მოსკოვის საპატრიარქო
სვიატოგორსკის ლავრის საძმოზე თავდასხმა განხორციელდა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.08.2026. 2026 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით დილის 11 საათზე, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მახლობლად, სვიატოგორსკის მიძინების ლავრის ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირების ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა სავანის ბინადრებზე. ამის შესახებ იტყობინება ვებსაიტი «Патриархия.ру» სოცქსელის, «В Контакте», მონასტრის გვერდზე დაყრდნობით.
თავდასხმის შედეგად ბერი ბარსანუფი (ტურიანსკი) დაიღუპა. ხოლო ბერი გრიგოლი და ლტოლვილი ანდრეი კირიენკო, რომელიც მონასტერში ცხოვრობდა, დაიჭრნენ.
ინციდენტის შესახებ დაახლოებით დილის 11:15 საათზე გახდა ცნობილი – დაჭრილმა ბერმა, გრიგოლიმ, მოახერხა საძმოს საცხოვრებელში ჩასვლა და ინციდენტის შესახებ შეტყობინება. ძმებმა დაუყოვნებლივ აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს და პოლიცია ადგილზე მივიდა.
მონასტრის ძმებმა დაჭრილები ქ. სლავიანსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ბერ გრიგოლს დაახლოებით ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ფილტვის არეში შეღწევადი ჭრილობა. ანდრეი კირიენკოს მდგომარეობა უფრო მძიმეა; მას ასევე ფილტვის ჭრილობა აქვს მიყენებული. ორივემ მნიშვნელოვანი სისხლის დაკარგვა განიცადა.
დაჭრილები მოგვიანებით ქ. ხარკოვში გადაიყვანეს შემდგომი მკურნალობისთვის, სადაც ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
თავდასხმასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება გრძელდება.
23 აგვისტოს, მიძინების ტაძარში ღამისთევის ლოცვის შემდეგ, ლავრის ძმებმა ახლადშესვენებული მოკლული ბერის, ბარსანუფის, პანაშვიდი გადაიხადეს.