მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა რელიგიური თავისუფლე…

სსკგ-ს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა რელიგიური თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტზე


2021 წლის 14 ივლისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ლოცვა-კურთხევით, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი მოხსენებით გამოვიდა რელიგიური თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონში ჩატარებული საერთაშორისო სამიტის სხდომაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური, საზოგადოებრივი და საეკლესიო მოღვაწენი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის, ძველი აღმოსავლური ეკლესიისა და სხვადასხვა პროტესტანტული დომინაციის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი წარუდგინა ქრისტიანული უფლებადამცველი ორგანიზაციის – The Open Doors USA პრეზიდენტმა დევიდ კარიმ. მან აღნიშნა სსკგ-ს თავმჯდომარის უაღრესი ძალისხმევა ქრისტიანთა დაცვის სფეროში.

მიტროპოლიტმა ილარიონმა მიწვევისათვის მადლობა გადაუხადა სამიტის ორგანიზატორებს და Open Doors ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, და საკუთარ სიტყვაში აღნიშნა: „დღეს ბევრ ქვეყანაში ამა თუ იმ ზომით ირღვევა სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლება. მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში ქრისტიანებს კლავენ, სახლებიდან აძევებენ, შეურაცხყოფენ მათ ტაძრებსა და სიწმინდეებს. ეს მდგომარეობა ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას იწვევს“.

თავის გამოსვლაში სსკგ-ს თავმჯდომარე შეეხო, კერძოდ, ახლოაღმოსავლეთის მოვლენებს: „ქრისტიანული მოსახლეობის გამალებული შემცირება იმ ახლოაღმოსავლურ ქვეყნებშიც კი შესამჩნევია, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ, როგორც, მაგალითად, ლიბანში. სირიის იმ რეგიონებში, რომლებიც ექსტრემისტების მიერ იყო დაპყრობლი, ქრისტიანებმა სასტიკი დევნა განიცადეს. მსგავს პროცესებს აქვს ადგილი ერაყშიც, სადაც უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ქრისტიანთა რიცხვი მილიონ-ნახევრიდან 150 ათასამდე შემცირდა. ლიბანში კი პრაქტიკულად გაქრა ქრისტიანული მოსახლეობა“, – მოახდინა მღდელთმთავარმა ფაქტების კონსტატაცია.

მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი მდგომარეობა დამახასიათებელია ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებისათვის, სადაც დაირღვა რელიგიურ თემებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ბალანსი. „ზოგიერთ ამ სახელმწიფოში არსებული რეჟიმები დამხობილი და შეცვლილი იქნა გარეშე ძალების გამოყენებით, რის შემდეგაც, დაპირების თანახმად, დემოკრატია უნდა დამყარებულიყო. თუმცა დემოკრატია დღემდე არ არის არც ერაყში და არც ლიბანში. ეს სიტუაცია ქრისტიანებისთვის ერთობ მძიმე ასატანია, რადგან სწორედ ისინი გახდნენ პირველი მსხვერპლი გარედან ორგანიზებული პოლიტიკური კატაკლიზმებისა“, – განაცხადა მღვდელთმთავარმა.

თავის გამოსვლაში მეუფე ილარიონმა მსმენელთა ყურადღება მიაპყრო იმასაც, რომ ქრისტიანთა დევნის ცენტრი თანდათან აფრიკის ზოგიერთი ქვეყნისკენ ინაცვლებს, კერძოდ, ნიგერიისა და ეთიოპიისკენ, სადაც ქრისტიანული რელიგიის მიმდევრებს ხოცავენ, ეკლესიებს კი ანგრევენ. „მინდა იმედი გამოვთქვა, რომ დღეს აქ წარმოდგენილი რელიგიური და უფლებადამცველი ორგანიზაციები შეძლებენ, ჩამოაყალიბონ ერთიანი ფრონტი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დევნილი ქრისტიანების დასაცავად და მათთვის დახმარების გასაწევად“, – აღნიშნა იერარქმა.

მოხსენებაში სსკგ-ს თავმჯდომარემ სამიტის მონაწილეებს უამბო უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე, სადაც საკუთარ თავს მართლმადიდებლად მოიხსენიებს ერთდროულად ორი ჯგუფი თითქმის ერთნაირი სახელწოდებით: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის“. მიტროპოლიტმა ილარიონმა დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ცდილობდა, ეს ორი სტრუქტურა გაეერთიანებინა, თუმცა მთელი რიგი კანონიკური და შიდაეკლესიური მიზეზების გამო, ეს შეუძლებელი გახდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, – აღნიშნა მან, – რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქრისტიანული თემი უკრაინაში.

„აქვს რა კანონიკური და სულიერი კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ის წარმოადგენს ავტონომიურ და თვითმმართველ სტრუქტურას – როგორც ადმინისტრაციულად, ისე ფინანსურად. ახლა კი ეს ეკლესია ფაქტიურად კარგავს თავის კუთვნილ უფლებებს. კერძოდ, მის ტაძრებს ძალადობრივად იტაცებენ და სხვა იურისდიქციაში გადაჰყავთ: უკვე 500-ზე მეტი ტაძარია მიტაცებული ან უკანონოდ გადარეგისტრირებული. ხშირ შემთხვევაში ეს ძალადობრივი გზით ხორციელდება. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ეკლესიის მრევლი იძულებულია, ღია ცის ქვეშ ილოცოს – ზოგჯერ, მუხლამდე თოვლში, მაშინ როდესაც კანონით კუთვნილი მათი ტაძრები ბოქლომითაა დაკეტილი. ეს სამრევლოები მიმართავენ სასამართლოს, სასამართლო მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ განაჩენები არ სრულდება“, – აუწყა მღვდელთმთავარმა დამსწრე საზოგადოებას.

