მთავარი გვერდი ახალი ამბები
ჩერკასში რეიდერების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლეს…

ჩერკასში რეიდერების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძრის მიტაცებისას მღვდელთმთავარმა და მრევლმა ჭრილობები მიიღეს


სსკგ-ის კომუნიკაციების სამსახური, 17.10.2024. მეორე მცდელობით, 2024 წლის 17 ოქტომბერს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძარი ქალაქ ჩერკასში (უკრაინა) კამუფლაჟიანმა თავდამსხმელებმა დაიპყრეს.

თავდასხმა ღამის 3 საათზე დაიწყო. ასამდე სახედაფარული თავდამსხმელი ეკლესიაში შეიჭრა, სადაც, ამ დროს, ჩერკასის ეპარქიის ტელეგრამ-არხის თანახმად, ღამის წირვა აღესრულებოდა. თავდამსხმელებმა ძალის გამოყენებით გამოაძევეს მორწმუნეები ტაძრიდან და ტაძრის ტერიტორიიდან. თვითმხილველებს არ აძლევდნენ დანაშაულის ამსახველი ფოტო-ვიდეოების გადაღების საშუალებას: ართმევდნენ ტელეფონებს ან ფანრის შუქით აბრმავებდნენ ტელეფონის ობიექტივებს. გაანადგურეს, ასევე, ვიდეო-თვალის სტაციონარული კამერები.

გარდა ამისა, რეიდერები შეიჭრნენ ეპარქიის ადმინისტრაციის შენობაში და გადაკეტეს ეპარქიის სამღვდელოების საერთო საცხოვრებელი. „მღვდლების მცირეწლოვანი ბავშვები (შვიდი ბავშვი 3 თვიდან 8 წლამდე) შეშინებულები და სტრესულ მდგომარეობაში არიან“, – გადმოსცა ადრე დილით „ჩერკასის ბლაგოვესტნიკის“ ტელეგრამ-არხმა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თავდასხმასთან ერთად რეიდერებმა ტაძარიც გაძარცვეს. ბოროტმზრახველებმა გაანადგურეს ბუღალტერია, გაიტაცეს დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ციტირებს საკათედრო ტაძრის წარმომადგენლების სიტყვებს, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესიიდან გაუჩინარდა მრევლის მიერ ზარისა და რესტავრაციისთვის შეგროვებული თანხა, ეპისკოპოსის ორი პანაღია წმინდა ნაწილაკებით, ასევე ჯვრები, ხატები, საეკლესიო ჭურჭელი და წიგნები. შენობიდან მოიპარეს აგრეთვე ტანსაცმელი და საკვები, მათ შორის მურაბა და ზამთრის კონსერვები.

თავიანთი სიწმინდის დასაცავად შეიკრიბა ჩერკასის მართლმადიდებელი მოსახლეობა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსის მეთაურობით. მათ მოახერხეს ეკლესიის დამპყრობლების განდევნა, რომლებმაც ტაძრის კედლების დატოვებისას მრევლს გაზის პისტოლეტებიდან სროლა აუტეხეს, ასევე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მორწმუნეების წინააღმდეგ. ტაძარზე თავდამსხმელთა შორის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „მეუ“-ს სქიზმატური სტრუქტურის „კლირიკოსი“, ნაზარი ზასანსკი შეიცნეს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, რადიკალებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს მხარდამჭერების შეგროვება სოციალურ ქსელების მეშვეობით და რამდენიმე საათის შემდეგ ტაძარზე მეორე თავდასხმა მოაწყვეს. შეიჭრნენ რა საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე, თავდამსხმელებმა მორწმუნეებს სცემეს და ცრემლსადენი გაზი შეასხეს. შედეგად, სიწმინდის დამცველთა შორის ბევრს შეექმნა მხედველობის პრობლემა, ზოგს დაუფიქსირდა ტვინის შერყევა, სხეულის სხვადასხვა ადგილის დაზიანება.

ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა თეოდოსიმ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მას შემდეგ მიმართა, რაც „მეუ“-ს თავდამსხმელები მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძარში ხელმეორედ შეიჭრნენ. მან კურთხევა მისცა თავდადებულ ვაჟკაცებს, დაეტოვებინათ დაპყრობილი ტაძრის ტერიტორია. „უფალი, ღვთისმშობელი, მთავარანგელოზი მიქაელი და წმინდა მაკარი ყოველთვის ჩვენთან არიან!" – თქვა მან და აღნიშნა, რომ მორწმუნეებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, და აკურთხა, რომ სალოცავად შეიკრიბნონ კერძო სახლებსა და ბინებში, ხოლო ტრამვირებულებმა ექიმებს მიმართონ.

მეუფის თქმით, მორწმუნეებთან ერთად ტაძარი მადლმაც დატოვა. თუმცა აქვე გამოთქვა რწმენა, რომ ისინი დაბრუნდებიან ამ სიწმინდეში სალოცავად. მან ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ სიმართლისთვის ბრძოლა სასამართლოებში გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი მართლმაჯულების იმედი, მისი აზრით, მცირეა.

დაზარალებულთა შორის თავად მღვდელთმთავარიც აღმოჩნდა: თავდამსხმელებმა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტ თეოდოსის თავში ჩაარტყეს და ცრემლსადენი გაზის ნაკადი მიუშვეს. „კოზაცკი პერშის“ ტელეგრამ-არხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ მეუფე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მჟკ-ის ვებ-გვერდი იხსენებს, ჩერკასში ტაძრის აღების მცდელობები ადრეც იყო: 29 სექტემბერს კამუფლაჟიანი ხალხი შეიკრიბა საკათედრო ტაძართან, მაგრამ ტურმის დაწყება მაშინ ვერ გაბედა, რადგან თავიანთი სიწმინდის დასაცავად გამოსული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა დიდი სიმრავლე დაინახა.

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20.03.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

11.03.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2025

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

უწმინდეს პატრიარქ კირილეს საშობაო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს

07.01.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

06.01.2025

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდის 2024 წლის ბოლო სხდომას გაუძღვა

27.12.2024

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიულოცა, რომლებიც შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ

25.12.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

16.03.2025

უწმინდესმა პატრირქმა კირილემ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მიიღო

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რუსეთში აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა.

13.03.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ბელგრადში საპატრიარქო ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა

26.02.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე ტელეფონით ესაუბრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს

25.02.2025

სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ მიიღო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი

25.02.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ნიჟეგოროდის სემინარიაში შეხვედრის მონაწილეებს უამბო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების შესახებ

22.02.2025

შედგა ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის წესის აგების მსახურება და დაკრძალვა

30.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2025

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

26.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სამთავრობო კომისიის სხდომაში

20.01.2025

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2025

უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივ სხდომას გაუძღვა

26.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს საშობაო მილოცვები გაუგზავნა

25.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

25.12.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب