მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთში ეგვიპტელ მონაზონთა დელეგაციის მომლოცველობითი ვი…

რუსეთში ეგვიპტელ მონაზონთა დელეგაციის მომლოცველობითი ვიზიტი შედგა

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.07.2026. 13-21 ივლისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიწვევით და კოპტური ეკლესიის უწმინდესი პატრიარქის, ტავადროს II-ის ლოცვა-კურთხევით, ეგვიპტელი მონაზვნების დელეგაცია რუსეთში მომლოცველობითი ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა იერუსალიმისა და ახლო აღმოსავლეთის მიტროპოლიტი ანტონი, კოპტური ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივი წევრი და წმინდა მიწაზე კოპტური ეკლესიის პატრიარქის ადგილმონაცვლე.

პოკროვის სტავროპიგიალურ დედათა მონასტერში, მოსკოვში დელეგაციის საცხოვრებელ ადგილზე, იერუსალიმისა და ახლო აღმოსავლეთის მიტროპოლიტი ანტონი და მისი თანმხლები პირები მონასტრის დედებმა გულთბილად მიიღეს.

14-15 ივლისს კოპტური ეკლესიის დელეგაციამ ნიჟეგოროდის სამიტროპოლიტო მოილოცა, მათ შორის, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი და ნიჟნი ნოვგოროდის პეჩერის ამაღლების მამათა მონასტერი, ასევე წმინდა სამების სერაფიმე-დივეევოს დედათა მონასტერი, სადაც დელეგაციის წევრები ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტ გიორგის შეხვდნენ.

16 ივლისს ეგვიპტელ მონაზონთა დელეგაცია სერგის წმინდა სამების ლავრასა და მოსკოვის სასულიერო აკადემიას ეწვია, სადაც ის გულთბილად მიიღო ლავრის წინამძღვარმა, მოსკოვის სასულიერო სკოლების რექტორმა, სერგიევ-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსმა კირილემ. სტუმრებმა ილოცეს წმინდა სერგი რადონეჟელის ლუსკუმასთან, სადაც დავანებულია წმინდანის ნეშტი, რომელიც ფართოდ არის პატივცემული არაერთ უძველეს აღმოსავლურ ეკლესიაში. იმავე დღეს კოპტური ეკლესიის დელეგაცია ესტუმრა ხოტკოვოს პოკროვის მონასტერს და თაყვანი სცა რუსული მიწის წინამძღვრის ღირსი მშობლების, კირილესა და მარიამის პატიოსან ნაწილებს. სტუმრებს თბილად შეხვდნენ ხოტკოვოს სავანის წინამძღვარი, იღუმენია ოლიმპიადა (ბარანოვა) და სავანის დები.

17 ივლისს ეგვიპტელმა სტუმრებმა დაათვალიერეს მოსკოვის კრემლის მუზეუმი და წითელი მოედანი, ასევე მოილოცეს მიძინების, ხარების, მთავარანგელოზის და ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრები.

დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ მოწყალების მართასა და მარიამის მონასტერს, სადაც ისინი გულთბილად მიიღეს მონასტრის დედებმა და იღუმენია ელისაბედმა (პოზდნიაკოვა). კოპტელ მონაზვნებს დაათვალიერებინეს სავანის ტერიტორია. ერთობლივ ტრაპეზზე შედგა ხანგრძლივი საუბარი იღუმენიასა და სტუმრებს შორის.

18 ივლისს დელეგაციამ მოილოცა ახალი იერუსალიმის აღდგომის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი. წინამძღვრის, არქიმანდრიტ ფეოფილაქტეს (ბეზუკლადნიკოვი) სახელით, წმინდა მიწიდან ჩამოსული სტუმრები თბილად მიიღო ახალი იერუსალიმის მონასტრის მნათემ, მღვდელმონაზონმა აგათანგელმა (კობილენკო). შემდეგ იერუსალიმისა და ახლო აღმოსავლეთის მიტროპოლიტი ანტონი და დელეგაციის წევრები ეწვივნენ კუბინკაზე ქრისტეს აღდგომის საპატრიარქო ტაძარს – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარ ეკლესიას. ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს სამუზეუმო კომპლექსი „ხსოვნის გზა“, მათ შორის დიდი სამამულო ომის დაწყების 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპონატები და პარკი „პატრიოტი“. ეგვიპტელმა მონაზვნებმა თაყვანი სცეს ტაძრის მთავარ ხატს – მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საჩუქარია. დელეგაციის წევრებმა იგალობეს „მარადიული ხსოვნა“ მათთვის, „ვინც დიდ სამამულო ომში რწმენას, სამართლიანობასა და სამშობლოს შეეწირა“.

19 ივლისს იერუსალიმისა და ახლო აღმოსავლეთის მიტროპოლიტმა ანტონიმ ლიტურგია აღავლინა წმინდა მარკოზ მოციქულისა და მახარებლის კოპტურ კარის ეკლესიაში, რომელიც მდებარეობს იაკიმანკაზე მდებარე წმინდა მოწამე იოანე მხედრის ტაძრის სამრევლო სახლის ტერიტორიაზე. ეგვიპტის ეკლესიის ადგილობრივი თემის მორწმუნეების გარდა, ლიტურგიაზე ილოცეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რუსეთისა და ახალი ნახიჩევანის ეპარქიის წარმომადგენლებმა და ეთიოპიის ეკლესიის მორწმუნეთა მოსკოვის წმინდა სამების ახალგაზრდული გაერთიანების („მაჰებერე სელასიე“) წევრებმა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სამრევლო სახლში სადღესასწაულო მიღება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, წმინდა მოწამე იოანე მხედრის წინამძღვარი, პავლოვო-პოსადის ეპისკოპოსი სილუანე.

შემდეგ, კოპტური ეკლესიის წარმომადგენლებმა ბუტოვოში რუსეთის ეკლესიის ქრისტეს აღდგომისა და ახალი მოწამეებისა და აღმსარებლების სატაძრო კომპლექსი მოინახულეს, რომელიც 1937-1938 წლებში მორწმუნეთა – სასულიერო პირების, მონაზვნებისა და ერისკაცების – მასობრივი სიკვდილით დასჯის ადგილას არის აღმართული. წინამძღვარი, დეკანოზი კირილე კალედა, თბილად მიესალმა სტუმრებს და მათ კომპლექსის ტაძრები და „ხსოვნის ბაღის“ მემორიალი დაათვალიერებინა. მიტროპოლიტმა ანტონიმ და დელეგაციის წევრებმა ლიტია აღავლინეს ყველა იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც „რთულ წლებში უღვთო მმართველებმა უდანაშაულოდ მოკლეს“ და ქება შესწირეს ღვთის სათნომყოფელებს, რომლებიც ამ ადგილას ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ.

20 ივლისს დონის სტავროპიგიალურ მამათა მონასტერში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა მონასტრის წინამძღვართან, მონასტრებისა და მონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარესთან, კაშირის მიტროპოლიტ თეოგნოსტესთან და მონასტრის საძმოსთან. მუცლადღების მონასტერში, იღუმენია იულიანას (კალედა) თანხლებით, კოპტური ეკლესიის წარმომადგენლებმა მოილოცეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, სულიწმიდის გარდამოსვლის ტაძარი და მართალი ანნას მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლადღების ტაძარი. მათ თაყვანი სცეს მონასტრის სიწმინდეებს: უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილაკს, ღვთისმშობლის ხატს „მოწყალე“ და მონასტრის დამაარსებლების, ღირსი იულიანასა და ევპრაქსიას ლუსკუმას, რომელთა წმინდა ნაწილები განთავსებულია საწყაოს ქვეშ. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის კრიპტაში სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს მემორიალური ექსპოზიცია, რომელიც მიძღვნილია იღუმენიას მამის, დეკანოზ გლებ კალედას (1921–1994) ცხოვრებისა და მსახურებისადმი.

რუსეთის დედაქალაქში ყოფნისას, ეგვიპტელი მონოზვნები ასევე ეწვივნენ უფლის ფერისცვალების სომხეთის სატაძრო კომპლექსს, სადაც მათ თბილად შეხვდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რუსეთისა და ახალი ნახიჭევანის ეპარქიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ეზრას ნერსისიანი.

21 ივლისს დელეგაციამ რუსეთი დატოვა.

კოპტური ეკლესიის დელეგაციაში შედიოდნენ: წითელ ზღვასთან ახლოს, აღმოსავლეთ უდაბნოში მდებარე ღირსი პავლე თებაიდელის მონასტრის მკვიდრი, მღვდელმონაზონი არსენი ანბა-პავლა; კოპტური საპატრიარქოს თანამშრომლები: მღვდელი ბიშოი ზაკი სიდრაკი, მღვდელი ალკომოს ბოლესი და მღვდელი სერაფიმე აბდალა; კოპტური ეკლესიის იერუსალიმის სამთავარეპისკოპოსოს კლირიკოსები: მღვდელმონაზონი ბიშოი ელ-ანტონი, მღვდელმონაზონი არსენი ალ-ორშალემი, მღვდელმონაზონი გაბრიელ ალ-ორშალემი, მღვდელმონაზონი ანტონი ალ-ორშალემი, მღვდელმონაზონი პახომი ალ-ორშალემი და დიაკონი უილიამ ფუადი; ამ სამთავარეპისკოპოსოს თანამშრომლები: ბერი აბანუბ ალ-ორშალემი, ბერი თეოფილე ალ-ორშალემი და ბერი სამუელ ალ-ორშალემი.

ვიზიტის დროს იერუსალიმისა და ახლო აღმოსავლეთის მიტროპოლიტ ანტონის და დელეგაციის წევრებს მასპინძლობას უწევდნენ: მონასტრებისა და მონაზვნობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მუცლადღების სტავროპიგიალური დედათა მონასტრის იღუმენია იულიანა (კალედა); მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების მდივანი, მღვდელმონაზონი სტეფანე (იგუმნოვი); მონასტრებისა და მონაზვნობის სინოდალური განყოფილების კოლეგიის წევრი, არქიმანდრიტი ბართლომე (პეტროვი); სრეტენის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის მკვიდრნი: მღვდელმონაზონი აგათანგელი (დავლატოვი) და მღვდელმონაზონი ვასილი (ნემეცი); კოპტური ეკლესიის წარმომადგენელი რუსეთში, მღვდელმონაზონი დაუდ ელ-ანტონი; კოპტური ეკლესიის პატრიარქის მრჩეველი, დოქტორი ანტონ მილადი; სსკგ-ის თანამშრომელი ს.გ. ალფეროვი.

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

24.07.2026

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

22.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“

23.06.2026

სსკგ-ის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება"

23.06.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب