მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: კონსტანტინეპოლი ხელყოფს სხვის საკ…

მიტროპოლიტი ილარიონი: კონსტანტინეპოლი ხელყოფს სხვის საკუთრებას

უნგრეთში ვიზიტის დროს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის საკათედრო ტაძარი – მიძინების ტაძარი ბუდაპეშტში – „კომუნისტური რეჟიმის მწუხარე და ბურუსიან დღეებში, ბნელი და მზაკვარი მაქინაციებითა და საბჭოთა ხელისუფლების გაუსაძლისი წნეხით, ძალადობრივად იქნა მიტაცებული, და სრულიად უკანონოდ და არაკანონიკურად – მოსკოვის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებული, რომელიც დღემდე განაგრძობს მკრეხელურად მის ფლობას“. რია-ნოვოსტის თხოვნით, ამ განცხადებას კომენტარი გაუკეთა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა და გვიამბო ტაძრის წარსულისა და დღევანდელის შესახებ.

 – მეუფევ, ახლახან თქვენ სტუმრობდით ბუდაპეშტს, სადაც სიტყვით გამოხვედით ევქარისტული კონგრესის გახსნაზე. თქვენს შემდეგ კი იმავე კონგრესზე აღმოჩნდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი. ლიტურგიის შემდგომ ქადაგებაში, რომელიც მან კათოლიკურ ტაძარში აღასრულა, ახსენა მოსკოვის საპატრიარქოს ბუდაპეშტის მიძინების ტაძრის „მიტაცება“. რა კომენტარს გააკეთებდით ამ სიტყვებზე?

– მიძინების ტაძარი ბუდაპეშტში არასდოს ყოფილა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საკუთრებაში. ის აიგო XVIII ს. ბოლოს იმ სამრევლოს მიერ, რომელსაც უმეტესად ბერძნები და ვლახები შეადგენდნენ. ღთვთისმსახურებები მასში ბერძნულ ენაზე ტარდებოდა. მაგრამ შედიოდა ის არა კონსტანტინეპოლს საპატრიარქოს იურისდიაქიაში, რომელიც ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე აკრძალული იყო, არამედ – დამოუკიდებელი კარლოვაცკის სამიტროპოლიტიში, რომელიც შემდგომში გაერთიანებული სერბეთის ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა. მართალია, ХХ ს-ს 20-იან წლებში კონსტანტინეპოლი შეეცადა უნგრეთში შეექმნა თავისი საეგზარქოსო, მაგრამ ის მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. თვით უნგრეთში ამ საეგზარქოსოს არანაირი კვალი არ იძებნება, არანაირი ნორმატიული ბაზა მისთვის უნგრულ კანომდებლობაში არ შექმნილა.

1945 წლიდან ტაძრის სამრევლოს წარმომდგენლები არაერთხელ მიმართავდნენ მოსკოვისა და სრულად რუსეთის პატრიარქ ალექსი I-ს თხოვნით, მიეღო სამრევლო მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. 1949 წელს შეიქმნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უნგრეთის საბლაღაჩინო (საკეთილმოწესეო), ხოლო, 1950 წელს მიძინების ტაძარი და კიდევ რამდენიმე სამრევლო, სადაც ღვთისმსახურება უნგრულად ტარდებოდა, შევიდნენ მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში. ამგვარად, მოხდა საეკლესიო იურისდიქცის შეცვლა, სამრევლო კი იგივე დარჩა. თანაც რუსეთის ეკლესიის წიაღში ამ სამრევლოების მიღებასთან დაკავშირებით წერილების გაცვლა ხდებოდა არა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან, რომელთანაც ამ სამრევლოებს არასოდეს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, არამედ სერბეთის ეკლესიასთან.

2000 წლების დასაწყისში, კონსტანტინეპოლმა პრეტენზია განაცხადა მიძინების ტაძარზე და სასამართლოში ისკი შეიტანა. სამივე სასამართლო ინსტანცია იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მე უნგეთის ეპარქიას ვმართავდი; და სამივე ინსტანცია მოვიგეთ – ჯერ ბუდაპეშტის საქალაქო სასამრთლო, შემდეგ სააპელაციო სასამართლო და ბოლოს – უმაღლესი სასამართლო. ჩვენ შევძელით დაბეჯითებით დაგვერწმუნებინა, რომ მიძინების ტაძრის ახლანდელი სარევლო ბერძნების, უგრელებისა და სხვა ეროვნების წარმომადგენლების შემადგენლობით, არის თავდაპირველი სამრევლოს პირდაპირი უფლებამემკივდრე. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ტაძრის კლირში დღემდე მსახურობენ მისი პირველდამაარსებელთა პირდაპირი შთამომავ;ლები.

ამიტომ კონსტანტინეპოლის პატრარქს შეუძლია , როგორიც ნებავს ,ისეთი პრეტენზიები განაცხადოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სასამრთლო წესით უკვე სამჯერ და საბოლოოდ დამტკიცებულია, რომ ამ პრეტენიებს არავითარი საფუძველი არ გააჩნია. მოსეს რჯულის მეათა მცნება ამბოს: „არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა“ (გამოს. 20:17). დროული იქნებოდა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისთვის ამ მცნების შეხსენება. როდესაც ასეთ იდეებს ხმამაღლა გამოთქვამს, ის ამით სხვის საკუთრებას ხელყოფს, რომლის პირველფლობელიც სასამრთლოს მიერაა განსაზღვრული. გარდა ყველაფრისა, ამით იგი ეჭვქვეშ აყენებს უნგრეთის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებათა უფლებამოსილებას.

უნგრეთის სახელმწიფო ძალიამ ბრძნულად მოიქცა, როდესაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საჩუქრად გადასცა ტერიტორია და შენობების კომპლექსი ტაძრის ასაშენებლად (პატრიარქმა ბართლომეოსმა აკურთხა უკვე ტაძრის საძირკველი). თითქოსდა, კიდევ რა უნდა უნდოდეს? მაგრამ – არა, თურმე ეს საკმარისი არ არის. უშუალოდ მჩუქნებელთა თანდასწრებით პატრიარქი ბართლომეოსი ახმოვანებს თავის პრეტენზიას კიდევ იმ სატაძრო შენობაზე, რომელიც კონსტანტინეპოლის არასდროს ყოფილა.

უნგრეთის სახელმწიფო საერთოდ დიდი ყურადღებით ეკიდება ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებს, ასუბსიდირებს მათ საქმიანობას. მიძინების ტაძარში საემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ხორცილლდება უნგრეთის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით.

როდესაც 2003 წელს ბუდაპეშტში ჩავედი, პირველი, რაც დავინახე, ჩვენი მიძინების ტაძარი იყო ერთი შპილით. მე ამიხსნეს, რომ მეორე შპილი ბომბმა იმსხვერპლა მეორე მსოფლიო ომის დროს. მაშინვე დავისახე ჩემ წინაშე ამოცანა: აღმედგინა ეს შპილი. უნდა ითქვას, რომ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში მართლმადიდებლური ტაძრები გარეგნურლად არფრით განსხვავდებოდნენ კათოლიკურებისგან. მხოლოდ ტაძარში შესული, როდეაც კანკელს დაინახავ, მიხვდები, რომ მართლმადიდებლური ტაძარია. გარედან გუმბათები კი არა, შპილები ჩანს და აი, ერთ-ერთი შპილი აკლდა.

რამდენიმე წელი დასჭირდა სასამართლო გარჩევებს, ხოლო როცა დასრულდა, ჩვენ კომპანია „ლუკოილის“ დახმარებით შევძელით აგვეშენებინა ქვის პოსტამენტი მეორე შპილის ქვეშ. შემდგომი სამუშაოები განხორციელდა უკვე უნგრეთის კათედრაზე ჩემი მემკვიდრეების მიერ. დაკარგული შპილი სრულიად იქნა აღდგენილი, გარედან მთელი რემონტი დავასრულეთ და ახლა შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. ეს ძალიან მასშტაბური სარესტავრაციო პროექტია. მისი დასრულების შემდეგ, იმედია, ტაძარი მრევლის წინაშე მთელი თავისი მშვენიერებით წარმოსდგება.


გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით

06.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

პატრიარქ კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2023

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარული სხდომა

25.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე საშობაო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა

05.01.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით

04.01.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ ფილარეტს (ბულეკოვი) 55 წლის იუბილე მიულოცა

16.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

შედგა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ განახლებული სარედაქციო საბჭოს პირველი სხდომა

28.12.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب