მთავარი გვერდი ახალი ამბები
მოსკოვში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი – „ჩერნიგოვში …

მოსკოვში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი – „ჩერნიგოვში წიგნის პალატა“ გაიხსნა


2021 წლის 30 სექტემბერს მოსკოვში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის – „ჩერნიგოვში წიგნის პალატა“ – გახსნა შედგა. ცენტრი მოსკოვში ჩერნიგოვის საპატრიარქო მეტოქიონის ერთ-ერთ რესტავრირებულ შენობაში განთავსდა.

ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ზოგადსაეკლესიო ასპირატურისა და დოქტორანტურის ცხოვრებაში, რომელიც მეტოქიონის კედლებშია განთავსებული. „ჩერნიგოვში წიგნის პალატის“ სცენაზე რეგულარულად ჩატარდება ახალი წიგნების პრეზენტაციები, თემატური მრგვალი მაგიდები, სემინარები, გამოფენები, კონცერტები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება ძველ და თანამედროვე ქრისტიანულ ინტელექტუალურ კულტურას. ცენტრის სტუმრებს მრავალფეროვან სულიერ ლიტერატურას სთავაზობენ, მათ შორისაა: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესა და სხვა თანამედროვე მართლმადიდებელი ავტორების ნაწარმოებები; წმინდა მამათა შემოქმედება; ლიტერატურა ღვთისმეტყველების შესახებ, ბიბლეისტიკა, პატროლოგია, საეკლესიო ისტორია; სასწავლო სახელმძღვანელოები სასულიერო სასწავლებლებისათვის; საგანმანათლებლო და პოპულარული ლიტერატურა.

კულტურული ცენტრის „ჩერნიგოვში წიგნის პალატის“ გახსნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, წმინდათა კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირატურისა და დოქტორანტურის რექტორის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ილარიონის, მაღალიერარქებისა და კლირიკოსების, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლების, კულტურის, მეცნიერების და წიგნის ინდუსტრიის წამყვან მოღვაწეთა მონაწილეობით შედგა.

ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილე ზელენოგრადის ეპისკოპოსი საბა; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მღვდელმონაზონი მაკარი (კომოგოროვი); რუსეთის წიგნის პალატის დირექტორი ე. ბ. ნოგინა; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის რუსეთის აკადემიის რექტორი ვ. ა. მაუ; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის რექტორი ა. ვ. იაკოვენკო; რუსეთის სახელმწიფო საჯარო ისტორიული ბიბლიოთეკის დირექტორი მ. დ. აფანასიევი; რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტი ო. იუ. ვასილიევა; პალესტინის საიმპერატორო მართლმადიდებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე გ. ვ. ვერენიჩი; ტელეარხის „Спас“-ის გენერალური დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ბ. ვ. კორჩევნიკოვი.

მიტროპოლიტმა ილარიონმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ შენობა, რომელშიც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია განთავსებული ­– ჩერნიგოვის საპატრიარქო მეტოქიონის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი ნაგებობაა, რომელიც კომპლექსურ რესტავრაციას დაექვემდებარა. მანამდე რესატავრირებულ იქნა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის მთავარი სასწავლო კორპუსი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთისა და წმინდა ჩერნიგოველი მოწამეების სახელობის ეკლესიები, სამრეკლო. რემონტი დასასრულს უახლოვდება შენობაში, სადაც ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის უცხოელი სტუდენტებისთვის ლინგვისტური ცენტრი განთავსდება.

შემდეგ მეუფე ილარიონმა აღნიშნა: „ბევრი საუბრობს, რომ ადამიანებმა ქაღალდის წიგნების კითხვა შეწყვიტეს, ისინი მხოლოდ აუდიო წიგნებს უსმენენ ან ელექტრონულ წიგნებს კითხულობენ. და ეს მართალიცაა, მაგრამ ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ქაღალდის წიგნებზე მოთხოვნა გრძელდება“. მან ასევე ისაუბრა „ჩერნიგოვში წიგნის პალატის“ ამოცანებზე, გამომცემლობა „პოზნანიეს" [„Познание“ - შემეცნება] სამუშაოზე და, კერძოდ, სასულიერო სასწავლებლებისა და საღვთისმეტყველო კათედრების სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების კორპუსის მომზადების მიმდინარეობაზე.

