მოსკოვის საპატრიარქო
ქალაქ ვინიცას ასობით მაცხოვრებელმა რეიდერების მიერ დახურული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მახლობლად ილოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 16.02.2024. 15 თებერვლის საღამოს, მას შემდეგ, რაც „ПЦУ“-ს მხარდამჭერებმა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის სახ. ტაძრის კარზე ბოქლომები გადახერხეს, ახალი საკეტები გაუკეთეს და მრევლისთვის შესვლა აკრძალეს, ასობით მორწმუნე სალოცავად ტაძრის მახლობლად შეიკრიბა.
მანამდე, 12 თებერვალს, გაიმართა ამ ტაძრის რელიგიური თემის კრება, რომელზეც მრევლის წევრებმა ერთგულება გამოუცხადეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს მეთაურობით.
როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება იტყობინება, რელიგიური თემის გადაწყვეტილების მიუხედავად „ПЦУ“-ს მხარდამჭერებმა საკეტები შეცვალეს და მორწმუნეთათვის ტაძარი დახურეს. მრევლი იძულებულია, ქუჩაში ილოცოს.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
03.12.2024
04.11.2024
03.12.2024
08.11.2024
06.11.2024