მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარე რუსეთში ჩილეს ელჩს შეხვდა
2021 წლის 3 სექტემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში შეხვედრა შედგა მის თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონსა და რუსეთის ფედერაციაში საგანგებო და სრულუფლებიან ჩილეს ელჩ ედუარდო ესკობარს შორის.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო სსკგ-ს შორეული საღვარგარეთის საქმეების მდივანმა დეკანოზმა სერგი ზვონარიოვმა.
მიტროპოლიტი ილარიონი თბილად მიესალმა სტუმარს სინოდალური დაწესებულების კედლებში. შეხვედრის დროს სსკგ-ს თავმჯდომარემ ჩილეს მიწაზე ყოფნისას მიღებული თავისი შთაბეჭდილებები გააზიარა.
თავის მხრივ ჩილეს ელჩმა ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი დიპლომატიური მსახურების შესახებ.
სტუმრის თხოვნით, მიტროპლიტმა ილარიონმა მოუთხრო 75 წლის წინ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების შექმნის ისტორიის შესახებ. მწყემსმთავარმა ასევე მოუთხრო სტუმარს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის განვითარებაზე ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქრისტიანულ ეკლესიებთან, მათ შორის რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან, ასევე სხვადასხვა რელიგიურ თემთან.
საუბრის მიმდინარეობისას მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა რუსეთის ეკლესიის მდგომარეობაზე საბჭოთა ხელისუფლებაში პირობებში, სარწმუნოების ათწლეულობით დევნის შემდეგ ეკლესიებისა და მონასტრების აღორძინებაზე, მათ შორის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის, თანამედროვე საეკლესიო ცხოვრების განვითარებაზე და მასში ახალგაზრდების მონაწილეობაზე, ასევე – სულიერ განათლებაზე.
შეხვედრის დასასრულს სსკგ-ს თავმჯდომარემ თანამოსაუბრეს წარმატება უსურვა დიპლომატიურ ასპარეზზე და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024