მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სსკგ-ს თავმჯდომარესა და მ…

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სსკგ-ს თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს საეკლესიო ჯილდოები გადასცა


2021 წლის 27 სექტემბერს, უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; მს-ს სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე კლინის მთავარეპისკოპოსი ლეონიდე; ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის მეკლიტური დეკანოზი მიქაელ რიაზანცევი; მს-ს სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; მს-ს სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი); უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი); ქალაქ მოსკოვის სასულიერო პირები.

ლიტურგიის დასასრულს უწმინდესმა მეუფემ, მისმა თანამსახურმა იერარქებმა და სასულიერო პირებმა ჯვრის სადიდებელი შეასრულეს და თაყვანი სცეს უფლის ჯვარს.

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა მორწმუნეებს პირველმღვდელთმთავრული სიტყვით მიმართა.

შემდეგ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საეკლესიო ჯილდოები გადასცა:

·       სამწყემსმთავრო გულმოდგინე შრომისა და წმინდა ეკლესიის სასიკეთოდ გაწეული ღვაწლის გათვალისწინებით და მისი 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მს-ს სსკგ-ს თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი, ღირსი სერგი რადონეჟელის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა;

·       სამწყემსმთავრო გულმოდგინე შრომისა და წმინდა ეკლესიის სასიკეთოდ გაწეული ღვაწლის გათვალისწინებით, მს-ს სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე კლინის მთავარეპისკოპოსი ლეონიდე, ღირსი სერგი რადონეჟელის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა;

·       წმინდა ეკლესიის სასიკეთოდ გაწეული შრომის გათვალისწინებით, მს-ს სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი ღირსი სერაფიმე საროველია II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

·       წმინდა ეკლესიის სასიკეთოდ გაწეული შრომის გათვალისწინებით, მს-ს სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი) ღირსი სერაფიმე საროველის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

მიულოცა რა მიტროპოლიტ ილარიონს და საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ყველა თანამშრომელს საიუბილეო თარიღი, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ განყოფილებაში თავისი მუშაობის დრო გაიხსენა, რომელთანაც იგი დაკავშირებული იყო 1968 წლიდან: „მე ვიყავი მიტროპოლიტ ნიკოდიმის მდივანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილებას, როგორც მაშინ ამ დაწესებულებას ეწოდებოდა ხრუშჩოვისა და ხრუშჩოვის შემდგომი დევნის უმძიმეს წლებში. შიგნიდან ვხედავდი, თუ რა უზარმაზარ ძალას მოითხოვდა ეს სამუშაო, რა ძლიერ რწმენასა და ვაჟკაცობას, რადგან ბევრი რამ რასაც განყოფილების თანამშრომლები აკეთებდნენ, ქვეყნის იმ საერთო დინების საპირისპირო იყო, რომელიც მიმართული იყო რელიგიური ცხოვრების დასუსტებისკენ და საბოლოოდ მისი სრული დემონტაჟისკენ“.

პატრიარქ კირილეს სიტყვებით, იმ დროს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება „ჩვენი ეკლესიის არსებობისათვის ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე იდგა“. ამ დაწესებულების წიაღში ბრძნული და თანმიმდევრული მუშაობა წარმოებდა, რათა დევნა შეეჩერებინა, ისინი არაეფექტური გაეხადა, ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ „შეეწყვიტა მორწმუნე ხალხის დისკრიმინაციის მანკიერი პრაქტიკა“.

„ეს იყო ერთადერთი დაწესებულება ჩვენს ეკლესიაში, რომელიც საეკლესიო-სახელმწიფო ურთიერთობების გზაჯვარედინზე იცავდა ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას“, – აღნიშნა უწმინდესმა მეუფემ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ასევე გაიხსენა, რომ ის იგი თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას. ეს იყო სახელმწიფო წყობის შეცვლის დრო, დრო, როდესაც ეკონომიკა იშლებოდა. განყოფილების ხელმძღვანელობა, ერთი მხრივ, ყველა ძალას იყენებდა იმისათვის, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკურ პირობებში დაწესებულება შეენარჩუნებინა, ხოლო მეორე მხრივ, ექცია ის უნარის მქონედ და იმ ამოცანების გადჭრისაკენ მიმართულად, რომლებიც ეკლესიაში წარმოიქმნებოდა. „ეკლესია შიგნიდან ცდილობდა გავლენა მოეხდინა ხალხზე, რათა შენარჩუნებულიყო მისი სული, მართლმადიდებლური რწმენა, სამშობლოს სიყვარული“, – დაამოწმა პატრიარქმა კირილემ.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ დღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების წინაშე უმნიშვნელოვანეს ამოცანათა შორის დგას „სამუშაო მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული განხეთქილებების დასაძლევად, რომლებიც წარმოქმნილია კონსტანტინეპოლის პატრიარქის უკანონო, ანტიკანონიკური და <...> უგუნური შეჭრით უკრაინაში“.

„ვიმედოვნებ, რომ მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი ილარიონი, მეუფე ლეონიდე, მამა ნიკოლოზი, მამა ფილარეტი და საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას მთელი კოლექტივი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილება დაიძლიოს, და ერთხელაც ჩვენ ამ ტაძარში შევძლოთ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან აღვასრულოთ საღვთო ლიტურგია და ერთი ბარძიმიდან ვეზიაროთ. გვჯერა, რომ ოდესმე ეს მოხდება. მაგრამ იმისათვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, როგორც ვამბობთ, სანამ არის დღე იგი ცხორებისაჲ, ამისათვის საჭიროა, ყველამ ერთად ვილოცოთ. მთლიანი ეკლესია უნდა ლოცულობდეს განყოფის დასაძლევად, ხოლო ამ ველზე უნდა იშრომონ ამ საქმეზე განწესებულმა ძმებმა და დებმა, რომლებიც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში მუშაობენ, – თქვა დასასრულს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა და განყოფილების ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებზე ღვთის კურთხევა გამოითხოვა.

ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების სახელით მიტროპოლიტმა ილარიონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს მადლობა მოახსენა:

„თქვენო უწმინდესობავ!

ნება მომეცით, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელობისა და ყველა თანამშრომლის სახელით, რომელთაც ჯერ კიდევ ზაფხულში თქვენი სახელით მიენიჭათ მაღალი ჯილდოები, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ პირველმღვდელთმთავრული ყურადღებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ ჩვენი განყოფილების მუშაობის მიმართ.

ნამდვილად, ეს სამსახური ადვილი არ არის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დაკავშირებულია დიდ სიხარულთან ან სიამოვნებასთან, მაშინ ის ძლიერ ცდება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამუშაო დაკავშირებულია უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან, რადგან ნებისმიერი შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს. და პასუხისმგებლობას, თქვენო უწმინდესობავ, რომელიც თქვენგან და წმინდა სინოდისგან დაგვეკისრა, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენს საქმიანობაში.

მაგრამ ყველაფერი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე. როდესაც ტაიფუნი მოდის, როდესაც ის სახურავებს ხდის, ანგრევს სახლებს, მაშინ ხალხს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა მისი ლოდინისა, შემდეგ კი ცდილობენ დანგრეული შეაკეთონ და აღადგინონ. სამწუხაროდ, უბედურებამ რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაზე მოიწია, უზარმაზარი ზიანი დაატეხა როგორც ცალკეულ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს, ისე მართლმადიდებელთაშორის ერთობას. მაგრამ ჩვენ მადლიერებით ვიღებთ იმ ფაქტს, რომ ეს ტაიფუნი პირდაპირ არ შეეხო ჩვენს წმინდა ეკლესიას, რომელიც დარჩა ერთიანი, ურყევი, და რომ ჩვენი ეკლესიის ეპისკოპატი, სასულიერო პირები, მონაზვნები, მორწმუნე ერი – რუსეთშიც, უკრაინაშიც, ბელარუსშიც, მოლდოვაშიც და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სივრცის სხვა ტერიტორიებზე – გრძნობენ თავიანთ ერთობას და მზად არიან ამისთვის იბრძოლონ.

ხოლო მათთვის, ვინც განხეთქილებაში აღმოჩნდა, ჩვენ ვლოცულობთ იმ იმედით, რომ ისინი გააცნობიერებენ საკუთარი ქმედებების უგუნურებას, დაბრუნდებიან კანონიკურ გზაზე და მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობა აღდგება.

როგორც თქვენ არაერთხელ გაიხსენეთ, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა როგორ გავყვეთ ეკლესიის კანონიკურ გარდამოცემას და დავიცვათ ის, მიუხედავად ყველა ქარისა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან ქრის.

დარწმუნებული იყავით, თქვენო უწმინდესობავ, რომ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება, თქვენი პირველმღვდელთმთავრული ხელმძღვანელობით, განაგრძობს მომავალში დაგეხმაროთ თქვენი პირველმღვდელთმთავრის ჯვრის ტარებაში, იმ საკითხებში, რომლებიც საგარეო კავშირებს ეხება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ მართლმადიდებელთაშორისი კავშირების სფეროსთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ისინი ასევე ეხება ურთიერთობებსა და კავშირებს უცხოდმადიდებელ სამყაროსთან, სხვა რელიგიურ ტრადიციებთან, უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებთან.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ თითქმის თანატოლი ხართ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებისა. თქვენ მასზე მხოლოდ ნახევარი წლით უმცროსი ხართ. ჩვენ ამაშიც ვხედავთ ღვთის განსაკუთრებულ განგებას, რადგან, მართლაც, თქვენი მთელი ცხოვრება დაკავშირებულია საგარეო საეკლესიო კავშირების სფეროსთან. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, თქვენ ამ გზას შეუდექით, და თითქმის ოცი წლის განმავლობაში მეთაურობდით საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას. მაგრამ ახლაც არ ტოვებთ ამ სფეროს თქვენი პირველმღვდელთმთავრული ყურადღებით, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.

მე ვისურვებდი, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმ ჯილდოსთვის, რომელიც გადმოგვეცა ჩვენ და საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებს, და თქვენს უწმინდესობას ვუსურვო პირველმღვდელთმთავრული მსახურების მრავალი და კეთილი წლები“.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პრესს-სამსახურის ფოტოები

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა დაცვისა და მხარდაჭერის ფონდის სამეურვეო საბჭოს სხდომაში

30.11.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორის და კაფის ეპისკოპოს პეტრეს შეხვდა

28.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب