მთავარი გვერდი ახალი ამბები
გორნოკარლოვაცის ეპისკოპოსი გერასიმე: ჩვენ არ გვაქვს უფლ…

გორნოკარლოვაცის ეპისკოპოსი გერასიმე: ჩვენ არ გვაქვს უფლება გავჩუმდეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტანჯვაზე


სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.05.2024. მხარდაჭერის ღია წერილი გაუგზავნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალტანჯულ მღვდელთმთავრებსა და ღვთისმოყვარე მორწმუნე ხალხს გორნოკარლოვაცის ეპისკოპოსმა გერასიმემ (სერბეთის საპატრიარქო) გორნოკარლოვაცის ეპარქიის სამღვდელოებასა და სამწყსოსთან ერთად. ეპარქიის საიტზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია:

ვიხსენებთ რა ქრისტეს მიერ გოლგოთაზე გამოვლენილ სიყვარულს და გზეიმობთ მაცხოვრის სასიხარულო აღდგომას, რომლის მეშვეობითაც სიკვდილი სიცოცხლედ და მარადიულ უკვდავებად იქცა, ჯოჯოხეთი – სამოთხედ, შიში – სიხარულად, საშინელება კი აღტაცებად, ჩვენ არ გვაქვს უფლება გავჩუმდეთ იმ ტანჯვისა და დევნის შემხედვარე, რსააც განიცდის ქრისტეს ეკლესიის ცოცხალი ორგანიზმი უკრაინაში. თუკი ვიფიქრებთ, რომ სახარებისეულად სიკეთეს ვუსურვებთ, მაგრამ მთელი ჩვენი კეთილაზროვნების მიუხედავდ ჩუმად ყოფნას ვამჯობინებთ, მაშინ ხმას აიმაღლებენ ბოროტმოქმედნი, რომლებიც თავიანთი საქმეებით სამართლიანობისა და ჭეშმარიტების მოყვარულთა დევნას ახორციელებენ!

ჩვენი ფიქრები და მუხლმოდრეკილი ლოცვები ამჟამად უფლისადმი მიმართულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტანჯვასთან დაკავშირებით, რაც მის წინააღმდეგ მიმართული უსულგულო დევნით არის გამოწვეული. ჩვენი წმინდა ეკლესია ყოველდღიურად განიცდის დარტყმას ჭეშმარიტი სარწმუნოების მდევნელთაგან, მათ შორის მათგანაც, ვინც არ ერიდება საკუთარი თავის გაიგივებას ჯოჯოხეთის სიღრმის ბნელ ძალებთან.

უდავოა, რომ დღეს უკრაინაში ვიხვეჭთ მართლმადიდებლური სარწმუნოების ახალ აღმსარებლებს – ესენი არიან ციხეში გამომწყვდეული პატიმრები, ესენი არიან მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტები – ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი, კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი ვიშგოროდელი მიტროპოლიტი პავლე, ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა, ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსი, სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი, ბანჩენის მიტროპოლიტი ლონგინოზი, ასევე, მრავალი სხვა მღვდელთმთავარი და სამღვდელოება ერთგულ და ურყევ მრევლთან ერთად. ყველა ეს ჩვენი ძმა უდანაშაულოდ იტანჯება – უპირველეს ყოვლისა, ცრუ ბრალდებებით შეთხზული სასამართლო პროცესებისგან, პატიმრობისგან და ფიზიკური ცემისგან, სალოცავი ადგილების ჩამორთმევისგან და ადამიანის ყველა სხვა ძირითადი უფლების დარღვევისგან.

ძვირფასო ტანჯულო ძმებო! თქვენ ხართ სამართლიანობისა და ჭეშმარიტების მხარეზე, ისევე როგორც ოდესღაც, მე-20 საუკუნის შუა ხანებში საშინელი დევნისა და ტანჯვის დროს იყო წმინდა მღვდელმოწამე საბა (ტრლაიჩი), გორნოკარლოვაცელი ეპისკოპოსი, რომელმაც ღვთის შთაგონებით წარმოთქვა დღესაც აქტუალური სიტყვები: „ჭეშმარიტი მშვიდობა ეყრდნობა არა ძალას, არამედ სამართლიანობას. სამართლიანობა მომდინარეობს კეთილი ნებიდან და არა თვითნებობიდან... ღმერთის რწმენის გარეშე არ არსებობს ურთიერთსიყვარული. სიყვარულის გარეშე არ არსებობს კეთილი ნება ადამიანებს შორის ურთიერთობაში. კეთილი ნების გარეშე არ არსებობს სამართლიანობა, ხოლო სამართლიანობის გარეშე ვერ იქნება ნამდვილი და მუდმივი მშვიდობა დედამიწაზე!”.

ყველას მოვუწოდებთ რა სამართლიანობისა და სიყვარულისკენ, ჩვენ შევთხოვთ უფალს, მოაქციოს ქრისტესა და მისი სამწყსოს უგუნური მდევნელები, მიანიჭოს მშვიდობა ჩვენს წმინდა ეკლესიას იმ ადგილებში, სადაც თქვენ ძალდაუზოგვად ემსახურებით ღმერთს, და დააყენოს ქრისტეს ეკლესიის მთელი სისავსე მის გზაზე, ხოლო თქვენ განგამტკიცოთ და მოგცეთ ძალები იმისათვის, რომ უფლისთვის თავდადებით ყოველთვის გაგეძლოთ ოდითგანვე თქვენს მიწებზე რწმენის დაცვისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. რასაც ახლა თქვენ წინააღმდეგ აკეთებენ, ეს არის მართლმადიდებლობის სისტემატური ნგრევა და უსირცხვილო დევნის წარმოება ქრისტეს წინააღმდეგ – ვისაც თქვენ მოწმობთ, ვისაც აღმსარებლობთ და ვინც გიყვართ მთელი გულით, მთელი სულით და მთელი თქვენი საქმეებით!

ვლოცულობთ, რომ გარდამოვიდეს თქვენზე ძალების სიმტკიცე, რომელსაც ამ დღეებში გვაძლევს აღდგომილი მაცხოვარი, რამეთუ დღეს თქვენ, მართლმადიდებლური სარწმუნოების მცველები, თანაევნებით უფალს და ყოველდღე განიცდით საკუთარი ვნების პარასკევს აღდგომის სასოებით, რომელიც გვანიჭებს სიცოცხლეს, მშვიდობას და თავისუფლებას.

გიხსენებთ რა თქვენ, – ვინც სამართლიანობის სახელით ითმენთ ტანჯვას თქვენი სიტყვის თავისუფლებისა და რწმენის ვაჟკაცური აღიარებისთვის, – გამუდმებით ვიმეორებთ მაცხოვრის სიტყვებს: უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ (ინ. 15:20). დარჩით მტკიცენი და ურყევნი, რამეთუ რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს (მთ. 24:13).

ვლოცულობთ რა მუხლმოდრეკილნი იმისთვის, რომ აღდგომილმა უფალმა გარდამოუვლინოს თავისი მადლი და სიყვარული ჩვენს ტანჯულ ქრისტესმიერ ძმებსა და დებს, მოგესალმებით სიხარულისა და ახალი ცხოვრების მისალმებით: ქრისტე აღდგა!

გორნოკარლოვაცის ეპისკოპოსი გერასიმე 

სასულიერო პირებთან და ღვთისმოყვარე მორწმუნე ერთან ერთად

გაზიარება:
ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب