მოსკოვის საპატრიარქო
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის კანონის გაუქმებას
„უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ახლახან მიღებული კანონი No8371 აშკარად მიზნად ისახავს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის გაუქმებას. ამგვარად, მილიონობით უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნე, მრავალი ეპისკოპოსი, მღვდელი, ბერი და მონაზონი მიტროპოლიტ ონოფრეს ხელმძღვანელობით, რომლებიც ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრები არიან – იდევნებიან“, – ნათქვამია ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ განცხადებაში.
დევნა, პატიმრობა, წმინდა ადგილების შეურაცხყოფა, ტაძრებისა და მონასტრების ქონების მიტაცება – „ეს არის სასტიკი ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო საშინელ სახეს იღებენ, როდესაც მათ აწესებენ დემოკრატიული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები“, – ხაზგასმულია დოკუმენტში.
„პავლე მოციქულის მცნების თანახმად: „თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება“ (1 კორ. 12.26). დევნილი ძმებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ სისხლიანი დაპირისპირების შესაწყვეტად, რომელიც ტკივილს აყენებს მთელ უკრაინელ ხალხს გამონაკლისის გარეშე, და ამ აბსურდული კანონის გასაუქმებლად. ვლოცულობთ, აგრეთვე, მშვიდობისა და მართლმადიდებლობის ერთიანობისთვის, რათა მან შეძლოს, მსოფლიოს წინაშე დაამოწმოს თავისი სარწმუნოება“, – აცხადებს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია.