მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქ კირილეს მილოცვა ა. კარისისადმი ესტონეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალარ კარისს მილოცვა გაუგზავნა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით.
ესტონეთის რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტს ალარ კარისს
პატივცემულო ბატონო კარის!
მიიღეთ ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის მილოცვა.
თქვენი ქვეყნისთვის შრომას თქვენ უამრავი წელი მიუძღვენით, ადმინისტრირებისა და კვლევის მდიდარი გამოცდილება შეიძინეთ, რითაც პარლამენტის ნდობა დაიმსახურეთ. თანამოქალაქეები ხელისუფლების სათავეში თქვენს მომავალ მსახურებას ქვეყნის მომავალი განვითარების, ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებისა და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების იმედს უკავშირებენ.
დარწმუნებული ვარ, რომ საერო ხელისუფლების კონსტრუქციულ თანამოქმედებას ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სულიერ-ზნეობრივი ფასეულობათა განმტკიცებაში, საზოგადოებრივი თანხმობის გამყარებაში.
გისურვებთ კეთილ ჯანმრთელობას, ღვთის შეწევნასა და წარმატებას მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო ესტონელ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას.
პატივისცემით
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023