ე. ბ. ნოგინამ აღნიშნა, რომ დღეს ინტელექტუალურ საზოგადოებას არ ჰყოფნის სასულიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. მან გასული წლის სტატისტიკა მოიყვანა: რეგისტრირებული გამოცემების მთლიანი მოცულობიდან ლიტერატურის მხოლოდ 12% და პერიოდული გამოცემების 11% მიეკუთვნება სასულიერო და საგანმანათლებლო მიმართულებას. რუსეთის წიგნის პალატის დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას.

მ. აფანასიევის თქმით, კულტურის ცენტრის გახსნა – „დიდი მოვლენაა, რომელიც სცილდება წიგნისა და კულტურის საქმიანობის ფარგლებს“. რუსეთის სახელმწიფო ისტორიული საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა აღნიშნა, რომ „ჩერნიგოვში წიგნის პალატა“ შეიძლება გახდეს პლატფორმა, სადაც ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეხვედრა და ფართო სპექტრის საკითხების ღიად განხილვა, ისე რომ კონფლიქტში არ შევიდნენ. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს არის ადგილი, რომელიც შეხვედრების სწორ კონტექსტს აყალიბებს, და მისი განვითარების იმედი გამოთქვა.

შეხვედრის სტუმრებმა თავიანთ გამოსვლებში მოსკოვის გულში ამ კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრის შექმნის პერსპექტივა და მნიშვნელობა აღნიშნეს.

ა. ბ. იაკოვენკოს მოსაზრებით, ჩერნიგოვის მეტოქიონის კულტურული ცენტრი უნდა იქცეს ელჩებისა და დიპლომატებისთვის აუცილებელ სანახავ ადგილად, რომლებსაც შეეძლებათ, ამ „ცოდნის საგანძურს“ შეეხონ.

ახალი ადგილის გახსნისთვის, სადაც წიგნების განხილვა და ცოდნის გაცვლაა შესაძლებელი, ვ. ა. მაუმ მადლიერება გამოხატა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მიტროპოლიტ ილარიონისადმი.

ზელენოგრადის ეპისკოპოსმა საბამ იმედი გამოთქვა, რომ „ჩერნიგოვში წიგნის პალატა“ იქცევა არა მხოლოდ ლიტერატურის განსახილველ, არამედ თანამოაზრე ადამიანების შესახვედრ ადგილად.

ო. ი. ვასილიევამ თავისი თხოვნა და სურვილი გააჟღერა, რომ „ჩერნიგოვში წიგნის პალატამ“ თვეში ერთი დღე გამოყოს საბავშვო და ახალგაზრდული ღონისძიებების ჩასატარებლად, ხოლო გ. ვ. ვერენიჩმა მიტროპლიტ ილარიონს პალესტინის საიმპერატორო მართლმადიდებელი საზოგადოების თავმჯდომარის სერგი ვადიმის ძე სტეპაშინის შეთავაზება გადასცა „წიგნის პალატის“ კედლებში საზოგადოების 140 წლის საიუბილეო დღესასწაულის ჩასატარებლად.

ღონისძიების დასასრულს, მიტროპოლიტმა ილარიონმა სტუმრებისთვის კულტურის ცენტრში ექსკურია ჩაატარა და ასევე სამახსოვრო საჩუქრები გადასცა –თავისი წიგნი „ჩვენი დღეების წმინდანები“, რომელიც ეძღვნება ექვს თანამედროვე მოღვაწეს, რომლებსაც მეუფე პირადად იცნობდა.

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ჩერნიგოვში წიგნის პალატა“ მდებარეობს შემდეგ მისამართზე: მოსკოვი, ჩერნიგოვის შესახვევი, სახლი 6/1, შენობა 3 (წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების ტაძრის ტერიტორია).

აქტუალური ინფორმაცია „ჩერნიგოვში წიგნის პალატისა“ და მასში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ წარმოდგენილი იქნება სოციალურ ქსელებში:

Facebook: @chernigovchamber

ВКонтакте: @chernigovchamber

Instagram: @bookchamber77

ზოგადსაეკლესიო

ასპირანტურისა და დოქტურანტურის

პრესს-სამსახური/

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب