მოსკოვის საპატრიარქო
ანგარიში კურსკის რეგიონში დაზარალებულთა საეკლესიო დახმარების შესახებ 12 აგვისტოს მონაცემებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 13.08.2024. 2024 წლის 12 აგვისტოს, კურსკისა და რილსკის მიტროპოლიტ გერმანეს თავმჯდომარეობით გაიმართა დროებითი ოპერატიული შტაბის სხდომა ლტოლვილთა და დროებით გადაადგილებულთათვის დახმარების გასაწევად. შტაბის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მომსახურების სინოდალური განყოფილების სპეციალისტებმა. სხდომაზე, ქველმოქმედების სინოდალური განყოფილების კონსულტანტების გამოცდილებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კურსკის წმინდა სამების დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ხალხის დასახმარებლად საეკლესიო ცენტრის ორგანიზების თაობაზე. დაწყებულია შენობების მზადება მომავალი ცენტრისთვის, ასევე კურსკის ოლქის მოსახლეობის დასაბინავებლად.
***
დღის განმავლობაში საქველმოქმედო სინოდალური განყოფილების ცხელ ხაზზე – 8-800-70-70-222 – 49 ზარი შემოვიდა კურსკის რეგიონიდან. მათგან 22-მა მოქალაქემ დახმარება ითხოვა, 27-მა კი თავად შემოგვთავაზა დახმარება. შეიქმნა დახურული ტელეგრამ-არხი, რომლის საშუალებითაც საცხოვრებლის საჭიროების მქონე ადამიანებს შეეძლებათ იპოვონ აქტუალური შეთავაზებები.
***
წინა დღესთან შედარებით გაორმაგდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც დაუკავშირდნენ მოსკოვის ლტოლვილთა დახმარების შტაბს ქველმოქმედების სინოდალურ განყოფილებაში. დღის განმავლობაში კურსკის ოლქიდან 19 ოჯახმა (56 ადამიანი) მოგვმართა. თითქმის ყველა მათგანი მოდიოდა თავის ნათესავებთან ან მეგობრებთან. თითოეულ ოჯახთან ჩატარდა ინდივიდუალური სამუშაო და გამოეყო საჭირო ჰუმანიტარული დახმარება (კვება, ჰიგიენა, საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, ლოგინის თეთრეული, მედიკამენტები). ორ ოჯახს დროებითი საცხოვრებლი ფართი გამოეყო. დღის განმავლობაში მოსკოვის შტაბმა მიიღო 92 შემოწირულობა ტაძრებიდან და ცალკეული მოსკოველებიდან.
***
კურსკში ჩავიდა 20 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც იქ ჩაიტანა „მართლმადიდებელ მოხალისეთა“ მოძრაობის ხელმძღვანელმა, მიხეილ კუქსოვმა, ტვირთი შეგროვდა წმინდა სერგის სამების ლავრის სოციალურ განყოფილებასთან და სერგი-პოსადის ეპარქიასთან ერთად. ტვირთი შეიცავს საკვებ პროდუქტებსს, მედიკამენტებს და პირადი ჰიგიენის საშუალებებს. ტვირთი გაიხსნა ქველმოქმედების საკითხებში სინოდალური განყოფილების თანამშრომლებისა და კურსკის ეპარქიის მართლმადიდებელი მოხალისეების მონაწილეობით. 4 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მაშინვე გადანაწილდა ქალაქის რამდენიმე საავადმყოფოსა და ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ჰუმანიტარული დახმარების პუნქტზე.
***
ვორონეჟისა და ლისკინის მიტროპოლიტ სერგის ლოცვა-კურთხევით კურსკში ჩავიდა ვორონეჟის ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი, დეკანოზი ნიკოლოზ ლისჩენიუკი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარების პარტია ჩაიტანა კურსკის ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ჰუმანიტარული დახმარების პუნქტისთვის. ტვირთი შეიცავს 4 ტონა საკვებ პროდუქტს, ჰიგიენის საშუალებებსა და მედიკამენტებს. დღის განმავლობაში ახალგაზრდული განყოფილების პუქტში დახმარება გაუწიეს 350-ზე მეტ ოჯახს. მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 140-ზე მეტმა მოხალისემ.
***
სინოდალური განყოფილების საქველმოქმედო საკითხების სპეციალისტი ელენა ივანოვა და კურსკის ეპარქიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი დეკანოზ პავლე კოსტინი ეწვივნენ დროებითი განთავსების პუნქტს – „ოლიმპიელი“, სადაც 700-ზე მეტი ლტოლვილია დაბინავებული, ისინი გაეცნენ ხალხის საჭიროებებს და კონტაქტი დაამყარეს პუნქტის ადმინისტრაციასთან.
***
ცნობილი გახდა, რომ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზიანებულია კორენევის რაიონის სოფელ კრასნოოკტიაბრსკოეში ამაღლების ტაძარი-სამლოცველო. სამი მღვდლიდან, რომლებიც ადრე არ იქნა ევაკუირებულნი, ორნი საბოლოოდ გადაყვანილ იქნენ საოლქო ცენტრში. სუჯანის რაიონის სოფელ გუევოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრის, მღვდელმონოზონ სიმეონის (ბურუხა) ბედი კი კვლავ გაურკვეველია. მასთან კონტაქტი არ არის, – იუწყება Диакония.ru.