მოსკოვის საპატრიარქო
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მხარდაჭერის სიტყვებით მიმართა სვიატოგორსკის ლავრის საძმოს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 09.06.2026. 2026 წლის 7 ივნისს, სვიატოგორსკის ლავრის მიძინების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, წაიკითხეს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარეს მიტროპოლიტ საბასგან გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი.
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მონასტრის ბინადრებისა და მრევლისადმი, – რომელიც ამჟამად აქტიური სამხედრო ოპერაციების ზონაში იმყოფება, – გაგზავნილ ეპისტოლეში ხაზგასმით აღნიშნა: „უფალმა ქრისტემ არ მოგვიწოდა ამქვეყნიური დიდებისა და სიხარულისკენ. ის არ დაგვპირებია გარეგან სიმშვიდესა და მიწიერ კეთილდღეობას. მესია გვიწვევს გოლგოთაში მონაწილეობისკენ, რის შემდეგაც მასთან ერთად განვიცდით აღდგომას. იესო მოგვიწოდებს, ჩვენს გულებში ვეძიოთ სიმშვიდე და სულიწმიდის ზეციური ნიჭები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის ვიცოდით, როდესაც განსაცდელის წუთები გვიდგება, ჩვენთვის ძნელია მათი მიღება, ძნელია მათი მიღება შინაგანი სიმშვიდით. თუმცა, მკვდრეთით აღდგარი გვამხნევებს: ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი... და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე“.
„გოლგოთის ამ მძიმე დღეებში ღმერთი თქვენთანაა. ჩვენც თქვენთან ვართ ჩვენს ლოცვებსა და თქვენდამი კეთილგანწყობაში, და თქვენთან ვიქნებით აღდგომის დღემდე, როდესაც ყველა საზრუნავი გაქრება“, - ნათქვამია მისი უნეტარესობის მიმართვაში.
მონასტერში მყოფთა სულიერი სიმტკიცისათვის, მიტროპოლიტმა საბამ მათ მისწერა: „მიიღეთ ჩვენი სიყვარული და სამთავარეპისკოპოსო კურთხევა. გაუძელით. აღდგომის განთიადი ახლოსაა“.
სვიატოგორსკის ლავრის ტელეგრამ-არხის ცნობით, მონასტერი ერთ თვეზე მეტია ელექტროენერგიის ცენტრალიზებული უზრუნველყოფის გარეშეა დარჩენილი, ამიტომ მისი ელექტროენერგიაზე დამოკიდებული ფუნქციონირება გენერატორების საშუალებით ხორციელდება. არც სახანძრო სამსახური, არც კომუნალური მომსახურება და არც სასწრაფო დახმარების მანქანები ხელმისაწვდომი არ არის, სირთულეებია საკვები მარაგის მიწოდებაშიც. ძმების გარდა, ლავრის კედლებში დაახლოებით 200 ლტოლვილი და ომისგან დაზარალებული ადამიანი ცხოვრობს.
როგორც ადრე იყო ცნობილი, 2024 წელს ლავრის წინამძღვარი, სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი, შეთითხნილი ბრალდებებით იდევნებოდა და თითქმის ორი წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად. ამის შესახებ ნათქვამი იყო, კერძოდ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილის მიერ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლების, რიგი რელიგიური ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი გაგზავნილ მიმართვებში. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიმდინარე ზეწოლა, მათ შორის მიტროპოლიტ არსენის დევნა, მოხსენიებულია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების დოკუმენტებში, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველოს ანგარიშში.
27.01.2026
07.01.2026