მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბუდაპეშტის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ბაჩ…

ბუდაპეშტის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ბაჩის წმინდა მღვდელთმთავარ ირინეოსისა და ბაჩელ მოწამეთა საზეიმო კანონიზაციაში


 

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 03.10.2022. 2 ოქტომბერ ქალაქ ნოვი-სადში (სერბეთი) საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, რომელსაც სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირე უძღვებოდა, შედგა ბაჩის ეპისკოპოს წმინდა მღვდელთმთავარ ირინეოს აღმსარებლისა და წმინდა ბაჩელ მოწამეთა საზეიმო კანონოზაცია.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს თანამწირველობა გაუწიეს აკარის მიტროპოლიტმა ბასილიმ (ანტიოქიის საპატრიარქო), ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია), კერკირის მიტროპოლიტმა ნეკტარიოსმა (ელადის მართლმადიდებელი ეკლესია), მიხაილოვო-კოშიცის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ (ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია), მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიიდან პრესპანო-პელაგონიის მიტროპოლიტმა პეტრემ და დებარსკო-კიჩევის მიტროპოლიტმა ტიმოთემ, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ოხრიდის მთავარეპისკოპოსმა იოანემ, ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა და სხვა მრავალმა იერარქმა

მცირე შესვლაზე დალმატიის ეპისკოპოსმა ნიკოდიმოსმა გაახმოვანა სერბეთის ეკლესიის წმინდა სამღვდელთმთავრო კრების გადაწყვეტილება ბაჩელი მოწამეებისა და ბაჩის ეპისკოპოს ირინეოსის (ჩარიჩი) წმინდანებად შერაცხვის შესახებ. შემდეგ პატრიარქმა პორფირემ ბაჩელ მოწამეთა ტროპარის გალობის ფონზე ხალხს ჯვარი გადასახა ახალშერაცხულ წმინდანთა პატიოსანი ხატით. ასევე ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა (ბულოვიჩი) კათედრაზე თავისი წინამორბედის – წმინდა მღვდელთმთავარ ირინეოსის (ჩირიჩი) ხატით მორწმუნეებს ჯვარი გადასახა.

სახარების წაკითხვის შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ქადაგება წარმოთქვა. მან დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო წმინდა მღვდელთმთავარ ირინეოსისა და ბაჩელი მოწამეების ცხოვრებისეული ღვაწლის შესახებ საკუთარი მოგონებბეიდან: „მე თვითონ ჩურუგში გავიზარდე, სადაც 1941–1942 წლებში რწმენას თავი შესწირეს ჩვენი ერის მოწამეებმა. იმ ადგილებში ყველაფერი მათით, მათი ტანჯვითაა აღბეჭდილი, თუმცა მათი გამარჯვებითაც, რადგან ეს ტანჯვა და მათი ჯვარი ქრისტეს ჯვარი იყო. არასდროს დამავიწყდება ნაუბრები ჩურუგიდან, რომლებშიც მოხუცები მიამბობდნენ, რომ ხალხის წამების შემდეგ, რომლებსაც ნახევრადცოცხლებს მდინარე ტისის ყინულქვეშ აგდებდნენ, ეს მოხუცები წელამდე თოვლში ჩოქვით მიდიოდნენ წმინდა ტაძარში წირვაზე დასაწრებლად ჩურუგი დღსაც არ არის პატარა ქალაქი, იმ წლებში კი კიდევ უფრო დიდი იყო – დაახლოებიბ თორმეტი ათასი მცხოვრები. მოსახლეობის მეოთხედი დაიღუპა. იმავდროულად, იმთაგან ვინც ნათესავი თუ ახლობელი დაკარგა, არასდროს გამიგონია სიძულვილის არცერთი სიტყვა ამ ბოროტების ჩამდენთა მისამართით, – ამას, რა თქმა უნდა, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც ქრისტესნი არ არიან. როდესაც მარტოხელა ბებიებს ვსტუმრობდით, უამრავჯერ გამიგონია მათგან: „შვილო, დაე შეიწყალოს ისინი უფალმა“. განა ეს არ არის, ძმებო და დებო, ქრისტეს ეკლესია?“

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილთ სიტყვით მიმართა ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა. მან გულთბილი მადლობა გადაუხადა ზეიმში მონაწილე სტუმრებს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან, ასევე, სიხარული გამოთქვა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო მართლმადიდებლური აღიარების შესახებ, რომელიც სულ ახლახან შედგა, და ზეიმში მისი იერარქების მონაწილეობის გამო.

***

წმინდა მღვდელთმთავარი ირინეოსი (ერში ივან ჩარიჩი) სრემის კარლოვიცებში დაიბადა 1884 წლის 1 მაისს. 1906 წ. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. შემდეგ ვენაში ფილოსოფიის ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სემიტოლოგიაში. 1908 წლის დასაწყისში აღიკვეცა ხოპოვოს მონასტერში და ხელთადასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ – პროტოდიაკვნად და არქიდიაკვნად. 1919 წლის 5 ივნისს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრებაზე ტიმოკსის ეპარქიის კათედრის მმართველად იქნა გამორჩეული. მალე მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს, ხოლო 15 ივნისს ბელგრადის საკათედრო ტაძარში სერბეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (პავლოვიჩი) სხვა იერარქების თანამსახურებით იგი ეპისკოპოსად აკურთხა.

1921 წლის ბოლოს ეპისკოპოსი ირინეოსი ბაჩის ეპარქიის კათედრაზე გადაიყვანეს. 1927 წელს სერბეთის ეკლესიის დავალებით სუბკარპატების რუსის სამრევლოებში მსახურობდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეკუმენისტურ მოძრაობაში. სწავლობდა სერბულ, ბიზანტიურ, რუსულ და რუმინულ მართლმადიდებლურ საეკლესიო გალობებს. თარგმნიდა ძველბერძნული, ლათინური, ბერძნული, ფრანგული, რუსული, გერმანული და უნგრული ენებიდან. არის ავტორი ძველი აღთქმის რამდენიმე ტექსტისა და მათი კომენტარებისა. სერბეთში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ძველი აღთქმის მეცნიერული კვლევა, მის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სერბულ საღვთისმეტყველომ მეცნიერებაში.

მას შემდეგ, რაც 1941 წლის 8 ივლისს უნგრეთმა მოახდინა ბაჩის ეპარქიის ტერიტორიის ოკუპაცია, იგი გახდა უნგრეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი. ომის დროს დააარსა საეპარქიო საავადმყოფო. მისი შუამდგომლობით 2 800 ბავშვი და ჩილბავშვიანი დედა გათავისუფლდა ქალაქ ნოვი-სადში უგრეთის საკონცენტრაციო ბანაკებიდან ქალაქ შარვართან ახლოს. ომის დამთავრების შემდეგ 17 თვის განმავლობაში ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა „სერბების დაუცველობის“ ბრალდებით. 1946 წელს ფერისცვალების დღესასწაულის ლიტიაზე ეკლესიასთან ახლოს კომუნისტებმა ძლიერად სცემეს. გარდაიცვალა 1955 წლის 5 აპრილს ქალაქ ნოვი-სადში. დაკრძალულია წმინდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის სახ. საკათედრო ტაძრის საძვალეში.

ბაჩელი წმინდა მოწამენი – ესენი არიან სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაჩის ეპარქიის მღვდელმსახურები და ერისკაცები, რომლებიც რწმენისთვის ევნენ 1941-1942 წლებში. მათ რიცხვშია მღვდელმოწამე დიმიტრი ხაჯი-ბოკშანი, ბასილი სტოადინოვიჩი, მილუტინ პეტროვიჩი, სვეტოზარ ვლაშკალიჩი, იოავანე ვისლავსკი, ანჯელკო გრბიჩი, მილოშ კატიჩი, ჩედა ერემკიჩი, გიორგი ჟივანოვი, პავლე კოსტიჩი, ბრანკო ვაკანიანცი, გიორგი პარაბუჩსკი, ალექსანდრე ერდელაიანი, სტევან ივანჩევიჩი, ველკო ზუცაიჩი, მილივოი პოპოვიჩი.

ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის პრეს-სამსახურის, 

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაჩის ეპარქიის პრეს-სამსახურის და 

„მართლმადიდებლური ენციკლოპედიის“ მასალების მიხედვით

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორის და კაფის ეპისკოპოს პეტრეს შეხვდა

28.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب