მოსკოვის საპატრიარქო
სქიზმატიკოსებმა ოდესაში წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარი მიიტაცეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.06.2026. 2026 წლის 23 ივნისს უცნობმა პირებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოდესის ეპარქიას ეკუთვნის. ოდესაში სქიზმატიკური „მეუ“-ს „სასულიერო პირმა“ თეოდორე ორობეცმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია აპირებს ჩამორთმეული ტაძრისთვის სახელის შეცვლას და ის გახდება ღირსი აღაპიტე კიევ-პეჩორელის სახელობის, – წერს მჟკ. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ტაძრის მიტაცებისას რეიდერებმა ოდესის ეპარქიის მდივანს სცემეს.
ორობეცმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დადის მამაკაცების ჯგუფი ტაძრის ტერიტორიაზე და შედის ტაძარში. ის ამტკიცებს, რომ ესენი არიან „ეკლესიის ნამდვილი მრევლი“, რომლებიც „შედიან თავის ტაძარში“.
ტაძარში გადაღებულ სხვა ვიდეოში ორობეცი აღშფოთებას გამოხატავს სამეფო მოწამეების, ანდრეი ბოგოლიუბის და დიმიტრი დონელის ფრესკებთან დაკავშირებით. ხოლო ნეტარი მატრონა მოსკოველისა და ნეტარი ქსენია პეტერბურგელის ხატებს „მოსკოვის რელიგიური ცხოვრების მარკერებს“ უწოდებს.
27.01.2026
07.01.2026