მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განცხად…

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადება უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციისკენ მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 22.08.2024. 2024 წლის 22 აგვისტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა დისტანციურ ფორმატში დაამტკიცეს ქვემოთ გამოქვეყნებული განცხადების ტექსტი (ჟურნალი No102).

2024 წლის 20 აგვისტოს უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „კონსტიტუციური წყობის დაცვის შესახებ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში“, რომელიც შესაძლებელს ხდის სასამართლო წესით აიკრძალოს ნებისმიერი რელიგიური თემის საქმიანობა უკრაინის ტერიტორიაზე, თუ ის „აფელირებულია“ რუსეთის რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციასთან. სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება „რელიგიური ექსპერტიზის“ დასკვნა, რომელიც „ჯადოქრებზე ნადირობის“ პირობებში შეიძლება ფალსიფიცირებული იქნეს.

კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები უკრაინაში –უმაღლესი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი რადას დეპუტატები, რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, სქიზმატური ორგანიზაციებისა და უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები – არ მალავენ, რომ კანონპროექტი უშუალოდ მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ამ კანონის მიზანია მისი და მისი ყველა თემის ლიკვიდაცია ან იძულებითი წესით მათი გადაყვანა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებში. ამგვარად, ასობით მონასტერი, ათასობით თემი და მილიონობით მართლმადიდებელი მორწმუნე უკრაინაში აღმოჩნდება სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა, დაკარგავს საკუთარ ქონებას და სალოცავ ადგილს.

2014-2023 წლებში რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა არაერთხელ აღნიშნა ზეწოლა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელსაც სახელმწიფო ანტირელიგიური პოლიტიკის უდავო მახასიათებლები ჰქონდა. კანონის დღევანდელი მიღება მოწმობს რეჟიმის უძლურებაზე, რომელიც მთელი თავისი პოლიტიკური არსებობის მანძილზე თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებას, გახლეჩვას და განადგურებას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა არაერთხელ დაამოწმა უკრაინაში მორწმუნეთა დევნა და ამის შესახებ მრავალგზის მიმართა გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს სისტემებში შემავალ ორგანიზაციებსა და მსოფლიოს რელიგიური თემების ლიდერებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ბევრმა ექსპერტმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევა, ამას ხელი არ შეუშლია კანონპროექტის მიღებისთვის, რომელიც ანადგურებს თვით იდეას სინდისის თავისუფლებისა და ადამიანის საბაზისო უფლებების შესახებ.

ეკლესიის დევნის პოლიტიკის მუდმივი ფონია უკრაინული მედიის მრავალწლიანი ცილისმწამებლური ანტიეკლესიური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს კანონიკური მართლმადიდებლობის დიფამაციას, პროვოცირებს და ამართლებს ტაძრების მასობრივ მიტაცებებს სახელწოდებით „ნებაყოფლობითი გადასვლები“. ეს მიტაცებები ორგანიზებულია განხეთქილების მომხრეთა და რადიკალურ ნაციონალისტთა მიერ ადგილობრივი ხელისუფლების, სპეცსამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით. როგორც წესი, ამას თან ახლავს ძალადობა, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მასობრივი ცემა. მიმდინარეობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უმსხვილესი მონასტრების მიტაცება ან მიტაცების მცდელობა, მათი ბინადრების იძულებითი გამოსახლება.

პირდაპირი ზეწოლა ხორციელდება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის ეპისკოპატზე და სამღვდელოებაზე უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან. მუქარისა და შანტაჟის გარდა, ეს ზეწოლა გამოიხატა ათეულობით შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრითა და პოლიტიკური ნიშნით გამოტანილი უსამართლო განაჩენებით. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი რიგი მღვდელთმთავრები და მღვდლები დაკავებულია, პატიმრობამისჯილია ან უკვე შეფარდებული აქვთ უსამართლო განაჩენი.

უკრაინის ზოგ რეგიონსა და დასახლებულ პუნქტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირდაპირ „აკრძალა“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა; იძულებით ხურავს მის ტაძრებს, ხელს უშლის ღვთისმსახურების ჩატარებას, უკანონოდ ითვისებს მიწის ნაკვეთებს, სადაც განლაგებულია უმე-ს მონასტრები, ტაძრები, სიწმინდეები.

მას შემდეგ, რაც მრავალგვარი მცდელობის მიუხედავად ვერ მიაღწია უკრაინაში კანონიკური ეკლესიის შესუსტებას, მისი ერთიანობის შერყევას, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი მისი აშკარა აკრძალვისკენ.

თავისი მასშტაბითა და ცენტრალიზებული ხასიათით, ამ ზომას შეუძლია გადააჭარბოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ ყველა ისტორიულ რეპრესიას, მათ შორის დევნას ბრესტის ბერძნულ-კათოლიკური უნიის დროს, და შეიძლება შედარებულ იქნას ისეთ სამწუხარო ისტორიულ პრეცედენტებთან, როგორებიცაა რომის იმპერიაში დევნა ნერონისა და დიოკლეტიანეს დროს, ასევე, ე.წ. საფრანგეთის დექრისტიანიზაციასთან მე-18 საუკუნის საფრანგეთის რევოლუციის წლებში, ათეისტურ რეპრესიებთან საბჭოთა კავშირში და ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურებასთან 1960-იან წლებში ენვერ ხოჯას რეჟიმის მიერ.

მიღებული კანონპროექტი შეუთავსებელია კანონის უზენაესობის კონცეფციასთან და წარმოადგენს პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს უმრავლესობის რელიგიური თემის განადგურების ლეგალიზაციას. კანონი განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის დადგინოს პირთა ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მათთან მიმართებით მიზანმიმართულად განახორციელოს პოლიტიკური რეპრესიები.

განსაკუთრებული სიმწარით უნდა აღვნიშნოთ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსისა და მისი თანამოაზრე იერარქების ნეგატიური როლი. ცალმხრივი, ნაჩქარევი და სასულიერო კანონების სულისკვეთების საწინააღმდეგო ქმედებებით, მათ არათუ არ განკურნეს, პირიქით, მხოლოდ გააღრმავეს საეკლესიო განხეთქილება უკრაინაში. ფანარიონის მიერ აღიარებული სქიზმატების ხელმძღვანელობა განსაკუთრებული დაჟინებით მოითხოვდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტიური აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას. ხოლო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც ადრე საჯაროდ იწონებდა მისი იერარქებისა და სამღვდელოების სისხლისსამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებებს, ახლა, როგორც მღვდელთმთავრები ანა და კაიაფა, ღიად უჭერს მხარს სახელმწიფო ხელისუფლების ქმედებებს, რომელთა მიზანია უკრაინაში კანონიკური ეკლესიის ჯვარზე გაკვრა და განადგურება. კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ამგვარად, პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დევნის ორგანიზებაში.

გამოვთქვამთ რა მტკიცე რწმენას, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ქრისტეს ეკლესიას (მთ. 16:18), – ისევე როგორც აქამდე ვერ მოერივნენ მას უსასტიკესი დევნის პერიოდებში, – და რომ უკრაინის მართლმადიდებელი ქრისტიანები გაბედულად და მტკიცედ შეხვდებიან მათთვის გამზადებულ ახალ განსაცდელებს და დაძლევენ მათ იესოს ძალით, რომელმაც შეგვიყვარა და რომელიც არის ძე ღვთისა (რომ. 8:37) – მოვუწოდებთ მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობის სისავსეს, გააძლიეროს საკუთარი ლოცვები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომელიც მწუხარებაში და დიდ განსაცდელში იმყოფება ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის (გამოცხ. 1.9).

მოწოდებით მივმართავთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივი და ობიექტური რეაგირება მოახდინონ უკრაინაში მორწმუნეების აღმაშფოთებელ ჩაგვრასთან დაკავშირებით.



გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

17.09.2026

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

07.09.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ვოსტრას მიტროპოლიტ ტიმოთეს, კვიპროსში იერუსალიმის საპატრიარქოს ეგზარქოსს, 75 წლის იუბილე მიულოცა

30.08.2026

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში და ამასთანავე არქიმანდრიტ ეფთვიმეს (კულიკოვი) ანადირის ეპისკოპოსად კურთხევის წეს-განგებას უხელმძღვანელა

19.08.2026

რუსეთის ნათლობის დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის კრემლის მიძინების საკათედრო ტაძარში

28.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს მილოცვა სრულიად საქართველოს ახალარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს

11.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

12.04.2026

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

11.04.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო

18.03.2026

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართ სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 50 წლისთავთან დაკავშირებით

14.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2026 წლის პირველ სხდომას

12.03.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მუშაობას უხელმძღვანელა

17.02.2026

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან

01.10.2026

დაიწყო ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ვიზიტი საქართველოში

30.09.2026

მოსკოვის წმინდანთა კრების დღესასწაულზე, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

07.09.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე კერკირის მიტროპოლიტ ნეკტარიოსს შეხვდა

18.08.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში ანტიოქიის მეტოქიონის სასაყდრო დღესასწაულში

26.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

24.07.2026

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს შეხვდა

22.07.2026

უწმინდეს პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

16.07.2026

სსკგ-ის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება“

23.06.2026

სსკგ-ის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა პლენარულ სხდომაზე „ოჯახი, როგორც ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულება"

23.06.2026

წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14.05.2026

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

14.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

11.05.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გარდაცვალების გამო

18.03.2026

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიბლიის სინოდალური თარგმანის 150 წლისთავი: ტრადიციები და თანამედროვეობა“

16.02.2026

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب