მთავარი გვერდი ახალი ამბები
საქართველოს ეკლესიის იერარქმა მონაწილეობა მიიღო რუბლიოვ…

საქართველოს ეკლესიის იერარქმა მონაწილეობა მიიღო რუბლიოვის მუზეუმის პირველი დირექტორის დ.ი. არსენიშვილის მოსახსენებელ პანაშვიდში


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 16.11.2022. 16 ნოემბერს X სამეცნიერო სემინარის – „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“ – დაწყების წინ ქ. მოსკოვის სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის მაცხოვრის ტაძარში შესრულდა ანდრია რუბლიოვის სახ. ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმის პირველი დირექტორის დავით ილიას ძე არსენიშვილის (1905-1963) სულის საოხი პანაშვიდი.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს კურთხევით მოსახსენებელი მსახურება ჩაატარეს მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველმა ვიკარიუსმა, ვოსკრესენის მიტროპოლიტმა დიონისემ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, რომელიც დ.ი. არსენიშვილის ძმის შვილიშვილია.

მწყემსთმთავრებს თანამსახურება გაუწიეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა, სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა, ანდრონიკოვის მონასტრის ტაძრების საპატრიარქო მეტოქიონის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა დიონისემ (კოლესნიკი), ПСТГУ-ს ეკლესიური მხატვრობის ფაკულტეტის დეკანმა დეკანოზმა ალექსანდრე სალტიკოვმა, წმინდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის სახ. ქართული თემის ტაძრის წინამძღვარმა თეოდორე კრეჩეტოვმა, მოსკოვის სამღვდელოების წარმომადგენლებმა.

ტაძარში ლოცულობდნენ ანდრია რუბლივის სახ. ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები.

ლოცვები და გალობები ისმოდა საეკლესიო-სლავურ და ქართულ ენებზე.

მოსახსენებელი მსახურების დასრულებისას წარმოთქმულ სიტყვაში ვოსკრესენის მიტროპოლიტმა დიონისემ დამსწრე საზოგადოებას მისალმება და კურთხევა გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესგან.

სტუმარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, სიტყვით მიმართა მიტროპოლიტმა დიონისემ და აღნიშნა: ძვირფასო და ღრმად პატივცემულო მეუფევ, მართლმადიდებლური მოსკოვის წარმოდგენა უკვე ძნელია ამ პანაშვიდის გარეშე ანდრონიკოვის მონასტერში, რომელიც ქალაქის ლიტურგიული ცხოვრების ნაწილი გახდა. გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ გაამდიდრეთ უძველესი დედაქალაქის ლიტურგიული ცხოვრება, რომ წარმოადგენთ თქვენი ღვთისმოსავი წინაპრის და, საერთოდ, ყველა ჩვენი წინაპრის ხსოვნისადმი ერთგულების მაგალითს, რომლებსაც ჩვენ ახლა, XXI საუკუნეში მცხოვრებნი, ესოდენ ძლიერ ვსაჭიროებთ. ამიტომ ჩვენ ვლოცულობთ, რომ უფალმა მოგმადლოთ სიძლიერე და სიმტკიცე მრალჟამიერ, რათა ყოველი წლის ზამთრის დასაწყისში ჩვენ ყველანი შევიკრიბოთ აქ, ამ ძველ ტაძარში, და ღვთის მიმართ ჩვენს ლოცვას მარადსახსოვარ დავით ილიას ძისთვის აემაღლებინოს, ენუგეშებინოს და განემტკიცებინოს ჩვენი გულები“.

სამახსოვრო საჩუქრად მიტროპოლიტმა დიონისემ საქართველოს ეკლესიის იერარქს სამღვდელთმთავრო კვერთხი მიართვა ოთხი მოციქულისა და მახარებლის გამოსახულებით, და აღნიშნა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ბევრს მოგზაურობს, როგორც მოციქულთა გზის მიმდევარი“.

დამსწრეთა და მთელი მართლმადიდებელი მოსკოვის სახელით, მან მიტროპოლიტ ნიკოლოზს სთხოვა, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრარქ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-სთვის გადაეცა სიყვარულის სიტყვები და გულითადი მილოცვა ახლო მომავალ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით. 2022 წლის დეკემბერში აღინიშნება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის საპატრიარქო მსახურების 45 წლისთავი. 2023 წლის 4 იანვარს კი კათოლიკოს-პატტრიარქ ილია II-ს 90 წელი უსრულდება. „მისი მსახურების სახენიმუში – ეს არის მაგალითი, რომელიც თანამედროვე ქრისტიანს სჭირდება. გთხოვთ, დაუდასტუროთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, რომ მოსკოველებს ის ახსოვთ და პატივს სცემენ, მისთვის ლოცულობენ“, – ბრძანა ვოსკრესენის მიტროპოლიტმა დიონისემ.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სამადლობელ სიტყვაში აღნიშნა მასპინძელთა გულთბილი შეხვედრა და კეთილი სურვილება, და ბრძანა: „თანამედროევ სამაყაროში ჩვენ ვხდებით მოწმენი იმისა, რომ ყველაფერი იცვლება: სულ ახლახან ასე არ იყო, ამჟამად კი ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევების წინაშე“. დღევანდელობაში, მისი თქმით, მიმდინარეობს ბრძოლა, „რომელიც უპირველესად მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ჭეშმარიტი აღმსარებლობის წინააღმდეგ“.

„მე ვფიქრობდი იმაზე, თუ რა გვაძლევს ძალას რთულ განსაცდელებში. რა თქმა უნდა, სწორედ უფალი გვაძლევს შეწევნას, მაგრამ დახმარებას ის ადამიანების მეშვეობით გვიგზავნის, – განაგრძო მან. – დავით ილიას ძე პაპაჩემის ძმა იყო, მაგრამ მე შევეცადე მისთვის, მისი ცხოვრებისთვის გვერდიდან შემეხედა: რა გააკეთა ამ კაცმა ისეთი, რომ მისი გარდაცვალებიდან 59 წლის შემდეგ, ჩვენ რაღაც გვავალდებულებს ამ დღეს ერთად შეკრებას, ერთად ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბოროტი ძალა ამის წინააღმდეგია? ჩვენ ერთად შევიკრიბეთ თქვენი პირადი წვლილით, მრავალი ადამიანის წვლილით, რომლებსაც ახსოვთ დავით ილიას ძე, და მე არ შემიძლია, არ ჩამოვიდე, რაც არ უნდა მოხდეს, არ შემიძლია, რომ აქ არ ვიყო. ის, რაც ახლა ქ ხდება – ეს მაგალითია მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის“.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ტაძარში მყოფ მორწმუნეებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

ამავე დღეს ანდრია რუბლიოვის სახ. ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში გაიხსნა დ.ი. არსენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი X ყოველწლიური სამეცნიერო სემინარი: „რუსეთი. საქართველლო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილოებას იღებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორის და კაფის ეპისკოპოს პეტრეს შეხვდა

28.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب