მოსკოვის საპატრიარქო
კრემენჩუკში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამების ტაძარი დაიპყრეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 08.06.2026. 2026 წლის 4 ივნისს, კრემენჩუკში (უკრაინის პოლტავის ოლქი) სქიზმატური სტრუქტურის, „მეუ“-ს, მომხრეებმა ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამების ტაძარი დაიკავეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ტაძრის მიტაცებას წინ უძღოდა ყალბი „კრება“ „მეუ“-ში გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ეკლესიის ნამდვილი თემი არც კი მიუწვევიათ. სამების ტაძარი აშენებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოს მიერ 2000 წელს და „მეუ“-ს სქიზმატურ სტრუქტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, ამ „კრების“ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ხელისუფლებამ უკანონოდ გადაარეგისტრირა ტაძრის სამრევლო.
როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება იტყობინება, ტაძრის ძალადობრივი დაპყრობის დროს ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელი იმყოფებოდა.
მრევლი და მღვდლები ცდილობდნენ თავისი სიწმინდის დაცვას, მაგრამ ძალები არათანაბარი იყო. რესურს «Суспільне»-ს ცნობით, რეიდერების ძალადობრივი ქმედებების შედეგად კანონიკური ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირი დაშავდა; მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. „მცემეს, შემომახიეს ანაფორა, მლანძღეს უხამსი სიტყვებით, დამემუქრნენ მოკვლით, თმაზე მქაჩავდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, არქიმანდრიტმა იოსებმა.
სამრევლოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავისი სიწმინდისთვის ბრძოლას სასამართლოებში გააგრძელებენ, თუმცა მთავარ იმედს ღმერთზე ამყარებენ.
27.01.2026
07.01.2026