მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: გაერთიანება შეუძლებელია, თუ ერთ-ე…

მიტროპოლიტი ილარიონი: გაერთიანება შეუძლებელია, თუ ერთ-ერთი მხარე მეორეს „ერეტიკოსად“ მიიჩნევს

მიტროპოლიტმა ილარიონმა გამომცემლობა „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ძველმესტილეთა გაერთიანების პერსპექტივებზე ისაუბრა.

– ორმოცდაათი წლის წინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრება გაიმართა, რომელზეც 1667 წლის მოსკოვის დიდი კრების მიერ ძველ წეს-ჩვეულებებზე დადებული „წყევლის“ გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რა შეიცვალა ძველი სტილით მორწმუნეებისთვის 1971 წლის კრების შემდეგ?

– რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1971 წლის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებებს ისტორიული ხასიათი აქვს. ისინი ნიშანდებულია რუსეთის ეკლესიის სერიოზული განწყობით ძველმესტილეობასთან დიალოგის საწარმოებლად, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზნად ისახავს მრავალსაუკუნოვანი განხეთქილების დაძლევას. ეს საკმაოდ არამარტივი და არასწრაფი გზაა, რომლის გავლაც ჩვენ ყველას მოგვიწევს.

კრების გადაწყვეტილებები დაგვეხმარა მოხსნილიყო ურთიერთ გაუცხოება. გაჩნდა შესაძლებლობა დიალოგის წარმოების, ერთობლივი პროექტების, გამოფენების, ფესტივალების პერსპექტივები. ახლა ვითარდება თანამშრომლობა საზოგადოებრივ-კულუტურული ცხოვრების მრავალ სფეროში. მაგალითად, რუსეთის ძველმესტილე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მიტროპოლიტი კორნელის მეთაურობით ყოველწლიურად მონაწილეობენ რუსეთის მსოფლიო სახალხო კრების მუშაობაში და სხვა ფორუმებში, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის ორგანიზებული. ზოგიერთი ძველმესტილური თანხმობის ერთობის წარმომადგენელმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა ან იქ განაგრძობს სწავლას.

ვითარდება ძველმესტილეთა მომლოცველობა მართლმადიდებლურ ტაძრებში ან მონასტრებში დაბრძანებული საერთო რუსული სიწმინდეებისა.

ადგილობრივ დონეზე მართლმადიდებლებსა და ძველმართლმადიდებელთა შორის საქმიანი თანამშრომლობის მრავალი მაგალითი არსებობს.

–  რამდენიმე ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ვერ ხედავენ წინააღმდეგობას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რუსეთის ძველმესტილე მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებისა ერთი ეკლესიის წიაღში. რა პირობებით შეიძლება ეს მოხდეს?

– ჩვენ შინაგან წინააღმდეგობას ვხედავთ რძმე-ს (რუსეთის ძველმესტილე მართლამადიდებელი ეკლესიის) მხრიდან: გაერთიანება შეუძლებელია, თუკი ერთ-ერთი მხარე მეორეს „ერეტიკოსად“ მიიჩნევს. გაერთიანებისთვის საერთო აუცილებელი პირობაა – ერთმანეთის მართლმადიდებლებად ცნობა სარწმუნოების სწავლების საკითხებში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1988 წლის ადგილობრივ კრებაზე მიღებულ იქნა „მიმართვა ყველა ძველი სტილის დამცველი მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანისადმი, ვისაც მოსკოვის საპატრიარქოსთან ლოცვითი კავშირი არ აქვს“; ამ დოკუმენტში გაიჟღერა დიალოგისკენ მოწოდებამ, რომელმაც შეიძლება განაპირობოს ურთიერთგაგების განვითარება.

რაც შეეხება გაერთიანების საორგანიზაციო მხარეს, ამ საუკუნის მოვლენები ნათლად აჩვენებენ: ყველა საკითხი შეიძლება გადაწყდეს, თუკი ერთობის აღდგენისთვის ორივე მხრიდან კეთილი მისწრაფება არსებობს, როგორც ეს იყო, მაგალითად, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიასთან გაერთიანების შემთხვევაში.

– მიმდინარეობს თუ არა მცდელობები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან დაიწყოს ძველმესტილეებთან მოლაპარაკებები გაერთიანების მიზნით?

–  თუკი ვისაუბრებთ უშუალოდ გაერთიანებაზე, ასეთი მცდელობები არ ყოფილა. ამ დროისთვის არსებული ურთიერთობის ხასიათი შეიცავს არა გაერთიანებისთვის მოლაპარაკებებს, არამედ ისტორიულად აღმოცენებული გაუცხოების, ურთიერთ უნდობლობის გადალახვის მცდელობებს. ორივე მხარეს არც თუ მცირე მიკერძოებული და ერთმანეთის შესახებ დამახინჯებული წარმოდგენა აქვს. იმისთვის რომ სერიოზულად ვისაუბროთ გაერთიანებაზე, თავიდან აუცილებელია გავარკვიოთ საღვთისმეტყველო და საეკლესიო-კანონიკის მხრივ, თუ რა გვყოფს ჩვენ აქამდეც ერთმანეთისგან.

– რა უშლის ხელს ორი ეკლესიის გაერთიანებას – მხოლოდ საეკლესიო რიტუალებში არსებული შეუთანხმებლობა?

– სამწუხაროდ, არა მხოლოდ რიტუალებში შუთანხმებლობა. პრაქტიკული თვალსაზრისით ძველმესტილეები, მაგალითად, გაცილებით მკაცრად და პირდაპირი გაგებით უდგებიან საეკლესიო კანონებს და საყოფაცხოვრებო ადათ-წესებს (წვერის ტარება და ა.შ.). ამას გარდა, არსებობენ ძველმესტილეთა თანხმობები, სადაც აპოკალიპტური განწყობები იმდენად გამძაფრებულია, რომ იწვევს გადაწყეტილებებს, რომლებიც არ შეიძლება მართლმადიდებლურად მივიჩნიოთ (უარის თქმა სამღვდელოებაზე, ზოგიერთ საიდუმლოებაზე და ა.შ.).

– შესაძლებელია თუ არა, თქვენი შეხედულებით, მრავალსაუკუნოვანი უთანხმოების გადალახვა, და თუ კი, მაშინ როგორ?

–  რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ადგილი განხეთქილებას, მით უფრო რთულია მისი გადალახვა. ძველემესტილეებთან შემთხვევაში არსებობდა არა მარტო უთანხმოება, არამედ დევნა ხელისუფლების მხრიდან, ყველაზე საშინელ შედეგებამდე მისვლით, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ან აიძულა, სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გაქცევით ეშველა თავისთვის. ისტორიული მეხსიერების გადალახვა მარტივი არაა.

თუმცა, ამასთან, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთი გადალახვის გამოცდილება არსებობს. 1800 წლიდან მის წიაღში არსებობს ე. წ.. ერთმორწმუნეთა სამრევლოები (ახლა ჩვეულებრივ მათ ძველმესტილურს უწოდებენ, სადაც ეკლესიასთან გაერთიანებულ ძველმესტილეებს შესაძლებლობა აქვთ ილოცონ ძველი რუსული საეკლესიო წესით და ამასთან, კანონიკურ ზიარებაში იყვნენ მის მღვდელთმთავრობასთან. ასეთი სამრევლოების რიცხვი გამუდმებით იზრდება, მოსკოვის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძართან, რუბცოვში, ძველრუსული საღვთისმსახურო ტრადიციების საპატრიარქო ცენტრიც კი არის შექმნილი, სადაც ძველმესტილეთა სამრევლოებისთვის ლიტერატურა გამოიცემა, მედავითნეთა და მგალობელთა მომზადება ხდება, ტარდება კვლევები შუა მუსიკალური მედიავისტიკისა და ისტორიული ლიტურგიკის მიმართულებით.

– ახლა როგორი ურთიერთობა აქვს მოსკოვის საპატრიარქოს ძველმესტილეებთან?

–  რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრობა ღრმად აცნობიერებს XVII ასწლეულის საეკლესიო განხეთილების დამღუპველ შედეგებს, ამას ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნევს, ამიტომაც თავს არასდროს არიდებს ამ შედეგების როგორმე განკურნების შესაძლებლობას.

არსებობს არა მხოლოდ ოფიციალური და ეკლესიათაშორისი ურთიერთობები, არამედ პიროვნულიც. ამ მხრივ სწორედ 1971 წლის კრების შემდეგ საქმე საკმაოდ კარგადაა, ურთიერთმიმართ არსებული გაუცხოება თანდათან ქრება. და უნდა ითქვას, რომ მრავალი ძველმესტილის გაერთიანება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, ხშირად მთელი ოჯახებით, თანამედროვე რუსეთის საეკლესიო ცხოვრების თვალსაჩინო გამოვლინებას წარმოადგენს.

– რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს რძმე-ს იერარქიას?

– რძმე-ს იერარქია (ე. წ. ბელოკრინიცკის იერარქია) ერთპიროვნულად იქნა დაარსებული 1846 წელს პენსიაში გასული ბოსნია-სარაევოს ყოფილი მიტროპოლიტის ამბროსის (პაპაგეორგოპოლოსი) მიერ სოფელ ბელაია კრინიცაში, რომელიც იმ დროისთვის ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში შედიოდა (ამჟამად ის ჩერნოვიცის ოლქს ეკუთვნის უკრაინაში). ბელოკრინიცკის იერარქიის კანონიერება რუსეთის იმპერიაში არ იქნა შეწყნარებული.

2014 წელს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ძველმესტილე მიტროპოლიტმა კორნელიმ ბელოკრინიცკის იერარქიის კანონიკური ღირსების შესწავლისთვის დიალოგის დაწყება მზადყოფნა გამოთქვა. 2015 წელს როგოჟის სლობოდაში პირველი შეხვედრისას ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ თემის ირგვლივ დიალოგის გაგრძელებაზე წერილობით ფორმატში. ამ დროისთვის ორივე მხარემ უკვე რამდენიმე გზავნილი გაცვალა. დიალოგი არ დასრულებულა, მისი დეტალების გახსნა არა ეთიკურად მიმაჩნია ჩვენს ძმებთან რძმე-დან მიმართებით. ახლა მუშაობა მიდის მომდევნო გზავნილზე მართლმადიდებელთა მხრიდან ძველმესტილეებისადმი.

– თუკი დავუშვებთ, რომ ეკლესიების გაერთიანება მოხდება, მაშინ ვინ ვის წიაღში აღმოჩნდება – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ძველმესტილე მართლმადიდებელ ეკლესიაში თუ რუსეთის ძველმესტილე მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში?

–  ამაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. თუკი საქმე გაერთიანებამდე მივა, მხარეები გამოძებნიან სწორ საშუალებას, როგორც ეს მოხდა რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში.

– 2017 წელს ქვეყნის პრეზდენტი ეწვია რუსეთის ძველმესტილეთა ცენტრს ­– როგოჟის სლობოდას. როგორ უდგებით ძველმესტილეებისადმი ინტერესის გამოვლენას საერო ხელისუფლების მხრიდან? თქვენი შეხედულებით, ძველმესტილენი შეიძლება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად გახდნენ გავლენიანი რელიგიური ორგანიზაცია?

– რუსეთის ფედერაცია – მრვალეროვნული და მრავალკონფესიური ქვეყანაა. სრულიად ბუნებრივია, რომ მისი პრეზიდენტი ყურადღებას უთმობს ეროვნულ და კონფენსიურ ჯგუფებს.

ძველმესტილენი რამდენად გახდებიან ჩვენი საზოგადოების გავლენიან ძალად, ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. შემიძლია მხოლოდ დავამატო, რომ თავად ძველმესტილეობა საკმაოდ არაერთგვაროვანია და დღემდე რამდენიმე რიცხვზე იყოფა, რომელთაც არ აქვთ ერმანეთთან ლოცვითი ზიარების თანხმობა. ზოლო მათი რწმენითი აღმსარებლობის ერთობისაკენ ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება, რაც ძლიერ ამცირებს მათ შესაძლებლობებს, შესამჩნევი გავლენა იქონიონ საზოგადოებაზე. ხოლო რუსეთის ეკლესიასთან დიალოგი – ეს ისაა, რაც უშუალოდ ჩვენ გვეხება. მე მინდა, იმედი გამოვხატო მის წარმატებით გაგრძელებაზე.

 

გაზიარება:
ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب