მთავარი გვერდი ახალი ამბები
პიუხტიცას მონასტრის დებმა კვლავ მიმართეს ესტონეთის პარლ…

პიუხტიცას მონასტრის დებმა კვლავ მიმართეს ესტონეთის პარლამენტს ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 27.02.2025. 2025 წლის 16 თებერვალს პიუხტიცას მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენია ფილარეტამ (კალაჩევა) და მონასტრის დებმა ხელმეორედ მიმართეს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტს ეკლესიებისა და სამრევლოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს მონასტრის იურისდიქციის შეცვლას ან მის ლიკვიდაციას. წინა მიმართვა გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 11 თებერვალს. ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტისადმი ახალ მიმართვაში ნათქვამია:

„რიიგიკოგუს პატივცემულ თავმჯდომარეს ლაური ჰუსარს!

თქვენდამი მიმართვა გვაიძულა ჩვენი პიუხტიცას მიძინების დედათა მონასტრის ბედზე ღრმა შეშფოთებამ.

საუკუნეზე მეტი, უფრო ზუსტად 134 წლის წინ, იგი დაარსდა კურემიაში, წმინდა მთაზე და მას შემდეგ, რაც არ უნდა მძვინვარე ყოფილიყო მის ირგვლივ ქარიშხალი, როგორც არ უნდა შეეძრა მსოფლიო ომებსა და რევოლუციებს და როგორც არ უნდა შეცვლილიყო ხელისუფლება, მას ერთი დღითაც კი არ შეუწყვეტია ღმერთის სიყვარულით ბრწყინვა; და რაც არ უნდა სიბნელეს მოეცვა მსოფლიო, აქ ყოველთვის ანათებდა ადამიანისა და ყოვლადმოწყალე ღმერთის მიმართ სიყვარულის ნათელი. არც ერთი დღე არ შეწყვეტილა მონასტერში ლოცვა.

ახლა კი, მოულოდნელად, ისეთი რამ ხდება, რაც არ ჯდება ჩვენს ცნობიერებაში და მწვავე ტკივილს განაცდევინებს ჩვენს გულებს. ჩვენგან მოითხოვენ, რომ კონსტანტინოპოლის გულისთვის გავწყვიტოთ კანონიკური კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო კანონების დარღვევა; ეს იგივეა, რომ აიძულო ადამიანი, მიატოვოს საკუთარი დედა. მან გაზარდა იგი, ზრუნავდა მასზე მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში და ახლა – უარყოს მზრუნველი დედა? ასეთი ცოდვით დავიმძიმოთ ჩვენი სულები? რისთვის? ჩვენი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის?

გვსურს ვუპასუხოთ ქრისტეს სიტყვებით, რომელიც არ დაემორჩილა ცდუნებას: „უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მთ. 4:10). უკვე მერამდენედ ვიმეორებთ, რომ ყველაფერი, რასაც გვაბრალებენ, ეს არ არის ჩვენი სამონასტრო საქმე. ჩვენთვის, პიუხტიცას მონასტრის ბინადრებისთვის, ყოველთვის უცხო იყო პოლიტიკა და არასდროს მიგვიღია მონაწილეობა პოლიტიკურ თამაშებში.

ჩვენ მოვედით სენაკებში და დავტოვეთ სოფელი თავისი ვნებებით, ღვარძლით, დავებით და შეტაკებებით, რომლებითაც ის ცხოვრობს. ჩვენი სამონაზვნო ცხოვრების სივრცეში მხოლოდ უფალი არსებობს და ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ლოცვისა და შრომისგან შედგება.

ზედმეტია იმის თქმა, რომ წუთისოფლის ნებისმიერი შემოჭრა მონასტრულ, მონაზვნურ ცხოვრებაში ტკივილს გვაყენებს და გვაიძულებს მომავალს შიშით შევხედოთ.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთადერთი დედათა მონასტერი, რომელიც საბჭოთა ეპოქას გადაურჩა – ეს არის პიუხტიცას მონასტერი. ჩვენ არასოდეს დაგვვიწყებია ეს, და ჩვენს ყოველდღიურ მსახურებებზე ყოველთვის მადლიერებით ვლოცულობდით და ვაგრძელებთ ლოცვას ესტონეთის ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მისი კეთილშობილი ხალხისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებაში მყოფნი ბოლოს და ბოლოს შეისმენენ ჩვენსას და ესტონეთის რესპუბლიკა გაიგებს ჩვენს შეშფოთებას. არ არსებობს ისეთი კანონი, რომელმაც შეიძლება აიძულოს უდანაშაულო, კანონმორჩილი მონაზვნები უარი თქვან ქრისტეს აღთქმებზე პოლიტიკოსების წამიერი სურვილების სასარგებლოდ. ჩვენ, მონასტრის მკვიდრებს, ჩვენი თანხმობის გარეშე გვათავსებენ იმ სივრცეში, სადაც დასახლებულია უმეცრება და ახალი ღვთაებები, რომლებიც ამტკიცებენ ჭეშმარიტებას ქრისტეს გარეშე. ჩვენ, პიუხტიცელები, სულიერი სიხარულით ვიმეორებთ დიდი ქრისტიანის ჩუმ სიტყვებს: „მირჩევნია ქრისტესთან დავრჩე, ვიდრე ჭეშმარიტებასთან ქრისტეს გარეშე“.

გაზიარება:
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილესადმი ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

უწმინდესი პატრიარქი კირილე საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ საშობაო მილოცვა გაუგზავნა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების მორიგი წლისთავი მიულოცა

25.12.2025

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს მიულოცეს

20.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

მისალოცი წერილი უწმინდეს პატრიარქ კირილესგან რუსული სამყაროს XVII ასამბლეის მონაწილეებს

20.10.2025

ასტანაში ჩატარებული ყრილობის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქი კირილე რელიგიურ ლიდერებს შეხვდა

18.09.2025

შედგა შეხვედრა უწმინდეს პატრიარქ კირილესა და იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს შორის

17.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ XXXIV საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარულ სხდომას უხელმძღვანელა

28.01.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის დასკვნითი სხდომა

26.12.2025

შედგა წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

25.12.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2025

ზოგადსაეკლესიო ასპირანტურაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი მოწყობის დასაცავად“

29.11.2025

XXVII მსოფლიო რუსული სახალხო კრების ფარგლებში სექციაზე „დიპლომატია და რუსეთის მართლმადიდებლობის დაცვის უფლება“, განიხილეს მართლმადიდებლობის დაცვის საკითხები

18.11.2025

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა სსკგ-ის თავმჯდომარეს სამღვდელთმთავრო მსახურების 10 წლის იუბილე მიულოცეს

10.11.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

30.10.2025

საპატრიარქო მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მღვდელთმთავრად კურთხევის 10 წლისთავთან დაკავშირებით

26.10.2025

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ახალი სამყარო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

19.10.2025

სსკგ-ის თავმჯდომარე ერაყში ქრისტიანული თემების წარმომადგენლებს შეხვდა

28.09.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

14.09.2025

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე პატრიარქმა კირილემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საყოველთაო ჯვრით მსვლელობას

07.09.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსოს დელეგაციას შეხვდა

27.08.2025

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب