მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარე რუსეთში პოლონეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
2021 წლის 2 აგვისტოს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში შეხვედრა შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონსა და რუსეთის ფედერაციაში ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან პოლონეთის ელჩ კშიშტოფ კრაევსკს შორის.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სსკგ-ს შორეული საღვარგარეთის საქმეების მდივანმა დეკანოზმა სერგი ზვონარიოვმა.
მიტროპოლიტი ილარიონი თბილად მიესალმა სტუმარს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი სინოდალური დაწესებულების კედლებში. შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს მიმდინარე სიტუაციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონა ვირუსიის ინფექციის გავრცელებასთან, რამაც გავლენა მოახდინა საერთაშორისო აქტივობებზე, რუსეთსა და პოლონეთში საეკლესიო ცხოვრებაზე.
მიტროპოლიტი ილარიონი მიესალმა ბატონი ელჩის ძალისხმევას რუსულ-პოლონური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში, მის ყურადღებას რუსული კულტურისა და საეკლესიო ტრადიციებისამდი. თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ ყოველმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობაზე რუსეთისა და პოლონეთის ხალხების კავშირების განსამტკიცებლად.
მწყემსთმავარმა ისაუბრა ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობებზე მოსკოვის საპატრიარქოსა და პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა, და ასევე პოლონეთში არსებულ რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას შორის.
სსკგ-ს თავმჯდომარემ დაარწმუნა მოსკოვში პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, რომ განყოფილება შემდგომშიც გამოიყენებს ყოველგვარ ძალისხმევას რუსეთში პოლონეთის საელჩოსთან საეკლესიო კონტაქტების განვითარებისთვის .
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023