მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეორე სამუშაო დღე დაიწყო
2021 წლის 24 სექტემბერს, მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალური რეზიდენციის სატახტო დარბაზში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაგრძელდა.
სამუშაოს დაწყების წინ უწმიდესი პატრიარქი შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა.
წმინდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონოფრე; კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტი ვლადიმერი; ყაზახეთის რესპუბლიკაში სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე; ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრენსკის მიტროპოლიტი დიონისე.
შეხვედრას ესწრებიან დროებითი წევრები: ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი; ვოლგოგრადისა და კამიშინსკის მიტროპოლიტი თეოდორე; ჩელიაბინსკისა და მიასის მიტროპოლიტი ალექსი; სამხრეთ სახალინისა და კურილიის მთავარეპისკოპოსი ნიკანორი; ლისკოვსკისა და ლუკოიანოვსკის ეპისკოპოსი სილუანე.
სინოდის ჟურნალი სხდომების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრესს-სამსახური/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023