მთავარი გვერდი ახალი ამბები
ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი: სერბეთის პატრიარქი პორფირ…

ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი: სერბეთის პატრიარქი პორფირე – ჩვენი დროის ნამდვილი მწყემსია


ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტ იოანიკეს დადგინების შესახებ, რომელიც, მიუხედავად შემოსული მუქარებისა, სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ ცეტინის მონასტერში აღასრულა, თავისი მოსაზრებები გააზიარა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

2021 წლის 5 სექტემბერს, ჩერნოგორიაში, ცეტინის მონასტერში, ჩერნოგორიისა და პრიმორსკის სამიტროპოლიტოს ახლადარჩეული მეთაურის, მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია შესრულდა.

ინტრონიზაცია, რომელიც უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა, ბოლო მომენტამდე ჩაშლის საფრთხის ქვეშ იდგა. წინა საღამოს რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ, რომლებიც თავს ჩერნოგორიის „პატრიოტებს“ უწოდებდნენ, მონასტრის შესასვლელი ჩაკეტეს და პირობა დადეს, რომ ცეტინეში საზეიმო ღვთისმსახურებას ჩაშლიდნენ. მართლაც, დილით, ინტრონიზაციის დღეს, „პატრიოტებმა“ და „ნაციონალისტებმა“ სამართალდამცავებთან შეტაკებები დაიწყეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა, ხოლო მასობრივი არეულობების მთავარი ორგანიზატორები დააპატიმრეს.

მიზანი, რომელიც პროტესტანტების წინაშე იდგა, ის იყო, რომ მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია არ დაეშვათ სწორედ ცეტინეს მონასტერში, ­ ჩერნოგორიის მთავარ სიწმინდეში. ეს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ უწესრიგობის იდეოლოგების მთავარი მიზანი გამოეხატათ, რომლის თანახმადაც ჩერნოგორიის ხალხი მეუფე იოანიკეს მხარს არ უჭერდა, რადგან ის თითქოს „დიდი სერბული ნაციონალიზმის“ მომხრეა. შესაძლოა, ცეტინში ინტრონიზაციის ჩატარების არ დაშვებით და პოდგორიცაში მისი იძულებით ჩატარებით, „ნაციონალისტები“ მოგვიანებით განაცხადებდნენ, რომ ის არალეგიტიმურია.

ცეტინეში დაძაბულმა სიტუაციამ განაპირობა ის, რომ სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალიერარქები იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ პოდგორიცაში, სადაც ჩაატარეს ერთობლივი ღვთისმსახურება. ხელისუფლების წარმომადგენლები სერბეთის პატრიარქ პორფირეს არწმუნებდნენ, რომ პოდგორიცა – ეს არის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც მისი უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა. რადგან მომიტინგეები მტრულად იყვნენ განწყობილნი, მათგან მოსალოდნელი იყო რადიკალური ნაბიჯები, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას. სახელმწიფო ხელმძღვანელობისა და სამართალდამცავი ორგანოების არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ამიტომ თუკი პატრიარქი პორფირე მათ მიიღებდა, მაშინ მის გადაწყვეტილებას არავინ გასნჯიდა.

მაგრამ რაციონალური მიზეზი იმისა, რომ ცეტინეში არ წასულიყო, მთლიანად განადგურდა ერთი კონტრარგუმენტით: მონასტერი – ეს სერბეთის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორია, და ჩერნოგორიის მიტროპოლიტების ინტრონიზაცია ყოველთვის მისი სავანის კედლებში ტარდებოდა. მითუმეტეს ცეტინეშიც, ბუდვაშიც, ულცინშიც და პოდგორიცაშიც – სერბი პატრიარქის სამწყსოა. ხოლო ნამდვილი მწყემსი თავისი სამწყსოსგან არასდროს გარბის. პირიქით, მან „სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“( იოანე 10:11). სწორედ ასე მოიქცა პატრიარქი პორფირეც: მიუხედავად საფრთხისა, მან გადაწყვიტა, რომ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც მას ელოდნენ და აქვს უფლება აღასრულოს ის, რაც მისი მოვალეობაა ღმრთისა და ღმრთის ერის წინაშე. ამიტომ, სერბეთის პატრიარქი მაინც ჩავიდა ცეტინეს მონასტერში, სადაც საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომლის დროსაც მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია შედგა.

დიახ, პატრიარქს იცავდნენ სამხედროები, მას ფარავდნენ სპეციალური ფარებით, რომელთაც შეეძლოთ იგი სნაიპერის ტყვიებისგან დაეცვათ. ამიტომ, ვინმე იტყვის, რომ პატრიარქის მოქმედება არც თუ ისე გმირულია. თუმცა, ეს ასე არ არის.

უპირველეს ყოვლისა, ეჭვს გარეშეა, რომ სერბეთის ეკლესიის წინამძღვარი ცეტინეში ნებისმიერ შემთხვევაში წავიდოდა, თუნდაც იქ სამართალდამცავები არ ყოფილიყვნენ. პატრიარქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა – ეს სახელმწიფო ინიციატივაა, და არა მისი პირადი.

მეორეც, პატრიარქის ჩასვლის ვიდეოში ნათლად სჩანს, რომ ის არაფერს და არავის არ ემალება. მას არ ეშინია, არამედ უბრალოდ მიდის იქ, სადაც უნდა წავიდეს. მისი საქციელი – მაგალითია მიბაძვისთვის. მართლაც, ჩვენს ცხოვრებაში ხშირად არის შემთხვევები, როდესაც გვჭირდება არჩევანის გაკეთება: დავემორჩილოთ გარემოებებს და დავნებდეთ, თუ შევასრულოთ ჩვენი მისია, მიუხედავად ყველაფრისა?

პატრიარქ პორფირეს საქციელმა ნათლად აჩვენა, რომ ის ნამდვილი მწყემსია თავისი სამწყსოსთვის. ჩერნოგორიის თითოეულმა მკვიდრმა დაინახა, რომ სერბეთის ეკლესიის წინამძღვარი საკუთარ თავზე არ დარდობს, პირადი ინტერესებით არ მოქმედებს, არამედ ეკლესიაზე ზრუნავს და პირველ ადგილზე სახარებას აყენებს.

ცხადია, რომ მიტროპოლიტი იოანიკეს ინტრონიზაცია – ეს არის ეკლესიის ჭეშმარიტების კიდევ ერთი მტკიცებულება და ამქვეყნიურ ძალებზე ქრისტეს გამარჯვების ნათელი მაგალითი. ჩვენ გულწრფელად გვიხარია, რომ უფალმა თავის მიწიერ ეკლესიას კიდევ ერთი ჭეშმარიტი მწყემსი მომადლა ­– პატრიარქი პორფირე, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავაც იქნება შთამაგონებელი მაგალითი მილიონობით მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის!

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب