მოსკოვის საპატრიარქო
კამბოჯის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში ორგანიზებულია მართლმადიდებლური მოძღვრების შესწავლის ონლაინ-კურსები
ტაილანდის ეპარქიის მდივნის არქიმანდრიტ ოლეგ (ჩერეპანინი) ლოცვა-კურთხევით პნომპენის (კამბოჯა) წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში მართლმადიდებლური მოძღვრების საფუძვლების შესწავლის ონლაინ-კურსის ჯგუფი გაიხსნა.
როგორც საპატრიარქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეგზარქატის სოციალური ქსელის „ფეისბუქ“ გვერდი იტყობინება, პირველ კურსს პნომპენის სამრევლოს მღვდელმონაზონი პაისი (იპატე) წარმართავს, შემდგომში კი კურსს მოწვეული ლექტორებიც შემოუერთდებიან. გაკვეთილები ZOOM-ის პლატფორმაზე ჩატარდება ყოველ ორშაბათს.
ჯგუფი ორიენტირებულია ტაილანდის ეპარქიის სამრევლოების ინგლისურენოვან მრევლზე, მაგრამ გახსნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მართლმადიდებლობით, მიუხედავად საკუთარი სარწმუნოებრივი აღმსარებლობისა.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023