მოსკოვის საპატრიარქო
ეთიოპიის საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩერკასის საკათედრო ტაძრის მიტაცების შესახებ: „ჩვენ ღრმა თანაგრძნობას და გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას“
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21.10.2024. 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია RT-ს სატელევიზიო ეთერში, ეთიოპიის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ეთიოპიის ეკლესიას შორის დიალოგის კომისიის მდივანმა, მღვდელმა დანიელ სეიფემიქაელმა 17 ოქტომბერს ქ. ჩერკასში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძარზე „მეუ“-ს ბოევიკების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ ეთიოპიის ეკლესიის ოფიციალური კომენტარი გააკეთა:
„ეთიოპიის ეკლესია მწუხარებით აკვირდება უკრაინიდან მოსულ ამბებს. ყველაფერი, რაც იქ ხდება, მათ შორის ეს თავდასხმა საკათედრო ტაძარზე, რომელიც უკვე ცნობილი გახდა მთელი მსოფლიოსთვის, მიუთითებს იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მორწმუნენი უკრაინაში საშინელი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ეს სრულიად მიუღებელია. ნებისმიერი ტაძარი – ეს არის მშვიდობისა და ლოცვის ადგილი, და არა ძალადობისა და წყევლის. მორწმუნეთა გრძნობებსა და მათ უფლებებს – არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრადიციულ აღმსარებლობასა თუ რელიგიაზეა საუბარი – ნებისმიერმა სახელმწიფომ უპირობოდ უნდა სცეს პატივი და მკაცრად დაიცვას მისი უფლებები. ჩვენ ღრმა თანაგრძნობას და გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას“.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024