მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისთვის მის დღეობასთან დაკავშირებით
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეობა მიულოცა
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას,
უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
უფალში საყვარელო თანამოძმევ და თანამსახურო!
გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ღვთის წმინდა დიდებული წინასწარმეტყველი ელიას – თქვენი მოსახელე წმინდანის – ხსენების დღესასწაულს!
ყოვლადბრძენმა შემოქმედმა და ყოველგვარი სიკეთის მბოძებელმა თქვენს მხრებს საპატრიარქო მსახურების მძიმე ჯვარი ატვირთა, რომელსაც უკვე ოთხ ათწლეულზე მეტი ხანია მოშურნეობით ატარებთ უფლის სადიდებლად. თქვენი მთავარიერარქობის წლები ნიშანდებულია საქართველოს ეკლესიის გაფურჩქვნით, რომელც მყარად იცავს ქრისტეს ჭეშმარიტებისა და წმინდა წერილის ერთგულებას.
თქვენი ზეციური მფარველის ლოცვითი შუამდგომლობით, დაე, გარდამოუვლინოს უფალმა თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას სულიერი და ხორციელი ძალების სიმტკიცე და თავისი მოუკლებელი შეწევნა მაღალ საწინამძღვრო მსახურებაში.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023