მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სა…

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 13 ოქტომბერს მოსკოვის დანილოვოს სტავროპიგიალური მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადესა და ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქისა და კათოლიკოსის გარეგინ II შეხვედრა გაიმართა. სომხეთისა და აზერბაიჯანის რელიგიური ლიდერები რუსეთის დედაქალაქში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მიწვევით ჩავიდნენ – სამხრეთ კავკასიაში მრავალწლიანი კონფლიქტის შედეგების დარეგულირების გზებზე სამსჯელოდ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაში შედიოდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი); ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ვ.რ. ლეგოიდა; სსკგ-ს რელიგიათაშორისი ურთიერთობების მდივანი მღვდელი დიმიტრი საფონოვი; სსკგ-ს რელიგიათაშორისი ურთიერთობების სამდივნოს თანამშრომელი დიაკონი ილია კაშიცინი.

სომხური სამოციქულო ეკლესიის დელეგაციის წევრებს შორის არიან: საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების გამგე, მთავარეპისკოპოსი ნათანი (ოგანესიანი); ნოვო-ნახიჩევანისა და რუსეთის ეპარქიის მეთაური, რუსეთში საპატრიარქო ეგზარქოსი მთავარეპისკოპოსი ეზრასი (ნერსისიანი); არცახის ეპარქიის მეთაური ეპისკოპოსი ვართანი (აბრაამიანი); საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების გამგე და წმინდა გიორგის სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოარქიმანდრიტი შაგე (ანანიანი); უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრი დოქტორი გევორგ დანიელიანი; უწმინდესი გარეგინის მდივანი დეკანოზი ბაგრამი (მელიქიანი).

კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: კმს-ს (კავკასიის მუსულმანთა სამმართველო) თავმჯდომარის პირველი მოადგილე მუფთი სალმან მუსაევი, კმს-ს თავმჯდომარის მოადგილე რაშად ალიარლი, კმს-ს თავმჯდომარის მოადგილე ფუად ნურულაევი, კმს-ს პროტოკოლის განყოფილების უფროსი რუფატ გასანოვი, კმს-ს განყოფილების უფროსი ზულფუგარ ფარზულაევი.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ყოველთა სომეხთა კათალიკოსსა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს მოსკოვში ჩასვლისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა. „ამით, ჩვენ ჩვენი რელიგიების ჭეშმარიტად სამშვიდობო პოტენციალს ვამოწმებთ“, – აღნიშნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა მრავალწლიანი, სამწუხარო კონფლიქტის შედეგების გადასალახი პრობლემა განვიხილოთ <...>, რომელშიც აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხებია ჩართული, – განაგრძო უწმინდესმა შეხვედრის მონაწილეებისადმი მიმართვისას. – თითქმის 30 წელია ჩვენ, რელიგიური ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი ვართ ჩვენს სამრევლოებზე, ვშრომობთ იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული დაპირისპირება შევამსუბუქოთ. ჩვენ ღმერთისგან მოწოდებულნი ვართ სიყვარულისა და მოწყალების საქადაგებლად, მაშინაც კი, როდესაც ეს რთულად შესასრულებელი გვეჩვენება“.

როგორც პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, ცხოვრების სულიერი სფერო – ადამიანის არსებობის ყველაზე მგრძნობიარე სფეროა. მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც რელიგიით ძალადობას, სისასტიკეს და სისხლისღვრას ამართლებენ.

„ჩვენ მოწოდებულნი ვართ ერთმნიშვნელოვანი ერთობლივი პასუხი გავცეთ რელიგიის ომთან დაკავშირების მცდელობებს. რელიგიური ომები – ეს არის საშინელი, ცოდვილი ფურცელი კაცობრიობის მოდგმის რელიგიურ ისტორიაში. ამ საუკუნეში, მე ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „რელიგიის“ და „ომის“ გაგება ერთ კინტექსტში არ გაერთიანდეს“, – აღნიშნა უწმინდესმა პატრიარქმა.

მისმა უწმინდესობამ მოწოდება გააკეთა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს.

„ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ახალგაზრდა თაობის მომავლისთვის“, – განაცხადა პატრიარქმა კირილემ. – თუ დღეს ჩვენ ჩუმად ვადევნებთ თვალყურს იმას, როგორ მტკიცდება ახალგაზრდებში გაუცხოება, ურთიერთმიმართული პრეტენზიები და სიძულვილიც კი, მაშინ ხვალ ეს სარეველები ფესვებს გაიდგამს და აღმონაცენს მოგვცემს, რომლის ამოძირკვაც შემდეგ ძალიან ძნელი იქნება. ის ძლიერ მცენარეებად განვითარდება, რომლებსაც სულიერი ნიადაგის ნაყოფიერების განადგურება და გარემოსთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ. უპირველეს ყოვლისა, მე მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, ადამიანის სულიერი ცხოვრების სფერო“.

უწმინდესმა მეუფემ დარწმუნებით განაცხადა, რომ „აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების ავტორიტეტს ადამიანების გონებაზე სასარგებლო გავლენის მოხდენა შეუძლიათ, და რომ თავად დღევანდელი შეხვედრის ფაქტი და თქვენ შორის დიალოგი ყველასთვის მაგალითი გახდება“.

„დაე ღმერთმა ჩვენი შრომა დალოცოს და ურთიერთგაგების პოვნაში დაგვეხმაროს, რაც უდავოდ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას განაპირობებს ძველ კავკასიურ მიწაზე, რომელი თქვენთვის ორივესთვის ახლობელი, ძვირფასი, და მშობლიური“, – აღნიშნა დასასრულს თქვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.

სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შედეგების მიხედვით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ განცხადება წაიკითხა, რომელშიც ხაზია გასმული დიალოგისა და საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევის აუცილებლობაზე კონფლიქტის დარეგულირების საქმეში, რომელსაც არ აქვს რელიგიური საფუძველი. „რელიგიური ლიდერები მზად არიან აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხების შერიგებას ხელი შეუწყონ ახლანდელი და მომავალი თაობების სასიკეთოდ და ასაყვავებლად“ – ნათქვამია, კერძოდ, დოკუმენტში.

დასკვნის სახით, მისმა უწმინდესობამ აღნიშნა: „მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ჩემი ძვირფასი ძმებისადმი, რომლებიც სავსენი არიან პასუხისმგებლობით, ვაჟკაცობით, პრინციპულობით. ზუსტად ასეთი პოზიციებიდან გამოდიან ისინი ამ მოლაპარაკებებში და ცდილობენ მყარი და სამართლიანი მშვიდობა დაამყარონ საკუთარი ხალხისა და კავკასიაში მცხოვრები ყველა ხალხის საკეთილდღეოდ იმ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ გარკვეული დაძაბულობაა შენარჩუნებული“.

***

მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქოს სამშვიდობო ძალისხმევას 1988 წელს დაედო საფუძველი. სამი რელიგიური თემის მეთაურთა პირველი სამმხრივი სამშვიდობო შეხვედრა 1993 წლის მაისში შედგა მოსკოვის დანილოვოს მონასტერში. რუსეთისა და ამიერკავკასიის რელიგიური ლიდერების წინა სამმხრივი შეხვედრა რელიგიათშორისი ფორუმების ფარგლებში ჩატარდა 2010 წელს ბაქოში და 2011 წელს ერევანში, ასევე 2017 წელს მოსკოვის დანილოვოს მონასტერში.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური/

ფოტო: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური

გაზიარება:
გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართვით გამოვიდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზეწოლის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით

27.04.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب