
მოსკოვის საპატრიარქო
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველთა ჯგუფი კუნძულ კორფუს ეწვია





2021 წლის 17-18 ივლისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნენი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის დეკანოზ ნიკოლოზ დანილევიჩისა და ქალაქ კიევის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ დიმიტრი ბადიუკის თაოსნობით კუნძულ კორფუს (საბერძნეთი) ეწვივნენ.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა საღვთო ლიტურგია აღასრულეს ელადის ეკლესიის კერკირის სამიტროპოლიტოში, კუნძულ კორფუზე მდებარე, წმინდა სპირიდონის სახელობის ტაძარში, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული.
უკრაინელ მღვდელმსახურებს თანამსახურობდა კერკირის სამიტროპოლიტოს ერთ-ერთი კლირიკოსი.
საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველებმა მიიღეს. მათ, ასევე, თაყვანი სცეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილებს.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ უკრაინელი მორწმუნენი ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს, კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსს შეხვდნენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.05.2025
21.04.2025
08.05.2025
20.04.2025