სსკგ-ს თავმჯდომარე იმ კანონებზეც შეჩერდა, რომლებიც პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მიიღეს: „მიღებული კანონის თანახმად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელი უნდა შეცვლილიყო და დარქმეოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში, თითქოს ის რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი რაღაც უცხოური ორგანიზაცია ყოფილიყოს, მაშინ როდესაც, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს უკრაინის ყველაზე მრავალრიცხოვან კონფესიას, აერთიანებს მილიონობით მორწმუნეს, 12 ათასზე მეტ სამრევლოს და 25-ზე მეტ მონასტერს. მას მიეკუთვნება ისეთი უმსხვილესი სამონასტრო სავანეები, როგორიცაა კიევ-პეჩერის ლავრა. ეს ეკლესია შედგება უკრაინელებისგან: მისი ეპისკოპატი, სამღვდელოება და მრევლი უკრაინაში დაიბადნენ, უკრაინის მოქალაქეობა აქვთ, თავისი ქვეყნის პატრიოტები არიან“.

მეუფე ილარიონმა სხვა კანონზეც ილაპარაკა, რომელიც რელიგიური თემების გადარეგისტრირებას გულისხმობს ერთიდან მეორე იურისდიქციაში, და აღნიშნა, რომ მართლმადიდებლურ საზოგადოებებს არ გააჩნიათ დარეგისტრირებული წევრობა და ამიტომ პრაქტიკაში ნებისმიერ ჯგუფს შეუძლია, მივიდეს რომელიმე ქალაქში ან სოფელში და მოითხოვოს იქ არსებული ტაძრისთვის იურისდიქციის შეცვლა.

თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში, სსკგ-ს თავმჯდომარემ სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, მორწმუნეთა უფლებების დასაცავად ერთიანი ფრონტის შექმნისაკენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც კი ეს უფლებები ირვევა.

სსკგ-ს კომუნკაციების სამსახური

 

გაზიარება:
რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეორე სამუშაო დღე დაიწყო

24.09.2021

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელა

23.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემაზე კონფერენციას გახსნის

14.09.2021

პატრიარქ კირილეს მილოცვა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით

13.09.2021

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის მისალმება G20-ის რელიგიათაშორისი ფორუმის მონაწილეებისადმი

12.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

პატრიარქის მიმართვა რუსეთის სპორტსმენებს – ტოკიოს XVI საზაფხულო პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებს

06.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა მიტროპოლიტ იოანიკეს, ჩერნოგორიის კათედრაზე აღსაყდებასთან დაკავშირებით

05.09.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კოპტური საპატრიარქოს სპეციალურ წარმომადგენელს დოქტორ ა. მილადს ჯილდო გადასცა

03.09.2021

უწმინდესი პატრიარქ კირილეს მილოცვა ა. კარისისადმი ესტონეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით

02.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ბოროტი ძალები მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობას არღვევენ

29.08.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი უზბეკეთის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

24.08.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ფესტივალის – „რუსეთი – საბერძნეთი. ერთად საუკუნეების სიღრმეში“ – მონაწილეებს

21.08.2021

საპატრიარქო მილოცვა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით

17.08.2021

რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეორე სამუშაო დღე დაიწყო

24.09.2021

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელა

23.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ალექსანდრე ნეველში სახელმწიფო სიბრძნე შერწყმული იყო პიროვნულ სიწმინდესთან

22.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავისი დედობრივი სიყვარულით მთელს სამყაროს და თითოეულ ადამიანს გულში იკრავს

21.09.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტს ეწვია

20.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: კონსტანტინეპოლი ხელყოფს სხვის საკუთრებას

20.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: მოდით შევთხოვოთ უფალს, რომ ჩვენი გული ყოველთვის ღია იყოს მისი საღვთო მყოფობისათვის

19.09.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ვენაში პატროლოგების კონფერენციაში დისტანციურ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა

18.09.2021

მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვით გამოსვლა წიგნის პრეზენტაციაზე – „კიევის მიტროპოლიის შეერთება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 1676-1686 წწ. კვლევები და დოკუმენტები“

16.09.2021

სსკგ-ს თავმჯდომარე ყირგიზეთის რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწეთა დელეგაციას შეხვდა

14.09.2021

გამოვიდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის წიგნის – „ეკლესიის წმინდა საიდუმლო" რუმინული თარგმანი

14.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უკრაინაში შეჭრით პატრიარქმა ბართლომეოსმა პოლიტიკური ბრძანება შეასრულა

13.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ხალხს აუკრძალო მუსიკის მოსმენა – იგივეა, რომ აუკრძალო წყლის დალევა

13.09.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩეველმა საკუთარი სინდისის ხმით იხელმძღვანელოს

13.09.2021

პატრიარქმა კირილემ ალექსანდრე ნეველის 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

12.09.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب