მთავარი გვერდი ახალი ამბები
დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი – პატრიარქ ბართლომეოსის კიევ…

დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი – პატრიარქ ბართლომეოსის კიევური სიტყვების შესახებ


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ რია-ნოვოსტს გაუზიარა აზრები კიევში კონsტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის გამოსვლებთან დაკავშირებით, რომლის ვიზიტიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს უკავშირდება.

კიევში პატრიარქ ბართლომეოსის გამოსვლებში ისმოდა ერთი და იგივე თემის მრავალჯერადი განმეორება.

აი, რაზე ილაპარაკა პატრიარქმა.

ე.წ. „მეუ“-ს, რომელიც შედგება სქიზმატური დაჯგუფების წარმომადგენლებისგან, ავტოკეფალია (ეკლესიური დამოუკიდებლობა), თითქოსდა, სრულიად კანონიერად მიენიჭა. კონსტანტინეპოლის კათედრის მოჩვენებითი „პრივილეგიები“, რომლებიც მას, ვითომდა, სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან მიმართებით ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლებებს აძლევს, ასევე, თურმე სავსებით კანონიერი და კანონიკურია. კონსტანტინეპოლს თითქოს არაფერი შეუცვლია ტრადიციულ მართმადიდებლურ ეკლესიოლოგიაში (სწავლება ეკლესიის შესახებ); პირიქით, მისი სიტყვებით, მას ცვლიან ისინი, ვინც დღეს არ ეთანხმება პოზიციას, რომლის მიხედვითაც ყველაფერში უნდა დაემორჩილო ყოველთვის შეუცდომელ „250 (თუ 300) მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერ ლიდერს მთელს მსოფლიოში“, – როგორც მოსწონს „მწვანე პატრიარქს“ საკუთარ თავის წარმოდგენა. ყოველ შემთხვევაში, ადრე მოსწონდა; ახლა კი უკვე ყველასთვის ცხადია, მართლმადიდებელ ქრისტიანთა უმრავლესობა პატრიარქ ბართლომეოსს არ თვლის თავის სულიერ წინამძღოლად მას შემდეგ, რაც მან განხეთქილების გამომწვევი საქმეები ჩაიდინა.

პატრიარქ ბართლომეოსის კიევური რიტორიკა აჩვენებს, რომ მის უწმინდესობას აწუხებს კრიტიკა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს არაკანონიკური შეჭრის გამო უკრაინულ საქმეებში, რომელიც ისმის მრავალი მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრების, ღვთისმეტყველებისა და ისტორიკოსების მხრიდან.

ხოლო გასცეს დამაჯერებელი პასუხები, რათა მართლმადიდებლური ოჯახის სხვა ადგილობრივი ეკლესიები აღძრას იმად, რომ აღიარონ ახალმოვლენილი ავტოკეფალია – „უკრაინის უწმინდესი ეკლესია“, – პატრიარქს არ გამოუდის. ის უბრალოდ ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ ყოველთვის მართალია, რადგან კონსტანტინეპოლის საყდარია ყოველთვის მართალი; რომ „ქრისტეს დიდი ეკლესია“, რომელთანაც ის საკუთარ თავს აიგივებს, არ საჭიროებს ვინმესთან რამე საკითხზე ბჭობას, იმიტომ, რომ არასდროს სცდება და თავდადებულ ზრუნვაში მსხვერპლად ეწირება ჩვენს საყოველთაო სიკეთეს – და ყველა მართლმადიდებელს სთავაზობს, ირწმუნოს ეს, თორემ სხგვარადო, მათლმადიდებლები არ იქნებითო.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ, მართლმადიდებლებს, არასდროს გვქონია სარწმუნოების ასეთი დოგმატი. კონსტანტინეპოლის პატრიარქი სრულებითაც არ არის რომის პაპი; და ჩვენთან, მართლმადიდებლებთან, არ შემდგარა ვატიკანის პირველი კრება. პაპის infallibilitas (ცდომილების შეუძლებლობა) ჩვენი კათოლიკი-ძმების წარმოდგენითაც კი, – რომლებსაც ასე გამალებით უახლოვდება დღეს ფანარა, დაკავშირებულია სერიოზულ შეზღუდვებთან.

კიევის წმ. სოფიას საკათედრო ტაძრის კედლებთან თავის სადღესასწაულო სიტყვაში, პატრიარქი ჩივის რაღაც „ნეოლოგიზმებზე, ახალ ფორმულირებებზე და სახიფათო ეკლესიოლოგიურ შეხედულებებზე“, ასევე, „საეკლესიო დადგენილებების გადატრიალების მცდელობებზე“, და რომ ყოველივე ეს ემსახურება „კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის მნიშვნელობის დაკნინებას“ თითქმის „სამუზეიმო ექსპონატის“ მდგომარეობამდე. იგი აღიარებს კიდეც, რომ „ბევრია ისეთი, ვისაც მიაჩნია, თითქოს მსოფლიო პატრიარქი სინამდვილეს გაურბის“. პასუხად კი, – როგორც ჩანს, მაინც გრძნობს თავისი ახლანდელი არგუმენტაციის არასაკმარისობას, – ჰპირდება „უახლოეს მომავალში“ აჩვენოს „შესაბამისი ტექსტები და ამ (უკრაინული) საკითხის მთელი მსვლელობა“.

მაგრამ, საქმე ისაა, რომ „შესაბამისი ტექსტებისა“ და საკითხის ისტორიული მსვლელობის ერთად შესწავლას დიდი ხანია კონსტანტინეპოლის პატრიარქს სთავაზობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის
პატრიარქი კირილე, მათ შორის – თავისი უკანასკნელი ვიზიტისას ფანარაში 2018 წლის აგვისტოში. მაშინ პატრიარქმა ბართლომეოსმა უპასუხა, რომ მას ამის დრო არ ჰქონდა და, საერთოდაც, მისთვის ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. თუკი ახლა ტექსტებისადმი ინტერესი განახლდა, ჩვენ შეგვიძლია მათთვის რეკომენდაცია გავუწიოთ მშვენიერ გამოცემას: „კიევის სამიტროლიტოს შეერთება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 1676-1686 წწ.: კვლევები და დოკუმენტები“ («Воссоединение Киевской митрополии с Русской Православной Церковью. 1676-1686 гг.: Исследования и документы»), რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა „მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში“ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის საერთო რედაქციით. იქ ყველაფერია შეკრებილი, რაც აუცილებელია. წიგნში 912 გვერდია, არქივიდან 216 დოკუმენტია მოხმობილი. უკვე მიმდინარეობს მისი ბერძნულ ენაზე თარგმნა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება. მოკლე სახით ძირითადი ისტორიული მასალა კარგად არის წარმოდგენილი კიკოსის მიტროპოლიტ ნიკიფორეს ნაშრომში „თანამდროვე უკრაინის საკითხი და მისი გადაჭრა საღვთო და წმინდა კანონების თანახმად“ («Современный украинский вопрос и его разрешение согласно Божественным и священным канонам»), რომელიც ხელმისაწვდომია ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, რუსულ ენაზე კი აგერ-აგერ გამოვა ტიპოგრაფიიდან.

თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მსოფლიო ბედის განმკარგავებს ბოსფორის სანაპიროებიდან, სადაც სამასწელზე მეტი ხნის ისტორიული სინამდვილე კალმის ერთი მოსმით უქმდება, სქიზმატები და ანათემას გადაცემულები კი იმავე სიმსუბუქით „მართლმადიდებელ იერარქებად“ გარდაისახებიან, რამდენადმე მაინც დააინტერესოს ისტორიისა და კანონების სიმართლე. ამ უკანასკნელების შესახებ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა საჭიროდ ჩათვალა ყოველი შემთხვევისათვის კიევში ეთქვა, რომ მათი განმარტება „მინდობილია არა კაბინეტის მეცნიერებისთვის“, არამედ ვისთვისაც საჭიროა. თქვენ ხომ გესმით, არა.

„ბატონებო, ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო – ეს თქვენ ხართ? სახელმწიფო – ეს მე ვარ!“ – გამოუცხადა ოდესღაც ლუდოვიკო XIV საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებს.

„L’église c’est moi! (ეკლესია – ეს მე ვარ!)“, – ისმის, თითქოსდა, ამჟამად კიევში გამოთქმულ სიტყვებში... სირთულე მხოლოდ ისაა, რომ ამისი რატომღაც ყველას არ სჯერა...



გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب