მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.12.2024. 26 დეკემბერს მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო დარბაზში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომის გახსნისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნა: „დღეს გვაქვს უმაღლესი საეკლესიო საბჭოს 2024 წლის დასკვნითი სხდომა და უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ჩვენ გარკვეულ შედეგებს ვაჯამებთ წმინდა სინოდთან ერთობლივი სხდომის დროს. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს წმინდა სინოდის წევრებს უშუალოდ გაეცნონ სინოდალური დაწესებულებების საქმიანობას ხელმძღვანელი პირების ზეპირი მოხსენებებიდან, დასვან შეკითხვები – მოკლედ, შევიდნენ დღის წესრიგში, რათა მკაფიო წარმოდგენა იქონიონ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა წლის განმავლობაში შესაბამისი უწყებების მხრიდან. ეს ასევე საშუალებას აძლევს წმინდა სინოდს, სრულად გაიაზროს ყველაფერი, რაც დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი, როგორც სინოდალური დაწესებულებების სამუშაო გეგმა 2025 წლისთვის“.
შემდეგ, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ, გულმოდგინე სამღვდელთმთავრო შრომის გათვალისწინებით და დაბადებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარი მოსკოვში, ნოვოსპასკის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი ღირსი სერგის რადონეჟელის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ასევე, უწმინდესმა მეუფემ მიტროპოლიტ გრიგოლს სამახსოვრო საჩუქრად პირადი პანაღია გადასცა.
„მეუფე ძალიან მნიშვნელოვან მორჩილებას ასრულებს – პატრიარქს ეხმარება ეკლესიის შიდა მსახურების განხორციელებაში, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, დაკავშირებულია ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო საკითხების გადაწყვეტასთან, – განაცხადა რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა. – ამიტომ, ყველა, ვინც ამ თანამდებობას იკავებს, განსაკუთრებული თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს – უპირველეს ყოვლისა, მიუკერძოებული, ობიექტური დამოკიდებულებით ადამიანებთან მიმართებით, როგორც იერარქების, ისე სამღვდელოების წარმომადგენლების საქმიანობის სათანადო შეფასებით. სწორედ საქმეთა მმართველი წარუდგენს პატრიარქს, ვინ არის დასაჯილდოებელი და ვინ – სასაყვედურო, ამიტომ მას აბსოლუტურად ობიექტური აღქმა მოეთხოვება, ყოველგვარი პიროვნული სიმპათიებისა და ანტიპათიების გარეშე. ამ თვისებებს, თქვენ, მეუფევ, სრულად ფლობთ და არასოდეს ავლენთ ადამიანების მიმართ სუბიექტურ, მიკერძოებულ დამოკიდებულებას. მიმაჩნია, რომ ეს არის საქმეთა მმართველის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო თვისება, რისთვისაც თქვენ გულითად მადლობას გიხდით და ღვთის შეწევნას გისურვებთ შემდგომ მუშაობაში ჩვენი ეკლესიის სასიკეთოდ“.
საპასუხო სიტყვაში მიტროპოლიტმა გრიგოლმა უწმინდეს მეუფეს მადლობა გადაუხადა მაღალი ჯილდოსა და სამახსოვრო საჩუქრისთვის.
შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სხდომის დღის წესრიგი გამოაცხადა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ წმინდა სინოდის მუდმივი და დროებითი წევრები, უმაღლესი საეკლესიო საბჭოს წევრები, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა სამმართველოს და სინოდალური დაწესებულებების რიგი მოწვეული თანამშრომელი, – იუწყება Патриархия.ru.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.12.2024
03.12.2024
04.11.2024
26.12.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024