მოსკოვის საპატრიარქო
ვოლოკოლამსკის მიტოპოლიტი ილარიონი შეხვდა გერმანიის ელჩს რუსეთში
2021 წლის 20 ივლისს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ეწვია რუსეთში გერმანიის ელჩის რეზიდენციას, სადაც შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთში გეზა ანდრეას ფონ გაიერთან.
საუბარში ასევე მონაწილეობა მიიღეს საელჩოს მეორე მდივანმა იზაბელ მაკუზომ და სსკგ-ს სამდივნოს თანამშრომელმა შორეული საზღვარგარეთის საქმეებში, ი. ს. ბესპალოვმა.
საუბრის მსვლელობისას, მიტროპოლიტმა ილარიონმა გერმანიის დიპლომატიური მისიის მეთაურს მოსკოვში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისთვის გადასაცემად მიართვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიაქის კირილეს სამძიმრის წერილი, დასავლეთ გერმანიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით.
თავისი მხრიდან, მეუფე ილარიონმა თანაგრძნობისა და ნუგეშის სიტყვებით მიუსამძიმრა გერმანელ ხალხს თავსმოწეული მძიმე განსაცდელი.
გერმანიის ელჩმა მადლობა გადაუხადა უწმინდეს პატრიარქს სამძიმრის წერილისთვის და ილაპარაკა გფრ-ს კანცლერისა და მთავრობის საქმიანობაზე სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
მხარეებმა აზრები გაცვალეს რუსეთსა და გერმანიაში კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის თაობაზე და ხაზი გაუსვეს მოსახლეობის დროული ვაქცინაციის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში და მათი სწრაფი დაძლევის იმედი გამოთქვეს.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023