მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვში ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონში ჩეხეთის მთავრის წმიდა მოწამე ლუდმილას გარდაცვალების 1100 წლისთავი აღნიშნეს
2021 წლის 29 სექტემბერს, მოსკოვის კოტელნიკის წმინდა ნიკოლოზ მირონლუკიელის სახელობის ტაძარში – ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონი – ჩეხეთის მთავრინა, წმინდა ლუდმილას წამების 1100 წლის იუბილე აღნიშნეს.
საღმრთო ლიტურგია მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველმა ვიკარიუსმა ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა დიონისემ აღავლინა.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თანამსახურებდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელი მორავიჩის ეპისკოპოსი ანტონი, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი არქიმანდრიტი სერაფიმე (შეიმატოვსკი), ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი დეკანოზი დანიელ ანდრეიუკი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი კარლოვი ვარში – წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ ლიშენიუკი, პოკროვის ოლქის კეთილმოწესე დეკანოზი ოლეგ ეგოროვი, არქიმანდრიტი ალექსანდრე (კოტოვი), ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მდივანი მღვდელმონაზონი ალექსანდრე (გალუშკა), ტაძრის კლირიკოსები და მოწვეული სასულიერო პირები. დიაკვნის მსახურებას უძღვებოდა მოსკოვის სოკოლნიკის ქრისტეს აღდგომის ეკლესიის კლირიკოსი, პროტოდიაკონი ვალერი შეგლოვი.
წირვას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში ვიტესლავ პივონკა, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუბომირ რეგაკი, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მრჩეველი მიქაელა კარასოვა, სერბეთის საელჩოს უფროსი მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში სნეჟანა პავლოვიჩი, სვერდლოვის ოლქის საკანონმდებლო საკრებულოს თავმჯდომარე ს. ვ. ბაბუშკინა, საერთაშორისო ფონდის მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის პრეზიდენტი ვ. ა. ალექსეევი, ელისაბედისა და სერგის სახ. საგანმანათლებლო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ვ. გრომოვა და სხვა სტუმრები.
საღმრთო ლიტურგიაზე მოსკოვის ძმები ბახრუშინების თავშესაფართან არსებული ცხოველმყოფელი სამების ტაძრის კლირიკოსის დიაკვნის ალექსანდრე ნაუმოვის მღვდლად კურთხევის ქიროტონია აღესრულა.
წირვის დასასრულს ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა დიონისემ შეკრებილებს ქადაგების სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც წაკითხულ იქნა ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარესი მიტროპოლიტის როსტისლავის მისალმება დღესასწაულის ყველა მონაწილისადმი.
„წმინდა ლუდმილა სულიერი მოდგმის წინაპარი გახდა არა მხოლოდ ჩეხეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. მისი ქრისტესთვის წამება –კეთილუწყების ერთ-ერთი პირველი მარცვალი სლავ ხალხებს შორის – გახდა ქრისტეს ეკლესიის ვენახის ნაწილი“, – აღნიშნულია, კერძოდ, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის წერილში.
შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა ვოსკროსენსკის მიტროპოლიტმა დიონისემ, უნეტარესი მიტროპოლიტის როსტისლავის სახელით, სვერდლოვსკის რაიონის საკანონმდებლო საკრებულოს თავმჯდომარეს ს. ვ. ბაბუშკინას ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდო გადასცა – ჩეხეთის წმინდა მთავრინა ლუდმილას ორდენი.
კოტელნიკის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023