მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 25.12.2024. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საშობაო მილოცვები გაუგზავნა უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ გრიგორიანული კალენდრით. მისალოცი გზავნილების ადრესატებს შორის არიან: რომის პაპი ფრანცისკე; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, სირიის ორთოდოქსალური ეკლესიის მეთაური მარ ეგნატე ეფრემ II; აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი მარ ამბა III; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მარონიტი პატრიარქი ბეშარა ბუტროსი, არ-რაის კარდინალი; აღმოსავლეთის კათოლიკოსი, მალანკარის მიტროპოლიტი ბასილი მარ თომა მათე III.
მისალოც წერილებში ნათქვამია:
გულითადად გილოცავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობის დიდ დღესასწაულს.
ამჟამად ჩვენ კვლავ აღვუვლენთ მადლობას ცისა და მიწის მარადიულ შემოქმედს, სიტყვას, რომელიც ხორციელ იქმნა (ინ. 1:14) ჩვენს გადასარჩენად, და რომელმაც გვიჩვენა ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითი ყოველი ადამიანის მიმართ და თავისი გამოცხადებით დაარღვია საქმენი ეშმაკისანი (1 ინ. 3:8).
გისურვებთ ძალთა სიმტკიცეს და უფლის უხვ შემწეობას შემდგომ მაღალ მსახურებაში.
შობილ ქრისტეში სიყვარულით,
+ კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
25.12.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024