მოსკოვის საპატრიარქო
გამოირჩა აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის ახალი პატრიარქი
2021 წლის 8 სექტემბერს, ასურეთის კათოლიკოს-პატრიარქების რეზიდენციაში ერბილში (ქურთების ავტონომიური ოლქი, ერაყი), სინოდის საგანგებო სხდომაზე, მისი მდივანი, კალიფორნიის ეპისკოპოსი მარ ავა როიელი აირჩიეს აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის ახალ, 122-ე წინამძღვრად. მისმა წინამორბედმა, კათოლიკოს-პატრიარქმა მარ გევარგის III თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განსვენებაზე [პენსიაზე] გასვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
ინტრონიზაცია ერბილში 13 სექტემბერს შედგება.
***
აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი მარ ავა (საერო სახელი - დავით (დევიდ) როიელი) დაიბადა 1975 წლის 4 ივლისს ჩიკაგოში, ასურელი ემიგრანტების ოჯახში.
1992 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მარ დინჰი IV მას დიაკვნად დაასხა ხელნი.
1997 წელს მომავალმა პატრიარქმა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო ჩიკაგოს ეგნატე ლოიოლას უნივერსიტეტში, 1999 წელს – თეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მანდელინის წმინდა მარიამის უნივერსიტეტში (აშშ).
2001 წელს ის რომის პაპის აღმოსავლეთის ეკლესიების ინსტიტუტში ლიცენზიანტი გახდა, 2007 წელს იქვე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.
2006 წელს ის ხელთდასხმულ იქნა მღვდლად ქორეპისკოპოსის ხარისხით (რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დეკანოზის წოდებას შეესაბამება), ხოლო 2008 წელს არქიდიაკონის ხარისხში ამაღლდა (შეესაბამება პროტოპრესვიტერის წოდებას).
2008 წელს ხელნი დაასხეს ეპისკოპოსად და დაინიშნა კალიფორნიის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავრად.
2015 წლიდან ის იყო სინოდის მდივანი, ასევე აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის ეკლესიათაშორისი ურთიერთობებისა და განათლების განვითარების კომისიის თავმჯდომარე, 2016 წლიდან – რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიას შორის დიალოგის კომისიის თანათავმჯდომარე.
რამდენჯერმე ეწვია რუსეთს, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქ მარ დინჰი IV-ის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ვიზიტის დროს (2014 წლის 26 მაისი – 9 ივნისი), ასევე, ორმხრივი დიალოგის კომისიის შეხვედრების დროს მოსკოვში (2016 წლის 18 მაისი – 20 მაისი) და სანკტ-პეტერბურგში (2018 წლის 23 – 27 ოქტომბერი).
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024