციის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვ.ნ. ფალკოვი; რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრი ს.ს. კრავცოვი; რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი ო.ბ. ლიუბიმოვა; სახელმწიფო მდივანი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ე.ს. ივანოვი; მოსკოვის მერის მოადგილე მოსკოვის მთავრობაში რეგიონული უსაფრთხოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში ა.ნ. გორბენკო.

 დარბაზში 5 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა: ყოვლადუსამღვდელოესი მღვდელმთავრები - წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრები, მიტროპოლიების მეთაურები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების მმართველი ეპისკოპოსები, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, რუსეთის რელიგიათაშორისო საბჭოს წევრები, საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლები ფედერალურ ოლქებში, რუსეთის ფედერაციის ფედერალური სამსახურების ხელმძღვანელები, ფედერალური და რეგიონული ორგანოების ხელისუფლების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, რუსეთისა და საზღვარგარეთის 250-მდე უნივერსიტეტის რექტორი და წარმომადგენელი, ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ფორუმის მონაწილეთა რიცხვში იყვნენ წმინდა სინოდის მუდმივი წევრები – ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; მოსკოვის მიტროპოლიის საპატრიარქო ვიკარი, კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამენი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი.

 უწმიდნესმა პატრიარქმა კირილემ XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავები გახსნილად გამოაცხადა. გაისმა რუსეთის ფედერაციის ჰიმნი.

ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტმა ევგენიმ თავის შესავალ სიტყვაში, კერძოდ, აღნიშნა:

 „წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით და თქვენი პირველიერარქიული კურთხევით, 2023 წლის საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავები ეძღვნება თემას: „თანამედროვეობის გლობალური გამოწვევები და ადამიანის სულიერი არჩევანი“.

 2022 წლის სექტემბრიდან დღემდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში საკითხავების რეგიონული ეტაპი იმართება. სულ მცირე მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში ქვეყნის ყველა რეგიონში და საზღვარგარეთის ეპარქიებში.

ახალი ამბებიდან, რეგიონული საკითხავების პირდაპირი ეთერიდან ჩანს, თუ რამდენად ღრმა რეზონანსი გამოიწვია განცხადებული საკითხის განხილვამ. ხალხში, დიდსა თუ პატარა ქალაქებში, ოჯახებში – ყველგან სახეზეა ბოროტების მიუღებლობის იმუნიტეტის ჩამოყალიბება, თავსმოხვეული ცრუ ღირებულებების მიუღებლობა. გვჯერა, რომ ეს იმუნიტეტი დაგვეხმარება, დავიცვათ, საკუთარი თავიც და ჩვენი შვილებიც.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შეეწევა დედამიწაზე ცხოვრების შენებას განხორციელებული ღმერთის მაცხოვნებელი მცნებების მიხედვით. გვჯერა, რომ ჩვენი შრომა მიმდინარე საკითხავებში თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილ საქმეში”.

ნაჩვენები იქნა საკითხავების თემასთან დაკავშირებული ვიდეორგოლი.

 შემდეგ, საზეიმო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მისალმება გააჟღერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ცენტრალურ ფედერალურ ოლქში ი.ო. შჩეგოლევმა.

 რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა ვ.ნ. ფალკოვმა წაიკითხა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მ.ვ. მიშუსტინის მისალმება.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვ.ი. მატვიენკოს მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ა.ვ. იაცკინმა.

 რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ პ.ო. ტოლსტოიმ გააჟღერა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის ვ.ვ. ვოლოდინის მისალმება.

 შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრმა ს.ს. კრავცოვმა, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვ.ა. კოლოკოლცევმა და რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრმა ო.ბ. ლიუბიმოვმა.

 რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს.ვ. ლავროვის სახელით მისალმებელი სიტყვით გამოვიდა მინისტრის მოადგილე ე.ს. ივანოვი.

რუსეთის დედაქალაქის მერის, ს.ს. სობიანინის მისალმება გააჟღერა მოსკოვის მერის მოადგილემ მოსკოვის მთავრობაში რეგიონული უსაფრთხოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში ა.ნ. გორბენკომ.

 დასასრულ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ პლენარული სხდომის შედეგები შეაჯამა.

 ტრანცლიაცია განხორციელდა ტელეარხებზე „როსია 24“, „სოიუზი“, „სპასი“, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებსაიტზე Patriarchia.ru, ასევე საერთაშორისო საშობაო კითხვის პორტალზე და „PravoObraz“-ის მობილურ აპლიკაციაში.

 სხდომის ოფიციალური ნაწილის შემდეგ კონცერტი გაიმართა, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

 

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب