მოსკოვის საპატრიარქო
„მეუ“-ს მხარდამჭერებმა პოლიციის დახმარებით სოფელ ბერეზდოვში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი მიიტაცეს
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 28.05.2024. უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სოფელ ბერეზდოვში, 2024 წლის 26 მაისს, „მეუ“-ს" მხარდამჭერთა აგრესიული ბრბო წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძარს დაეუფლა. როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ვებგვერდი იტყობინება, ტაძარზე შტურმი პოლიციის დახმარებით ხორციელდებოდა მთელი ერთ საათის განმავლობაში.
შუადღისას ცნობილი გახდა, რომ ტაძრისკენ დაიძრნენ „მეუ“-ს წარმომადგენლები. მრევლი შეიკრიბა საკუთარი სიწმინდეების დასაცავად; დადგნენ ტაძრის კარის წინ და შეეცადნენ, არ დაეშვათ მისი შეურაცხყოფა.
მაგრამ პოლიციამ შეავიწროვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნენი, თავად დაამყარა კონტროლი ტაძრის შესასვლელზე და საშუალება მისცა სქიზმატური სტრუქტურის აგრესიულ აქტივისტებს, კარი გაეტეხათ.
თვითმხილველების თქმით, პროცესს სოფლის გამგებლის ცოლი ხელმძღვანელობდა. იგი კარს ძალაყინით ამტვრევდა და რამდენიმე მამაკაცთან ერთად ტაძრის დაკეტილ კარს ბოქლომს აჭრიდა. შემდეგ ვანდალები დიმიტრის ეკლესიაში შევიდნენ. მთელ ამ პროცესს თვალყურს ადევნებდა „მეუ“-ს „კლირიკოსი“.
2024 წლის მარტის დასაწყისში, სოფელ ბერეზდოვის წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძრის სამრევლომ მღვდელ პეტრე იაციუკის ხელმძღვანელობით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ერთგულება გამოთქვა და განაცხადა, რომ დაქვემდებარების შეცვლის შესახებ სამრევლო საბჭოს არანაირი კრება არ მოუწვევია.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
08.11.2024
06.11.2024