მთავარი გვერდი ახალი ამბები
სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ჩერკასში ტაძრის მი…

სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ჩერკასში ტაძრის მიტაცებასა და მღვდელთმთავრის ცემას ბარბაროსული ქმედებები უწოდა


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 23.10.2024. სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი (იერუსალიმის საპატრიარქო) განცხადებას ავრცელებს, სადაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

„დღეს განსაკუთრებით განვიცდით მწუხარებას და ტკივილს ღაზასა და ლიბანში მიმდინარე ომის გამო. ჩვენ გულმოდგინედ ვლოცულობთ და ღმერთს ვთხოვთ, რომ საომარი მოქმედებები მალე დასრულდეს, შეწყდეს სისხლისღვრა და შეჩერდეს ნგრევა“, – ნათქვამია სებასტიის მთავარეპისკოპოს თეოდოსის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ამასთან, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი ვითარებით. „დევნა, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია განიცდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, დღემდე არ შეწყვეტილა, პირიქით, ყოველდღიურად მძაფრდება, რასაც თან ახლავს სისასტიკე, აგრესია და ბარბაროსული ქმედებები“, –აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა. ყველა ეს ქმედება ხორციელდება ე.წ. „მეუ“-ს მხარდაჭერით, რომელიც შეიქმნა უკრაინის მიწაზე ერთადერთი კანონიკური და ლეგიტიმური მართლმადიდებელი ეკლესიის ჩასანაცვლებლად, რომელსაც მეთაურობს უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე.

არ წყდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებისა და ქონების მიტაცება, ეპისკოპოსებზე და სასულიერო პირებზე თავდასხმა. „უკრაინის ხელისუფლება განაგრძობს ძველი ეკლესიის სასტიკ დევნას, რომელიც დაარსდა უკრაინაში ქრისტიანობის შემოსვლის დღიდან“, – წერს მთავარეპისკოპოსი თეოდოსი. ასე, მაგალითად, სულ ახლახან განხორციელდა მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის მიტაცება ჩერკასის ეპარქიაში, რომლის დროსაც მმართველი ეპისკოპოსს სასტიკად სცემეს.

„კვლავ და კვლავ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი სრული სოლიდარობა და ღრმა მხარდაჭერა უკრაინის ერთადერთი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომელსაც მიტროპოლიტი ონოფრე მეთაურობს და გადაჭრით ვგმობთ მის წინააღმდეგ კიევის ხელისუფლების ქმედებებს, რომლებიც ახლადშექმნილ ორგანიზაციასთან ერთად მოქმედებს, და რომელსაც ცრუდ და უსაფუძვლოდ უწოდებენ „მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინისას“. აღვავლენთ ჩვენს ლოცვებს უფლის მიმართ, რათა მან დაიცვას და მხარი დაუჭიროს მოწამე-ეკლესიას, რომელიც უკრაინაში ჭეშმარიტებას მოწმობს, გააძლიეროს მისი წინამძღვარი, მიტროპოლიტები და მთელი სამღვდელოება, ასევე შეინარჩუნოს უკრაინელი ხალხი და ყველა ტაძარი ომით აოხრებულ მიწებზე, რომლის დასასრულებისთვისაც ჩვენ ასე მხურვალედ ვლოცულობთ“, – ნათქვამია სებასტის მთავარეპისკოპოს თეოდოსის განცხადებაში.

„როდემდე გაგრძელდება ამ ჩვენი და-ეკლესიის დევნა?! უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმები მიმართულია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, და ყველა მათგანმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეაჩეროს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები და დევნა“, – მოუწოდებს ეპისკოპოსი თეოდოსი.

მღვდელთმთავარმა კვლავ მოუწოდა გაერო-ს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, „საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, მეტი ყურადღება მიაქციონ იმ დევნას, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია განიცდის და პატივისცემით მოეკიდონ ამ ეკლესიის სიძველესა და ისტორიას“.

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქი კირილე: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტები აღიარებულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში

20.12.2024

შედგა სატელეფონო საუბარი მოსკოვის უწმიდეს პატრიარქ კირილესა და ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს შორის

12.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თანაგრძნობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს

12.12.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქისთვის, მღვდელთმთავრებისთვის, მღვდლებისთვის და სამწყსოსთვის

12.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის - „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ - რუსულ პრემიერას დაესწრო

03.12.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب