მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.11.2024. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა.
მისალოც გზავნილში ნათქვამია:
თქვენო უნეტარესობავ!
გულითადად გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღს - 95 წლის დაბადების დღეს!
თქვენ სიყრმიდანვე მიეძღვენით ღმერთს და მის წმინდა ეკლესიას და მას შემდეგ ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით (ფს. 2:11). ოცდაათ წელზე მეტია, რაც თქვენ დაუღალავი ენერგიითა და მწველი გულით აღასრულებთ საწინამძღვრო მსახურებას ალბანეთის მიწაზე. განცხადებულად იქცევით რა უფლის მიმართ (საქ. 14:3), თქვენ მტკიცე ხელით მიმართავთ ალბანეთის ეკლესიის აზრობრივ ხომალდს ცხონების მშვიდი ნავსაყუდელისკენ – ცათა სასუფევლისკენ, რომელიც განმზადებულია ჩვენთვის ქვეყნის დასაბამიდან (მთ. 25:34).
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, წმიდა და ჭეშმარიტმა მეუფემ (გამოცხ. 6:10), დაე განაახლოს და შეავსოს თქვენი ძალები, გარდამოგივლინოთ თავისი მდიდარი წყალობა და მოუკლებელი დახმარება თქვენს შემდგომ საწინამძღვრო საქმიანობაში ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ.
მოკრძალებული სიყვარულით უფალში,
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების
განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
08.11.2024
06.11.2024