მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 24.08.2024. 2024 წლის 24 აგვისტოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, რიგ რელიგიურ მოღვაწეს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წერილებით მიმართა, სადაც შეატყობინა, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი „კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში“, რომლის ფაქტობრივი მიზანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა.
პატრიარქის პრეს-სამსახურის ცნობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, რომის პაპ ფრანცისკეს, აღმოსავლეთის კათოლიკოსს უწმინდეს ბასილი მარ თომა მათე III-ს, აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდეს მარ ავე III-ს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსს უწმინდეს არამ I-ს, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მარონიტულ პატრიარქს უნეტარეს ბეშარა ბუტროს ალ-რაის, სრულიად სომეხთა უმაღლეს პატრიარქსა და კათოლიკოსს გარეგინ II-ს, ალექსანდრიის პაპსა და წმინდა მარკოზის საყდრის პატრიარქს სრულიად აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში უწმინდეს ტავადროს II-ს, ბილი გრემის ევანგელური ასოციაციის პრეზიდენტს ფრანკლინ გრემს, ანგლიკანური გაერთიანების კენტერბერის მთავარეპისკოსს ჯასტინ უელბის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალურ მდივანს დოქტორ ჯერი პილეის, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერიშს, ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ფოლკერ ტიურკს, ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში კ.კ. აბდრახმანოვს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმების საკითხებში კ.პ. აშვინს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში ნაზილა განს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დირექტორს მატეო მეკაჩს.
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებისადმი წერილში, კერძოდ, ნათქვამია:
„ღრმა შეშფოთებით გაცნობებთ, რომ 2024 წლის 20 აგვისტოს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“, რომლის რეალური მიზანიც არის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა.
ამ კანონის დებულებების აშკარა და აღმაშფოთებელი წინააღმდეგობები უკრაინის კონსტიტუციის ნორმებთან, მის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, ადამიანის უფლებებთან და კანონის ფუნდამენტურ პრინციპებთან არაერთხელ იყო დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა დაცვის მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში“.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური თხოვნით მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს „წმინდა ლოცვები აღავლინონ უკრაინაში მართლმადიდებელი მწყემსმთავრების, მწყემსებისა და სამწყსოს გაძლიერებისთვის და საკუთარი საწინამძღვრო ხმა აღიმაღლონ მათ დასაცავად“.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა უცხოდმადიდებელი ეკლესიებისა და ქრისტიანთაშორისი თემების მეთაურებთან თავის წერილობით მიმართვაში, კერძოდ, აღნიშნა:
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი წლის განმავლობაში იდევნებოდა უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების მიერ. მედიაში გაჩაღებული იყო ცილისმწამებლური ანტიეკლესიური კამპანია უმე-ს სასულიერო პირებისა და მორწმუნეების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა კანონიკური მართლმადიდებლობის დიფამაციას, ასევე ძალადობის პროვოცირებას და გამართლებას, მორწმუნეთა და სასულიერო პირთა ცემას და ტაძრების მასობრივ ხელში ჩაგდებას სახელწოდებით „ნებაყოფლობითი გადასვლები“. შეთითხნილი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს არაერთი მღვდელთმთავარი, მღვდელი და ერისკაცი.
ვერ შეძლეს რა უკრაინაში კანონიკური ეკლესიის დასუსტება და მისი ერთობის შერყევა, ხელისუფლება მის სრულ აკრძალვაზე წავიდა. ამ კანონის მიღების შედეგად უკრაინაში ასობით მონასტერი, ათასობით სამრევლო და მილიონობით მართლმადიდებელი მორწმუნე აღმოჩნდება სამრთლებრივ ჩარჩოებს მიღმა, დაკარგავს საკუთარ ქონებას და სალოცავ ადგილს.
ამ კანონის დებულებების აშკარა და აღმაშფოთებელი წინააღმდეგობები უკრაინის კონსტიტუციის ნორმებთან, მის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, ადამიანის უფლებებთან და სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან არაერთხელ დაფიქსირებულა მსხვილი საერთაშორიოს ორგანიზაციების დოკუმენტებში. უკრაინის ხელისუფლების ანტიეკლესიურ პოლიტიკა მრავალი წელია კრიტიკის საგანია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მოსკოვის საპატრიარქოს არაერთხელ დაუმოწმებია უკრაინელი მორწმუნეების მძიმე მდგომარეობა და მათ წინააღმდეგ წარმოებული დევნა“.
უცხოდმადიდებელი ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების მეთაურებსა და წარმომადგენლებს უწმინდესმა პატრიარქმა ასევე მოუწოდა, აღიმაღლონ საკუთარი ხმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი მორწმუნეების დასაცავად.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ყველა ადრესატს გაუგზავნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 22 აგვისტოს განცხადება, სადაც დაგმობილია აღნიშნული კანონი და გადმოცემულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პოზიცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.