მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი შეხვდა საფრანგეთის ელჩს რუსეთში
2021 წლის 23 ივლისს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი რუსეთის ფედერაციაში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პიერ ლევის მიწვევით, ესტუმრა საფრანგეთის საელჩოს რუსეთში.
შემდგარი საუბრის მიმდინარეობისას, მხარეები საკითხთა ფართო სპექტრს შეეხნენ. კერძოდ, საფრანგეთის ელჩმა სსკგ-ს თავმჯდომარეს აუღწერა საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული მდგომარეობა, მოუთხრო, მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესის შესახებ.
საფრანგეთის დიპლომატიური მისიის მეთაურმა რუსეთში, ასევე პასუხები გასცა კითხვებს ვროპაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომელიც თავს დაატყდა გერმანიას, ბელგიას, საფრანგეთს და სხვა რიგ სახელმწიფოს.
საუბარში მხარეებმა სხვა საერთო ინტერესების შემცველ თემებზეც იმსჯელეს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, ასევე, რუსეთში საფრანგეთის საელჩოს პირველმა მდივანმა ნიკოლას ბრუტენმა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023