საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება
მოსკოვის საპატრიარქო
მოსკოვის საპატრიარქო
საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება
მოსკოვის საპატრიარქო
დაინიშნა საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის საეგზარქოსოს დროებითი მმართველი
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 09.11.2025. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს განკარგულებით, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ნესტორი გადაყენებულია საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის საეგზარქოსოს, ასევე, კორსუნისა და ესპანეთ-პორტუგალიის ეპარქიებისა და იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების მმართველობიდან, მის წინააღმდეგ დაწყებული საეკლესიო სამართლებრივი დევნის გამო.
ზემოთ ხსენებული კანონიკური სტრუქტურების დროებითი მმართველობა რიაზანისა და მიხაილოვის მიტროპოლიტ მარკოზს დაევალა.