მთავარი გვერდი ახალი ამბები
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ლოცვით აღნიშნეს უნეტა…

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ლოცვით აღნიშნეს უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავი


2020 წლის 17 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კიევ-პეჩერის ლავრაში ზეიმი ჩატარდა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით. საღვთო ლიტურგიას მიძინების სახელობის ტაძრისწინა მოედანზე უკრაინის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა.

მის უნეტარესობას თანამსახურებდნენ ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტი აგათანგელოზი, ჰუსტისა და ვინოგრადოვის მიტროპოლიტი მარკოზი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარე კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკის მიტროპოლიტი თეოდორე, კიევო-პეჩერის ლავრის წინამძღვრის მოადგილე ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მდივანი, უმე-ს საქმეთა მმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი, სოროკის ეპისკოპოსი იოანე (მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესია), უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქების კრებული, სასულიერო პირები კიევო-პეჩერის ლავრიდან, კიევის ეპარქიიდან და სამღვდელო ხარისხის მქონე დღესასწაულის სტუმრები.

მცირე შესვლაზე უნეტარესმა მეუფემ მიტროპოლიტის ხარისხში აღამაღლა ივან-ფრანკოვსკისა და კოლომიას მთავარეპისკოპოსი სერაფიმე, ბურინისა და რომნის მთავარეპისკოპოსი იოსები, ჩერკასისა და კანევის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი. მთავარეპისკოპოსის ხარისხში აყვანილ იქნენ ზოლოტონოშას ეპისკოპოსი იოანე, ბოლგრადის ეპისკოპოსი სერგი, ნოვიე-სანჟარის ეპისკოპოსი ბენიამენი, ივანოვსკის ეპისკოპოსი კასიანე.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დამსახურებისთვის და ამ წელს ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით რიგი მაღალიერარქებისა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდოებით დაჯილდოვდნენ: პოლტავისა და მირგოროდის მიტროპოლიტი ფილიპე 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით – იობ პოჩაეველის I ხარისხის ორდენით, კიროვოგრადისა და ნოვომირგოროდის მიტროპოლიტი იოასაფი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ორდენით „ქრისტეს შობა“, კრივოი-როგისა და ნიკოპოლის მიტროპოლიტი ეფრემი 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით ­ – მოციქულთა სწორი მთავრის ვლადიმერის I ხარისხის ორდენით, ჩერნოვცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი მელეტი ეპისკოპოსად კურთხევის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით – მოციქულთა სწორი მთავრის ვლადიმერის I ხარისხის ორდენით, კრემენჩუგისა და ლუბნის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ეპისკოპოსად კურთხევის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით – მოციქულთა სწორი მთავრის ვლადიმერის I ხარისხის ორდენით, ნოვაია-კახოვკისა და გენიჩესკის მიტროპოლიტი ფილარეტი ეპისკოპოსად კურთხევის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით – წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველის ორდენით, ხოტინის ეპისკოპოსი ბენიამენი 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით ­– წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველის ორდენით, ირპენის ეპისკოპოსი ლავრი 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით ­– წმინდა დიმიტრი როსტოველის ორდენით.

ღვთისმსახურებაზე მხურვალე ლოცვები იქნა აღვლენილი კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის, სნეულთა გამოჯანმრთელებისთვის და ექიმებისთვის, რომლებიც ბრძოლას აწარმოებენ მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

სახარების წაკითხვის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქადაგება წარმოთქვა შვიდი ეფესელი ყრმის ცხოვრების შესახებ.

ლიტურგიის დასრულებისას ბორისპოლის მიტროპოლიტმა ანტონიმ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მილოცვები წაიკითხა.

შემდეგ ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა, წმინდა სინოდისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სამწყსოს სახელით მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

უნეტარესმა მეუფემ მილოცვისთვის მადლობა მოახსენე მეუფე აგათანგელოზს, ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებიც რთულ დროში ინარჩუნებენ ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგულებას და ესწრაფვიან ქრისტეში ერთობას, დაფუძნებულს არა ადამიანურ პრინციპებზე, არამედ საღვთო კანონებზე.

საღამოს მიტროპოლიტმა ონოფრემ კიევ-პეჩერის ლავრის ძირითად მოედანზე ღამისთევის ლოცვის წეს-განგება [უმაღლესი სადღესასწაულო რანგის დიდი მწუხრისა და დიდი ცისკრის მსახურება] შეასრულა.

უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება/

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება გამოფენის – „ბელგრადის წმინდა საბას ტაძრის მშვენიერება“ – გახსნის ცერემონიის მონაწილეებს

19.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო იუნესკოს საქმეებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის კომისიის საერთო კრების მუშაობაში

22.12.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب