მთავარი გვერდი ახალი ამბები
რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს განცხადება …

რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს განცხადება


განცხადება მიღებულია 2023 წლის 7 დეკემბერს МСР-ის საიუბილეო სხდომის შედეგების მიხედვით.

25 წელია, რაც რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭო ემსახურება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ხალხებსა და რელიგიებსა შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობას. ამ წლების განმავლობაში რუსეთის რელიგიურმა თემებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში რელიგიათაშორისი და ერთაშორისი ურთიერთობების მაღალი კულტურის ჩამოყალიბებაში, რამაც საშუალება მისცა ჩვენს ხალხს წარმატებით გადაელახა მრავალი გამოწვევა, შეენარჩუნებინა ერთგულება ტრადიციული პიროვნული და ოჯახური მორალის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგებისადმი.

ტრადიციული ფასეულობების ფართო საზოგადოებრივი და სახელმწიფო მხარდაჭერის დადასტურება იყო რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ღმერთის ხსენება, და ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის მტკიცებულება. ჩვენ მივესალმებით რუსეთის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის 2022 წლის 9 ნოემბრის №809 ბრძანებულებას „რუსეთის ტრადიციული სულიერ-მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცებას“.

მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ოჯახისა და ქორწინების ღირებულებების პოპულარიზაციაზე, ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების დაცვაზე, უფროსების პატივისცემასა და გაჭირვებულთა დახმარებაზე. ოჯახი არის სოციალური სტაბილურობისა და განვითარების საფუძველი. სწორედ ოჯახში აღიქვამს ადამიანი იმ ფასეულობებს, რომლებზედაც დააშენებს თავის მომავალ ცხოვრებას. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს რუსეთის პრეზიდენტის მიერ მომავალი 2024 წლის ოჯახის წლად გამოცხადებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ოჯახებისა და შობადობის გაზრდის მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები.

ამ კეთილ საქმეში ტრადიციული რელიგიები არა მხოლოდ მხარს უჭერენ სახელმწიფოს ქმედებებს, არამედ თავადაც აქტიურად ატარებენ საკუთარ სოციალურ და საგანმანათლებლო საქმიანობას თავიანთ თემებში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის რიცხვის შემცირების ტენდენცია აშკარაა (2017 წლიდან 2022 წლამდე აბორტების რიცხვი დაახლოებით მესამედით შემცირდა), ეს მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია (როსსტატის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში ჩატარდა აბორტის 506 ათასი პროცედურა, მათგან დაახლოებით 401 ათასი – სახელმწიფო კლინიკებში), რაც მიუთითებს შემდგომი გადაუდებელი ზომების გატარების მნიშვნელობაზე დედობისა და ბავშვობის დასაცავად, ჯანსაღი და ძლიერი ოჯახის იმიჯის, როგორც საზოგადოების საფუძვლის, ჩამოსაყალიბებლად.

ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად უპირისპირდება იმ ძალებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ხალხში ყველაფრის დაშვებულობისა და ეგოცენტრულობის დიქტატურის დამყარებას და ჩვენი სამშობლოს ხალხების ათასწლოვანი სულიერი და მორალური ფასეულობების გადახედვას. რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს წევრები თავიანთ მოვალეობად თვლიან შეახსენონ, რომ რელიგიური მოტივაცია ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ადამიანისთვის და რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებში ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა მოქმედებამ შეიძლება ტრაგიკული შედეგები გამოიწვიოს.

რუსეთის რელიგიური თემები ლოცულობენ უკრაინაში მშვიდობის სწრაფად აღდგენისთვის, ჯარისკაცებისთვის, რომლებიც სისხლს ღვრიან ბრძოლის ველზე რუსეთის ხალხების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩვენი ქვეყნის უფლებისთვის, იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, თავისუფლად დაიცვას ჩვენი წინაპრების მიერ გადმოცემული ღირებულებები, მათ შორის მშვიდობა რელიგიებსა და ეთნოსებს შორის. ჩვენ თანავუგრძნობთ ყველას, ვინც დაზარალდა სამხედრო მოქმედებების შედეგად უკრაინაში, ისრაელსა და პალესტინაში. რუსეთის ყველა ძირითადი რელიგიური საზოგადოება აქტიურ დახმარებას უწევს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულებს.

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტმა გულგრილი ვერ დატოვა რუსეთის მორწმუნეები, რომელთა მთავარი სიწმინდეები ამ მრავალტანჯულ მიწაზე მდებარეობს. ამავე დროს, მან შექმნა საინფორმაციო საფუძველი სპეკულაციისთვის რელიგიებისა და ხალხების ურთიერთობის თემაზე. 2023 წლის 25 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნის რელიგიურ ლიდერებს საშუალება მიეცათ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია ამ თემაზე და დაედასტურებინათ მშვიდობისკენ საკუთარი სწრაფვა.

ჩვენ ვეთანხმებით რუსეთის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის აზრს, რომელმაც 2023 წლის 28 ნოემბერს XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების მონაწილეებისადმი მიმართვაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ მივიჩნევთ ნებისმიერ გარე ჩარევას, პროვოკაციას ეთნიკური ან რელიგიათაშორისი კონფლიქტების გამოწვევის მიზნით, როგორც აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მცდელობას გამოიყენოს ტერორიზმი და ექსტრემიზმი რუსეთში, როგორც ჩვენთან ბრძოლის საშუალება.

2023 წლის 29 ოქტომბრის პროვოკაციული მოვლენები დაღესტანში, როდესაც რადიკალთა ჯგუფმა ეთნიკური შეუწყნარებლობის ლოზუნგებით უკანონო ქმედებები ჩაიდინა, მხოლოდ ამ თეზისს ადასტურებს. ექსტრემიზმი და ნაციონალიზმი არ არის დამახასიათებელი დღევანდელი რუსული საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის რელიგიურმა თემებმა ეს პროვოკაცია ერთხმად დაგმეს.

რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს ესმის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა და მოუწოდებს სახელისუფლო ორგანოებსა და ძალოვან სტრუქტურებს, რომ თავიანთი კანონიერი ფუნქციების შესრულებისას საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების საქმეში, პატივისცემით მოეკიდნონ მორწმუნეებს და რელიგიურ შენობებს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია რელიგიური სიწმინდეების, წმინდა წიგნების და სიმბოლოების შეურაცხყოფის მცდელობები.

მოვუწოდებთ ტრადიციული რელიგიის ყველა მორწმუნეს – ქრისტიანებს, მუსლიმებს, იუდეველებსა და ბუდისტებს – გამოიჩინონ წინდახედულება, გონების სიფხიზლე, მოთმინება და საკუთარ თავზე ზრუნვა მშვიდობითა და სხვების სიყვარულით, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა. პასუხისმგებლობა ღვთისა და ხალხის წინაშე და ურთიერთპატივისცემა, ტრადიციების დაცვა – ეს არის ის, რაც განგვასხვავებს ჩვენ დესტრუქციული სექტებისა და მიმდინარეობებისგან.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია და რელიგიათა შორის უთანხმოების დათესვის მცდელობა. რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭო აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების კონსოლიდაციის მნიშვნელობას და უაღრესად აფასებს მათ ძალისხმევას საკუთარი რელიგიური, ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად. სამოქალაქო თანხმობის მიღწეული დონის შენარჩუნება და გაზრდა არის ჩვენი და ჩვენი შთამომავლების მშვიდობიანი მომავლის საწინდარი. ჩვენი ძალა მდგომარეობს რელიგიების, ენებისა და კულტურების თვითმყოფადობისა და მრავალფეროვნების პირობებში ერთიანობის შენარჩუნებაში.

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით

26.12.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართა

26.12.2023

სსკ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აღსაყდრების დღე მიულოცა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب