
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 01.08.2022. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოთქვა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს ტრაგიკული გარდაცვალების გამო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი 2022 წლის 30 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა.
მის უწმინდესობას და უნეტარესობას, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საყვარელო თანამოძმევ და თანამსახურო ღვთის საყდრის წინაშე!
მიიღეთ ჩემი სამძიმარი ყოვლადუსამღვდელოეს სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
დაე, მაცხოვარმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და ცხოვრებამ (ინ. 1:25), მიუტეოს მას ყოველნი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი, და განუსვენოს ახალშესვენებული მღვდელთმთავრის სული თავის მარადიულ სავანეებში.
ძმური სიყვარულით უფალში
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
16.03.2023
24.02.2023