მოსკოვის საპატრიარქო
ლისაბონის საკათედრო ტაძარში ტაძრის დღესასწაული ლოცვით აღნიშნეს
2021 წლის 27 ივნისს, სულთმოფენობიდან პირველ, ყოველთა წმინდათა კვირიაკეს, მადრიდისა და ლისაბონის მთავარეპისკოპოსმა ნესტორიმ ლისაბონის საკათედრო ტაძარში ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია აღავლინა.
ღვთისმსახურების დაწყებამდე მწყემსმთავარმა ოდიკების კურთხევის წეს-განგება შეასრულა, ასევე – ტაძრის 3 მნათის მკითხველად ხელდადება, რომლებიც პორტუგალიის სხვადასხვა სამრევლოებში მსახურობენ.
მთავარეპისკოპოს ნესტორს თანამსახურებდნენ: ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი სერგი ბორსკი, პორტუგალიის სამრევლოების ბლაღოჩინი (კეთილმოწესე) დეკანოზი იოანე გერბოვეცკი, დეკანოზი იოაკიმე მალაკიაში, მღვდელი ანტონიუ ტეიშიერა, მღვდელი ფილიპ მალაკიაში, პროტოდიაკონი გრიგოლ ბობლიენკო, ბერ-დიაკონი იერონიმე (ტომაზი) და დიაკონი გლებ ზაიკა.
საღვთისმსახურო საგალობლები ლისაბონის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა შეასრულა.
ლიტურგიის განტევების შემდეგ წმინდანთა სადიდებელი შესრულდა. შემდეგ მთავარაეპისკოპოსმა ნესტორიმ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სასულიერო პირებსა და ტაძრის მრევლს.
ურთიერთობა ტრაპეზზე გაგრძელდა.
ესპანეთისა და პორტუგალიის ეპარქიის საიტი/
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
24.01.2024
02.01.2024
24.01.2024
26.12.2023